დღეს, ქ. ოზურგეთში, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში გაიხსნა გამოფენა „შემოქმედებითი კავშირები.“
როგორც გამოფენაზე ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თავართქილაძემ გვითხრა, ეს საგამოფენო პროექტი წარმოიშვა მხატვრების, ალეკო ლომაძისა და პიპო ალტომარეს კოტაქტიდან და მათი საერთო სურვილით, შეექმნათ საგამოფენო შესაძლებლობები ეროვნული საზღვრებს მიღმა. ასევე ამ გამოფენაში მონაწილეობენ, თავად ავთანდილ თავართქილაძე და იტალიელი ფედერიკა რიკა. ეს გამოფენა არის მრავალმხრივი შემოქმედებითი ხერხებითა და ხედვით შეჯიბრი…
გამოფენის გახსნაზე სიტყვებით გამოვიდნენ: ხელოვნებათმცოდნე ლია ურუშაძე, გურიის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე თამაზ დარჩია,მხატვარი ალეკო ლომაძე, ცნობილი მხატვარი ვახტანგ მამეიშვილი, იტალიელი მხატვარი პიპო ალტომარე.
დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ იტალიელი მხატვრების ნამუშევრები გამოფენის დასრულების შემდეგ ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრის ფონდში დაიდებს ბინას.
მსგავსი სტატიები
- 70
9 სექტემბერს, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში შემოქმედებითი სახელოსნო GURIAN ART წევრთა და მოწვეულ მხატვართა დაზგური გრაფიკისა და ბეჭდური მხატვრობის გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილია ვახტანგ მეგრელიშვილის, სერგო გოგოლაძის, ოქსანა სტრატიჩუკის (უკრაინა) , ირინა ხარატიშვილის, ია არსენიშვილის, დოდო თაყაიშვილის, თამაზ, გია, საბა დარჩიების, დავით უღრელიძის, ლიკა კერვალიშვილის,…
- 68
რატომ და ვინ ესროლა ილია ჭავჭავაძეს, როგორ გაიარა მისთვის ნასროლმა ტყვიამ საქართველოს გულთან და საფიქრალი - „მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა“, ან კიდევ „რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ“... საუკუნეზე მეტია, ეს კითხვები ტკივილიან განცდებად ტრიალებს ჩვენი ერის გულსა და გონებაში. მეტიც, მუდმივად ანთია ერის სულიერების ცაზე და მკვეთრი…
- 66
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენა, ამჯერად უკვე რუსთაველის ეროვნული თეატრის შემოქმედებითმა ჯგუფმა აახმოვანა. სტუმრებმა გიორგი ერისთავის ერთმოქმედებიანი კომედია „ძუნწი“ ხუთ ივლისს წარმოადგინეს. სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორი - გოჩა კაპანაძე გახლავთ; მხატვარი - ლომგულ მურუსიძე; კოსტიუმების მხატვარი - ანა ნინუა; კომპოზიტორი - ნათია ზეინკლიშვილი; ქორეოგრაფი - კოტე…
- 66
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი გადმოსახედი ახლო ისტორიული ეპოქიდან... განვლილი წლები თანამედროვეობას ჩაესახლა და...გასულ წელს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე შემოაბიჯა ექვთიმე ღვთისკაცმა. მას შემდეგ, არაერთი მაყურებელი გახადა თანამონაწილე იმ პერიოდისა, როცა საქართველოს კვლავ დაატყდა თავს ქარტეხილი და ქართული საგანძურისთვისაც დადგა ყოფნა-არ ყოფნის ჟამი. შეჰბედა ამ უდიდეს თემას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა…
- 66
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე მესტიის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრმა ანშლაგით წარადგინა შთამბეჭდავი სპექტაკლი „ლუშნუ“. „ლუშნუ“ – ეს არის შემეცნებითი, სათავგადასავლო, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული და ეთნოგრაფიული ჟანრის ნამუშევარი. სპექტაკლი ეფუძნება წერილობით წყაროებს, კვლევებსა და გადმოცემებს, რაც მას ისტორიული სიზუსტისა და სიღრმის შეგრძნებას ანიჭებს. პიესაში გამოყენებულია სვანური ფოლკლორის მდიდარი მემკვიდრეობა, ავტორთა ციტირებები და…