ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას არჩევნებთან დაკავშირებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ფართოდ გახელილი თვალებით ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპერ ველდკამპმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ევროპულ გზაზე დარჩენა სურს და ის ამას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

„არ ვარ დარწმუნებული, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული დღეს, არ ვაპირებ წინასწარი დასკვნის გამოტანას. პირველ რიგში, ამ საკითხის განხილვა უნდა მოხდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას არჩევნებთან დაკავშირებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ფართოდ გახელილი თვალებით ვაპირებთ ამ საკითხის განხილვას. ასევე გეტყვით, ჩვენ გვსურს ევროპული მომავლის ხილვა ქართველი ხალხისთვის. ძალიან ბევრი ქართველია, მათ შორის, ძალიან ბევრი ქართველია, რომელსაც მე ვიცნობ, ვისაც სურს ევროპულ გზაზე ყოფნა და ამას სრულად ვუჭერ მხარს“, _ განაცხადა მინისტრმა.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 65
    უკრაინა ომის დასრულების წინადადებით გამოდისუკრაინა ომის დასრულების წინადადებით გამოდის: უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართა.                               ღია წერილი             რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს                …
  • 61
    საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთ-აზერბაიჯანზე - ეს ისტორიული შეთანხმება წარმოადგენს მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს და გზას უხსნის რეგიონის სტაბილური განვითარების ახალ შესაძლებლობებსსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2025 წლის 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი კავშირების დამყარების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას - შეთანხმება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.…
  • 61
    დღეს პოლონეთშისამი მეფის დღე (Trzech Króli) აღინიშნებადღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,…
  • 61
    რუსეთის მასირებული დარტყმა უკრაინაზე: 9 დაღუპული და ხანძარი კიევ-პეჩერის ლავრაში15 ივნისის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც მძიმედ დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლები, მათ შორის, კიევ-პეჩერის ლავრა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. კიევსა და ხარკოვში დაიღუპა სულ მცირე 9 ადამიანი. დარტყმების მთავარი სამიზნე დედაქალაქი და ქვეყნის სხვა რეგიონები იყო.…
  • 60
    რეზა ფეჰლევის მიმართვა ირანელ ხალხსჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დადგა გადამწყვეტი მომენტი. დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მამაც ხალხს დაჰპირდა, უკვე მოვიდა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა; მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიების აპარატი და მისი მკვლელობის მანქანაა და არა ირანი და მისი ხალხი. მაგრამ, ამ დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. სწორედ ჩვენ,…