დღეს თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველოსა და სომხეთის საფეხბურთო ნაკრებები მეორეჯერ დაუპირიპისპირდნენ ერთმანეთს _ საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს კვლავ სძლია, ამჯერად ანგარიშით 6:1.

20 მარტს, პირველ მატჩში  საქართველომ სტუმრად დაამარცხა მეზობელი ქვეყნის ნაკრები, ანგარიშით 0:3.

ვილი სანიოლის გუნდმა ორი მატჩის ჯამში 9:1 დაამარცხა მეტოქე.

ამრიგად, საქართველო რჩება უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში, სომხეთი კი C დივიზიონში გადაინაცვლებს.

ანგარიში მე-4 წუთზე ოთარ კიტეიშვილმა გახსნა.

10 წუთში გიორგი მიქაუტაძემ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.

23-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის გოლით ნაკრებმა სამქულიანი უპირატესობა მოიპოვა.

მეოთხე გოლი 27-ე წუთზე შეაგდო ოთარ კიტეიშვილმა და დუბლი გაიფორმა.

35-ე წუთზე მიქაუტაძემ სხვაობა ხუთ ბურთამდე გაზარდა _ ეს მისი მეორე გოლი იყო.

შეხვედრის პირველი ნახევარი 5:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში, 48-ე წუთზე მაკრატელა დარტყმით პრესტიჟის გოლი გაიტანა ედგარ სევიკიანმა.

მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა – ხვიჩა კვარაცხელიამ, 62-ე წუთზე.

გიორგი მიქაუტაძეს ნაკრების შემადგენლობაში უკვე 20 გოლი დაუგროვდა _ იგი საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზეა და ჩამორჩება მხოლოდ შოთა არველაძეს, რომელსაც კარიერის განმავლობაში 26 აქვს გატანილი ნაკრების მაისურით.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 64
    საქართველო-უკრაინა 1:1დღეს, ქ. ბათუმში, ერთალიგის მატში საქართველოს ნაკრებმა უკრაინის ნაკრებს უმასპინძლა და მიუხედავად მასპინძლების დიდი სათამაშო უპირატესობისა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ქართველებისაგან გოლი 76-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
  • 64
    U 19-ის სამი ქულა. საქართველომ შვედეთი სტუმრად 2:1 დაამარცხასაქართველოს ვაჟთა 19-წლამდე ნაკრებმა გუშინ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი ეტაპის მატჩში სტუმრად შვედეთის ნაკრები 2:1 დაამარცხა. თავდაპირველად შვედები. 30-ე წუთზე სერნელიუსის გოლით დაწინაურდნენ, რომელმაც კუთხურიდან ჩამოწოდების შემდეგ თავით გაიტანა გოლი. ისინი პირველ ტაიმში ფლობდნენ უპირატესობას. მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. სტუმრები გააქტიურდნენ.70-ე წუთზე გიორგი ნიკოლაიშვილმა ასევე კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთი თავით…
  • 62
    „ბათუმი“ 49:17 „არწივები“დიდი 10-ის ბოლოსწინა ტურში, „ბათუმმა“ ოზურგეთის „არწივების’“ წინააღმდეგობა მეორე ტაიმში გატეხა და ბონუსით, 49:17 გაიმარჯვა. ზღვისპირელები 49 ქულით მე-3 ადგილზე არიან და თუ ამ პოზიციის შენარჩუნება მოახერხეს, ფლეი ოფის პირველ ეტაპზე მასპინძლის უფლებით ისარგებლებენ. „არწივები“ 18 ქულით ბოლოსწინა, მე-9 პოზიციაზე რჩება და დიდი 10-ში დასარჩენი ფლეი ოფისთვის ემზადება. ბათუმში თამაში…
  • 62
    საქართველო-ანდორა 2:121 თებერვალს, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრებმა ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩი გამართა. ირის ანტმანის გუნდმა, მიხეილ მესხი 2-ზე ანდორას უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა. თამაში საქართველოს ნაკრების დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, 69-ე წუთზე, ანგარიში სტუმრებმა გახნეს. საქართველოს ნაკრებმა 83-ე წუთზე მაიკო ბებიას 11-მეტრიანით გაათანაბრა. ოთხ წუთში…
  • 61
    ლეგენდების ამხანაგური მატჩი, რომელიც საქართველოს ნაკრებსა და „მილანს“ შორის გაიმართა, 2:2 ანგარიშით დასრულდალეგენდების ამხანაგური მატჩი, რომელიც საქართველოს ნაკრებსა და „მილანს“ შორის გაიმართა, 2:2 ანგარიშით დასრულდა. შეხვედრის პირველ ნახევარში, 38-ე წუთზე საქართველოს ნაკრები გიორგი დემეტრაძის გოლით დაწინაურდა. მატჩის მეორე ნახევარში გოლი დავით სირაძემ გაიტანა. ხოლო „მილანის“ ნაკრებიდან გოლების ავტორები მარკო ბორიელო და კლარენს ზეედორფი გახლდნენ. ცნობისთვის, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა…