საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძესთან, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, ოზურგეთის მერ ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

შენობა, რომელიც 240 მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად განახლდება და ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

სკოლაში იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები, ექიმის კაბინეტი, ბიბლიოთეკა და სასადილო. სკოლის სრულ რეაბილიტაციას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია.

მსგავსი სტატიები

  • 92
    კომპანია „პარვუს ჯგუფის“ საგანმანათლებლო სოციალური პროექტის ფარგლებში შემოქმედის სკოლაში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდაკომპანია „პარვუს ჯგუფის“ სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში   კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის სკოლების უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე _ „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“.  პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე  მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო.  პირველი ეტაპი სასწავლო წლის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ არჩევით დასრულდა,  ისინი კვალიფიციურად…
  • 87
    გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სამი ახლადრეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა. ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთის N3, სოფელ მაკვანეთისა და სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლებში ადგილზე გაეცნენ განახლებულ ინფრასტრუქტურას, შეხვდნენ პედაგოგებსა და მოსწავლეებს.…
  • 86
    ფილმის „გურია“ რეჟისორი ლევან კოღუაშვილი მთისპირის და ჩხაკაურას მოსწავლეებს შეხვდა2024 წლის 6 და 7 ივნისს, ბახვი ჰესის მოწვევით, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს რეჟისორი ლევან კოღუაშვილი სტუმრობდა. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების მნიშვნელობა და პროფესიები კინო ინდუსტრიაში, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, წარმატების მიღწევის გზები და ფილმის „გურია“ მიმდინარეობა. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით…
  • 85
    სიყვარული, რომელიც გვათბობსრუბრიკა: „ერთად გავბედეთ და შევძელით“ წარმოგიდგენთ  ახალ რუბრიკას – „ერთად გავბედეთ და შევძელით“ და დღევანდელ სიუჟეტში გაგაცნობთ ბარბარე ბარამიძეს ბარბარე განსაკუთრებული სამყაროს პატარა მოქალაქეა - მას დაუდგინდა აუტიზმი. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი პატარა დეტალია მის  უსასრულო და საოცრად ფერად სამყაროში. ის ყოველდღე გვახსენებს, რომ განსხვავებულობა სილამაზეა — როცა სიყვარულით, თანაგრძნობითა და…
  • 85
    ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლეებივიწყებთ 2024 წლის აბიტურიენტთა შედეგების გამოქვეყნებას სასიამოვნო ინფორმაციით. ქართული ენა და ლიტერატურა: 58 ქულა- ვიკა ჯინჭარაძე 57 ქულა- ნიკოლოზ ბარამიძე ხატია სალუქვაძე 56 ქულა- მერი თალაკვაძე ანა ნინიკაშვილი სოფო გორდელაძე ნათია ღლონტი 55 ქულა- ლიკა ჯინჭარაძე მარიამ კობახიძე 53 ქულა- ლიზი მახარაძე მარიამ ქართველიშვილი კოკო ჩხაიძე 52 ქულა- ანასტასია გობრონიძე…