თურქეთში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე, ალი იერლიკაიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ხანძრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 51-ს აღწევს.

ხანძარი თურქეთის ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში მდებარე სასტუმროში ადგილობრივი დროით, 03:27 საათზე გაჩნდა.

ბოლუს გუბერნატორის აბდულაზიზ აიდინის განცხადებით, შემთხვევის დროს სასტუმროში 234 ადამიანი იმყოფებოდა და წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ხანძარი სასტუმროს მეოთხე სართულზე მდებარე რესტორანში გაჩნდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.

წყარო:ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 84
    რედაქტორები და ჟურნალისტები მთელი მსოფლიოდან ქართულ მედიას სოლიდარობას უცხადებენმსოფლიოს რედაქტორები და ჟურნალისტები ქართულ მედიას სოლიდარობას უცხადებენ. ამის შესახებ საერთო განცხადებას „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (IPI) „გლობალური ქსელისა“ და IPI-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დამოუკიდებელი მედია ქსელის წევრები ავრცელებენ. განცხადებით მსოფლიო მედიის წარმომადგენლები „საქართველოს პრესის თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის ბნელ დროს“, სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მამაც ჟურნალისტებს. აღინიშნება, რომ საქართველოში მედიაზე უპრეცედენტო…
  • 82
    „კომლი“ _ ოჯახური ტრადიციები უცხოელი ვიზიტორებისათვისკომპანია ბახვი ჰესი _ჩვენ ვზრუნავთ ადანიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე საოჯახო სასტუმრო „კომლი“- სოფელ წითელმთაში, შერმანდინ ჭკუასელის ქუჩის #25-ში მდებარეობს. ეზოდან აჭარა-გურიის მთების ულამაზესი ხედი იშლება. აქ მოსული უცხოელი ტურისტები ბუნების ღირესანიშნაობასთან და ლამაზ საოჯახო ისტორიებთან ერთად მონაწილეობენ ჩაის კრეფაში, ყურძნის დაწურვაში, ღვინის ბოთლებში ჩამოსხმასა და საჭმლის მომზადებაში. სწორედ აქ,…
  • 81
    ინტერვიუ გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების საერთაშორისო ექსპერტთან, პიერ ბიდერმანთან https://www.youtube.com/watch?v=rJOxwd435yI    
  • 80
    ნოდარ დუმბაძის სახელობის ფესტივალი, უკვე მეხუთედ სტუმრობს ოზურგეთსავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი უკვე მეხუთედ სტუმრობს ოზურგეთს. ფესტივალი 5 ივლისს გაიხსნა და 15 ივლისამდე, ოზურგეთელი მაყურებელი, არაერთი საინტერესო სპექტაკლის მომსწრე გახდება, როგორც ქართული, ასევე უცხოეთის რამდენიმე ქვეყნის თეატრებიდან. ფესტივალზე პირველად არის წარმოდგენილი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ისრაელის თეატრალური დასი _ ბეერ შევის „ფრინჯ-თეატრის“ სპექტაკლი …