რატომ და ვინ ესროლა ილია ჭავჭავაძეს, როგორ გაიარა მისთვის ნასროლმა ტყვიამ საქართველოს გულთან  და  საფიქრალი – „მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა“, ან კიდევ „რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ“…

საუკუნეზე  მეტია,  ეს კითხვები ტკივილიან განცდებად ტრიალებს ჩვენი ერის გულსა და გონებაში. მეტიც, მუდმივად  ანთია ერის სულიერების ცაზე და მკვეთრი ნათებით სწორედ ილიასეული გზის მანათობლად  ქცეულია. არც ეს საუბარი აპატიეს ღმერთთან ილიას და არც საქართველოსთვის ტანჯვა. თემა დიდია, დიადია  და მძიმე. ძნელია მასთან შეჭიდება, ილიას სიდიადე რომ სწორედ  მისეული დიდებულებით წარმოაჩინო,  მრავალმხრივი შემოქმედებითი თუ ერისკაცობის შტრიხებით, და…  მძიმეა ტვირთი, რომელიც ილიას მკვლერლობით აჰკიდეს ერს.

და აი, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმაც შეჰბედა ამ

დიდსა და საპასუხისმგებლო თემას მონოსპექტაკლით: „ილია – თანმდევი სული“ . სპექტაკლის მეწინავე მსახიობი ბელა კიკვაძე.

ეს დანაპირები გასული წლის დასაწყისშივე მივიღეთ თეატრის მესვეურთაგან. რაოდენ სიმბოლურია, როცა მისი ხილვა გასული წლის ბოლოს, საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა შესძლეს.  ამჟამად კი ოზურგეთს გაიმართა ჩვენება. სპექტაკლის რეჟისორი და სცენური ვერსიის ავტორია ვასო ჩიგოგიძე, ინსენირების ავტორი ნინია სადღობელაშვილი; სცენოგრაფი ლომგულ მურუსიძე, მხატვარი ქეთი ციციშვილი; მუსიკალური გამფორმებელი კოტე მალანია.. საინტერესოა თავად სცენა. ჩამსხვრეული შუშის მიღმიერი სამყაროდან მოცქირალი, ერისთვის შეწირული მამულიშვილის პორტრეტი, სცენაზე მიმოფანტული ნამსხვრევები, რომელიც სიმბოლოა ერის მაშინდელი ხვედრის და მომავლის მსხვრევისა. ხმა, წარსულიდან მომდინარე, მოაქჟამომდე.  იქვე დგას თასი, რომელშიც სითხე წვეთავს. აქ მაყურებელს თავად შეუძლია წარმოიდგინოს, ილიას ჭრილობიდან დადენილი სისხლია იგი, თუ ცრემლი საქართველოსგან დადენილი. ორთავე ჩვენი უდიდესი ტკივილია.

სპექტაკლის შემოქმედებითმა კოლექტივმა და ჩვენმა მსახიობმა ბელა კიკვაძემ, შესძლო, ამ რთულსა და იდუმალებით მოცულ გზებზე ეტარებინა მაყურებელი. ესაუბრათ ნაცნობსა თუ უცნობ დეტალებზე. ზემოდაც აღვნიშნეთ და ახლაც ვიმეორებთ. დიდია თემა, საოცრად დიდი, რადგან როცა ილია გინდა წარმოაჩინო, ერის სულიერებისა თუ ყოფიერების იმდროინდელ ყველა სფეროში განფენილი მისი ღვაწლი, კიდევ ერთხელ  უნდა გამოიყვანო სამზეოზე. დიახ, გამოიყვანო, რადგან მთელი მისი ცხოვრება ხომ საქართველოს თანმდევი სულია. შესძლო შემოქმედებითმა კოლექტივმა სათქმელი ეთქვა. ისინი ხომ გვანებივრებენ საოცარი თემებით და რაც ყველაზე მთავარია, საუბრობენ არა მხოლოდ განვლილი ისტორიული  ფაქტებით, არამედ ამ ფაქტების ჭრილიდან დანახული, რა არის ახლა და რა იქნება მომავალში. უფრო სწორად, რა უნდა იყოს ახლა და მომავალში. ამისი აღქმა და გაგება ერისკაცსაცს ხომ  მკითხველისთვის  მიუნდვია, რომელშიც ერს მოიაზრებს.

ემოციებით დასრულდა მონოსპექტაკლი. არ ეთმობოდა მაყურებელს დარბაზი,  აქ აზრთა გაზიარება იყო.    ერთი კითხვა დაისვა მაინც. უნდა ნახონ თუ არა ეს სპექტაკლი ბავშვებმა და რა ასაკიდან. მაყურებელთა შორის იყვნენ ბავშვები, მათ თავად გასცეს კითხვას პასუხი – დიახ. ჩვენც ვიტყვით დიახ, სპექტაკლი ბავშვებმა აუცილებლად უნდა ნახონ, გაითავისონ  ილიას ღვაწლი და ანდერძი:  „სამი ღვთაებრივი რამ დაგვრჩა მამაპაპათაგან -მამული, ენა, სარწმუნოება“ , და რომ ამ ღვთაებრივ სამებას  მოვლა და მსახურება სჭირდება.

გამახსენდა ბავშვობისდროინელი ფრაზა, იმჟამინდელ გაზეთში დაბეჭდილი ლექსიდან, რომლის ავტორი არ მახსოვს,  და არც ლექსის შემდგომი გაგრძელება: „ ნუთუ ქართველნო, წიგნი სალოცავი, კოცონზე დავწვით ვეფხისტყაოსანი, ნუთუ ქართველნო დავმცირდით ესოდენ, ერისკაცს, ბერიკაც ილიას ვესროლეთ.“ ვესროლეთ თუ გვასროლინეს, ორთავე ჩვენი სისუსტეა. რასაც ყოველთვის იყენებდა და სამწუხაროდ, ახლაც კარგად იყენებს ჩვენი ქვეყნის მტრები საკუთარი მზაკვრული ინტერესების განხორციელებას, ხშირად ჩვენსავე მოძმეთა ხელით…

თუმცა, სცენის კუთხეში მორცხვად მდგარი მწვანე ნერგი  მიანიშნებს თანმდევი სულის უკვდავებას, როგორც  თავად იწინასწარმეტყველა ერისკაცმა

მსგავსი სტატიები

  • 100
    ციკლიდან: რეკვიემი დევნილთათვისცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი  და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე  82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს…
  • 100
    დუმბაძისა და კლდიაშვილის დღე — დუბლი ორიავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VI დღე კვლავ დუმბაძისა და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციებით გამოირჩეოდა. დღის პირველი დადგმა ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ვიხილეთ — უზბეკურად გაცოცხლებული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟისორი: მუხთარ რეიმოვი), რომელიც ბარდახის სახელობის ყარაყალპაყეთის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოადგინა. ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე კი…
  • 98
    თანამედროვე ქართული სცენური ინტერპრეტაციებიავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის V საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის IX დღეს, ოზურგეთის დრამატულ თეატრში ორი წარმოდგენა ვიხილეთ: ამბროლაურის კულტურის ცენტრის სპექტაკლი „ბამბაზიის სამოთხე“ (რეჟისორი – მამუკა ცერცვაძე) და ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დადგმა „ლამბალო და ყაშა“ (რეჟისორი – დიმიტრი ხვთისიაშვილი). ოზურგეთის დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე გაცოცხლდა ნინია სადღობელაშვილის პირველი…
  • 97
    „ბათუმიდან დაიწყება ექვთიმეს მოგზაურობა დანარჩენ საქართველოში“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი გადმოსახედი ახლო ისტორიული ეპოქიდან... განვლილი წლები თანამედროვეობას ჩაესახლა და...გასულ წელს, ოზურგეთის სახელმწიფო  თეატრის სცენაზე შემოაბიჯა ექვთიმე ღვთისკაცმა. მას შემდეგ,  არაერთი  მაყურებელი გახადა თანამონაწილე იმ პერიოდისა, როცა საქართველოს კვლავ დაატყდა თავს ქარტეხილი და ქართული საგანძურისთვისაც დადგა  ყოფნა-არ ყოფნის ჟამი.  შეჰბედა ამ უდიდეს თემას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა…
  • 97
    „ჩვენ ერთმანეთისთვის უცხოები გავხდით, ერთმანეთი თავიდან  უნდა გავიცნოთ“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი განახლებული სპექტაკლი, სახელწოდებით „ფატი“, რომლის ჩვენება, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის  მცირე დარბაზში გაიმართა,  ერთ-ერთი სევდიანი ამონარიდია,ჩვენი ამჟამინდელი (და არა მარტო) რეალური ცხოვრების წიგნიდან. სპექტაკლი აღადგინა  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ. რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი თაზო იმნაძე;  პიესის ავტორი, სცენოგრაფი - ნიკოლოზ საბაშვილი; მონაწილეობენ: ფატი_მარიკა ასათიანი, მიშა_ვახტანგ ჩხარტიშვილი,…