სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ამინდის მკვეთრი გაუარესება მოსალოდნელი არ არის.

აღნიშნულ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„დღეს და ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექი ფიქსირდება. 4 მარტს დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი, მთაში და მაღალმთიან რაიონებში თოვლის სახით, ზოგან გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. რაც შეხება ჰაერის ტემპერატურას, ხვალ დაბლობ რაიონებში +2 +7გრადუსი სითბო იქნება, მთიან რაიონებში -5 და მაღალ მთაში -5. 4 მარტს დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს. ერთი-ორი დღის განმავლობაში ნალექი მოსალოდნელი არ არის. ღამით ყინვა ცოტა მოიმატებს. დაბლობ რაიონებში -3 და -5 გრადუსამდეა მოსალოდნელი. 5-6-7 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ყინვა -3-დან -5 გრადუსამდე. მთიან რაიონებში -5-10 იქნება, ხოლო მაღალ მთაში -12. 7 მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ნალექი იყოს, მაგრამ ტემპერატურის კლება მოსალოდნელი არ არის. 9 მარტის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვანი ნალექი მოსალოდნელი არ არის. დაბლობსა და სანაპირო რაიონებში 7 მარტიდან 9 მარტის ჩათვლით ღამის საათებში ყინვა შერბილდება. 8 და 9 მარტს დღის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია +10 +15 გრადუსს მიაღწიოს. შესაბამისად, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ტემპერატურა მოიმატებს. რაც შეეხება დედაქალაქს, დღეს შეიძლება დღის ბოლოსთვის დღის მეორე ნახევრიდან ნალექი იყოს, ამ საღამოს შეიძლება თოვლ-ჭყაპიც დაფიქსირდეს. ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 მარტს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 5 მარტს, ღამით ყინვა შეიძლება იყოს -1-3-ის ფარგლებში, ხოლო დღისით ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. 5-დან 9 მარტის ჩათვლით დედაქალაქში შესაძლებელია ტემპერატურამ +7-დან +13 გრადუსამდეც მოიმატოს, ხოლო შაბათ- კვირას შესაძლოა,+ 15 გრადუსიც იყოს“, – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ.

მსგავსი სტატიები

  • 65
    26 ნოემბრიდან საქართველოში თოვაა მოსალოდნელი25 ნოემბერიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. 26-28 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
  • 65
    ამ თარიღამდე ზაფხული დაბრუნდა - სინოპტიკოსები მოსალოდნელ ამინდზე გვაფრთხილებენსინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ღამის საათებში კი დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. „თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18, ღამით კი +3, +5 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი,…
  • 64
    უახლოესი დღეების ამინდის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტო 12-14 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს: 15 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში  შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოში კი 13 ნოემბერს ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. ქ. თბილისში 12 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება, 13 ნოემბერს კი მოიღრუბლება…
  • 64
    სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო გვაფრთხილებს17 მარტის დღის ბოლოდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 19-20 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი. სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4 - 5 ბალიანი შტორმი. საქართველოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის დნობამ და თანდართულმა ინტენსიურმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი…
  • 64
    სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 3 აპრილის დღის ბოლომდე, საქართველოში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება2 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 3 აპრილის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. „ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და…