დასავლეთისგან ოპოზიციის მიმართ პარლამენტში შესვლის თაობაზე მედიაცია, როგორც ეს 2020-ში იყო, აღარ იქნება, შარლ მიშელიც საკმაოდ დიდი კრიტიკის ქვეშ მოექცა ამ არასრულფასოვანი, წარუმატებელი მედიაციის გამო, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც დიდი კრიტიკა დაიმსახურა ამის გამო და ამ რისკს თავის თავზე აღარავინ აიღებს , _ ამის შესახებ „ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებელმა ნინო კალანდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
კალანდაძის განმარტებით, დასავლეთსა და აშშ-ში ლიდერი პოლიტიკოსების ცვლილება საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ეს საკითხი ინდივიდებზე არ გადის.
“დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ შეიცვლება, იქ ცალკეული მოთამაშეების ცვლილებებზე არ არის მიბმული დედაქალაქების გადაწყვეტილებები და, მათ შორის, ევროპული პოზიცია, ამიტომ, ის პოზიცია, რომელიც ჟღერდება საქართველოსთან მიმართებით, “ქართულ ოცნებასთან” მიმართებით, კანდიდატის სტატუსთან მიმართებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, შემდგომ პროცესების შეჩერებასთან დაკავშირებით, პოზიცია იქნება უცვლელი. სხვა საკითხია დეზინფორმაციის გამავრცელებელი მოლაპარაკე თავები ამას როგორ წარმოაჩენენ, მაგრამ შემდგარი ფაქტია, რომ ეს პოზიცია არ გადაიხედება. ვერც ტრამპის ადმინისტრაცია გადახედავს, რადგან იქაც ერთი ადამიანი არ იღებს გადაწყვეტილებას. ამერიკის შეერთებული შტატები ინსტიტუტებით მართული სახელმწიფოა და არა ინდივიდებით. რა საკვირველია, ცალკეულ პოლიტიკას განსაზღვრავენ, მათ შორის, ინდივიდები და პოლიტიკური ადმინისტრაციები, მაგრამ საგარეო ურთიერთობის საკითხები არ გადაიხედება არც ტრამპის პირობებში და არც შემდგომი ადმინისტრაციის პირობებში, ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ინდივიდებზე გადის.
რისი მოლოდინიც ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ჰქონდეს, არის ის, რომ ტრამპს განსხვავებული პოზიციები ექნება ნატოსთან მიმართებით, უკრაინასთან მიმართებით, რაც ავტომატურად აისახება საქართველოზე და, მისი წარმოდგენით, მისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებზე. ომი ასე სწრაფად ვერ დასრულდება მხოლოდ იმიტომ, რომ ტრამპი პრეზიდენტი გახდა, ეს დღეს და ხვალ არ მოხდება, სამწუხაროდ. გარდა ამისა, ტრამპის ინაუგურაციამდე ბევრი დროა, ამისგან დამოუკიდებლად ჩვენ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ვდგავართ და იქ ეს საკითხი დახურულია, ვიდრე ივანიშვილი მართავს საქართველოს – ეს არის მოცემულობა, რომელსაც ვერც ტრამპი და ვერც სხვა პრეზიდენტი შეცვლის. ერთადერთი, რომელმაც ეს საკითხი შესაძლოა შექცევადი გახადოს, არის იმ მოცემულობების კომბინაცია, რომელიც საქართველოში უნდა განვითარდეს – ერთიანი პოზიციის შენარჩუნება პოლიტიკურ სპექტრში, სამოქალაქო საზოგადოების ზეწოლა პოლიტიკურ პარტიებზე, რათა ისინი არ მიეცნენ ცდუნებას და ლეგიტიმაცია არ მიანიჭონ არალეგიტიმურ ძალას და, შესაბამისად, დასავლეთის რეაქციაც იქნება ისეთი, როგორიც ეს იქნება ქვეყნის შიგნით.
დასავლეთისგან ოპოზიციის მიმართ პარლამენტში შესვლის თაობაზე მედიაცია, როგორც ეს 2020-ში იყო, აღარ იქნება, ეს უკვე გამოჩნდა, მათ შორის, გამოჩნდა იმაშიც, რომ შარლ მიშელი საკმაოდ დიდი კრიტიკის ქვეშ მოექცა ამ არასრულფასოვანი, წარუმატებელი მედიაციის გამო, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც დიდი კრიტიკა დაიმსახურა ამის გამო და ამ რისკს თავის თავზე აღარავინ აიღებს”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.
კალანდაძის თქმით, რადგან ქვეყანაში არჩევნები ფორმალურად მაინც ტარდება, ეს იმას მოწმობს, რომ “ქართული ოცნებისთვის” დასავლეთის მხრიდან ლეგიტიმაციის საკითხი, გარკვეულწილად, მაინც მნიშვნელოვანია.
“უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ხელისუფლება, რომელმაც არჩევნები გააყალბა და მიიტაცა ძალაუფლება, მინიმუმ არალეგიტიმურად უნდა იქნეს ცნობილი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. რასაკვირველია, არ გვაქვს ჩვენ იმის ილუზია, რომ ივანიშვილის რეჟიმი განსაკუთრებულად განიცდის იმ ფაქტს, რომ არალეგიტიმური იქნება, თუმცა ეს საკითხი ადარდებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პროცესებიც არ იქნებოდა საჭირო, როცა შეეძლოთ, საერთოდ არ ჩაეტარებინათ არჩევნები და უბრალოდ დიქტატურა ყოფილიყო. რადგან არჩევნები ფორმალურად მაინც ტარდება, მათთვის ლეგიტიმაციის საკითხი, გარკვეულწილად, მნიშვნელოვანია პრაგმატული მიზნებიდან გამომდინარე – ლეგიტიმაცია საფუძველია გარკვეული ურთიერთობების, მათ შორის, ფინანსური კუთხით, რომელიც მათ სჭირდებათ“, _ აღნიშნა ნინო კალანდაძემ.
მსგავსი სტატიები
- 83გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
- 793 კვირა გავიდა და არც ერთ ჩვენს მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს ეს არჩევნები აღიარებული, პირიქით, ხაზს უსვამენ დარღვევებს და სხვადასხვა ზეწოლის ზომებს განხილავენ. ამდენად, განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში „ეკონომიკური და ფინანსური…
- 77გვინდა მოგიწვიოთ ხვალ საღამოს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, - ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნების გაყალბებას არ შეეგუებიან. „უფლებას, ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, არავის დავუთმობთ. ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა - ყველანი ერთად“, - განაცხადა…
- 76ვრჩები პრეზიდენტის პოსტზე, რადგან ამ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა. ყველაფერი იშლება. ამ ქვეყანაში, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში არ დარჩა არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, გარდა პრეზიდენტის ინსტიტუტისა. ყველა სხვა ინსტიტუტში გაბატონებულია ერთპარტიული მმართველობა, პარტიაში კი ერთკაციანი მმართველობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ყოველ დღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი…
- 75საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, _ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ავრცელებს. როგორც ბორელი აღნიშნავს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული…