ინტერვიუ გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების საერთაშორისო ექსპერტთან, პიერ ბიდერმანთან

 

 

მსგავსი სტატიები

არ გამოტოვოთ

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ლიგის 29 ტურში, ოზურგეთის „მერცხალმა“ საშინაო შეხვედრა გამართა. ოზურგეთელთათვის ამ მატჩს პრინციპული მნიშვნელობა ქონდა. გამარჯვების შემთხვევაში ოზურგეთელი ფეხბურთელები ერთი ტურით ადრე გარანტირებულად შეინარჩუნებდნენ ადგილს მეოთხე ლიგაში. ოზურგეთელთა შესანიშნავად გაართვეს თავი დასახულ ამოცანას და ერთ-ერთი უშუალო მეტოქე, „სამგურალი 2“ ანგარიშით 5-3 დაამარცხეს.(გოლები: გიორგი კაშია, ნიკოლოზ მარშანიშვილი 2-2, გიორგი ჭანუყვაძე). ამ გამარჯვებით „მერცხალმა“ (9 მოგება, 9 ფრე, 11 წაგება, ბ/შ 54:66) 36 ქულა დააგროვა და საბოლოოდ დააღწია თავი გასავარდნ ზონას. „მერცხალი“ გათამაშების ცხრილში მე-11 ადგილზეა. ამ სეზონის ბოლო შეხვედრას „მერცხალი“ 26 ნოემბერს, სტუმრად ვანში, „სულორთან“ გამართავს. რაც შეეხება ლანჩხუთის „გურიას“, იგი მე-3 ლიგაში გადასასვლელად იბრძვის და გათამაშების ლიდერების, ხაშურის „ივერიასა“ და „იბერია 2010“ ამ ტურის ნულოვანი ფრე საშუალებას აძლევდა გამარჯვების შემთხვევაში „ივერიას“ დაწეოდა, თუმცა „გურიამაც“ სტუმრად „ვიტ ჯორჯია 2“-თან ფრე 1:1 ითამაშა. ბოლო ტურის წინ „იბერია 2010“ 60 ქულა, „ივერიას“_58, ხოლო „გურიას“ 56 ქულა აქვს. ბოლო ტურში „გურია“ „ალგეთს“ უმასპინძლებს.