პროექტი, რომლის ბიუჯეტიც 2 249 979 ლარს შეადგენს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება.
გზის სამშენებლო სამუშაოები ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილეებთან გიორგი ღურჯუმელიძესთან, ნიკა ბოლქვაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა.
„ვასრულებთ კიდევ ერთ პირობას, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს მივეცით – დვაბზუს ნასაკირალისა და დაბა ნასაკირალის დამაკავშირებელი გზის სრულ რეაბილიტაციას ვაკეთებთ. სამუშაოების ფარგლებში ეწყობა 4, 800 მეტრი სიგრძის გზა, სანიაღვრე არხები, ეზოებში შესასვლელები და მგზავრთა მოსაცდელები. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის,“_ აღნიშნა ოზურგეთის მერმა.
მსგავსი სტატიები
- 69
დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ მამალაძე ხელმძღვანელობდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, საკრებულოს თავმჯდომარედ ჯუმბერ ბერძენიშვილი აირჩიეს. კენჭისყრა ჩატარდა საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად (ფარული კენჭის ყრა) ბიულეტენების გამოყენებით. საკრებულოს სხდომას ესწრებოდა 36 წევრი. ხმა მისცა 35-მა წევრმა, ხოლო საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა მაია რამიშვილმა („ძლიერი საქართველო-ლელო“)… - 69
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.საკრებულოს სხდომა N62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თეიმურაზ კუტუბიძემ გახსნა, რომელმაც წარადგინა მოხსენება საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ.საკრებულოს თავმჯდომარედ დავით შარაშიძე აირჩიეს.საკრებულოს თავმჯდომარემ გუნდს და ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.„4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტოდ მაღალი… - 67
- 67


