მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებიდან 40 წელი სრულდებოდა. რედაქციაში ჩვენი უბნელი, იმჟამად სოფ. ოზურგეთის გაერთიანებული კოლმეურნეობის (ექადია აგროუბნის სახით შედიოდა) ბრიგადირი ბიქტორ გოგუაძე მოვიდა მითხრა:
_მე და კონსტანტინე ნაკაიძემ, ( იმჟამად ანასეულის საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებელი), გადავწყვიტეთ გოშველის სასაფლაოზე, იქ სადაც ომის დამთავრების შემდეგ ჩვენი უბნიდან დაღუპული 17 ვაჟკაცის სახელზე 17 ძირი ნაძვი დარგეს მემორიალი მოვაწყოთ. შენ და გელა ცეცხლაძე (მხატვარი) უნდა ჩაერთოთ, ნარიმან ერქომაიშვილთანაც წამყვე, რომ ფაიფურზე სურათები დაგვიმზადოს _მითხრა ბიქტორმა.
ორთავეს დიდი ტრაგედია დაატყდათ თავს. ბატონ კონსტანტინეს საბჭოთა ჯარში უმაღლეს დამთავრებული ვაჟი _ნუგზარი დაეღუპა (თანაკლასელი იყო) და რამდენიმე წლის შემდეგ ბიქტორს ჩვენი თანატოლი ვაჟი _ჯონი ავარიაში დაიღუპა. კონსტანტინე ომის მონაწილე იყო, ექადიის საბჭოს თავმჯდომარე.
იმ პერიოდში ბიქტორმა და კონსტანტინემ გაუკეთეს მობილიზება მოსახლეობას, „შაბათობები“ მოაწყვეს და ერთიანი ძალით მავთულბადით შემოიღობა გოშველის სასაფლაო.
დავიწყეთ მუშაობა. მივმართეთ კომისარიატს, მოვიარეთ ომში დაღუპულთ ოჯახები. ზოგი ისე წავიდა ფრონტზე გარდა პირადობის მოწმობისა, სხვა ფოტო არც კი ჰქონდათ.
ომის დაწყების წინ ექადიაზე 120 კომლი ცხოვრობდა. ომში 100 ვაჟკაცი წავიდა, საიდანაც 44 უკან არ დაბრუნებულა.
ჩვენი ქუჩიდან (ყოფილი ხაჭაპურიძის, ამჟამად თაყაიშვილის ქუჩა) ომში 17 ახალგაზრდა დაიღუპა. თუ არ ვცდები 3 კაცი დაბრუნდა ომიდან.
ძმებს ვალიკო და შოთა მელქისეს ძე კალანდაძეებს მამა ადრე დაეღუპათ.
ვალიკომ ოზურგეთის ჩაის ტექნიკუმი დაამთავრა და ლაითურის ჩაის ფაბრიკაში მუშაობდა ტექნოლოგად, ხოლო შოთამ ომის დაწყების წინ დაამთავრა თბილისის ფიზკულტურის სასწავლებელი.
ომში პირველად უმცროსი ძმა წავიდა. ჩრდილო კავკასიის ფრონტზე მოუწია ბოლო ბრძოლა. აქ დაიღუპა ლეიტენანტი შოთა კალანდაძე. სიკვდილის შემდეგ წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს.
1942 წელს გაიწვიეს ფრონტზე უფროსი ძმა ვალიკო. იგი კრასნოდარის მიდამოებში იბრძოდა. რამდენიმეთვიანი ბრძოლების შემდეგ დაიღუპა.
ძმები კალანდაძეების კარის მეზობლები იყვნენ შოთა და მიშა ალფესის ძე ევგენიძეები.
შოთამ ომის დაწყების წინ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი და სადიპლომო პრაქტიკას გადიოდა, ხოლო ხოლო მიშა _მოსკოვის ერთ-ერთი უმაღლესის სასწავლებლის ფიზიკა-მათემატიკის სტუდენტი იყო. ომის წინ სავალდებულო სამხედრო სამსხურს გადიოდა.
შოთამ დაამთავრა სამეთაურო კურსები და ლეიტენანტის წოდება მიიღო.
ვალერიან სიხარულიძის წიგნში „ყირიმი ცეცხლის ალში“ და ავტორთა კოლექტივის წიგნში „სამშობლოს დამცველთა უკვდავი გმირობა“ მოხსენიებულია ლეიტენენტი შოთა ევგენიძეც, როგორც სახელოვანი მებრძოლი.
აჯიმუშკაის კატაკომბებში ბრძოლები 15 მაისიდან ოქტომბრის დამლევამდე გრძელდებოდა. ბოლოს ძალა გამოელიათ შიმშილისაგან ძალაწართმეულ მეომრებს და ფაშისტებმა ტყვედ შეიპყრეს.
ექადიელები ხშირად იგონებდნენ ძმებს _ნესტორ და ანტონ საჯაიებს.
ნესტორი ექადიის კოლმეურნეობაში მუშაობდა. 1941 წელს გაიწვიეს ფრონტზე. ოჯახში მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დატოვა. ოჯახმა მხოლოდ ერთი სამკუთხა წერილი მიიღო „ვიბრძვით სევასტოპოლის მიმართულებით“…
ანტონი კი კოლმეურნეობაში ბუღალტრად მუშაობდა. ომის დაწყებისთანავე გამოემშვიდობა მეუღლეს, პატარა გოგონას და ფრონტზე წავიდა. იბრძოდა ქართულ დივიზიაში ქერჩსა და სევასტოპოლის მისადგომებთან.
ყირიმის ნახევარკუნძულზე დამთავრდა ორთავე ძმის კვალი.
ვალერიან სიპიტოს ძე რამიშვილი ანასეულში მუშაობდა ბუღალტრად. მანაც მეუღლე და ქალიშვილი დატოვა სახლში. ბოლო წერილი როსტოვიდან მიიღო ოჯახმა.
19 წლისაც არ იყო შალვა ნიჟას ძე გოგუაძე, ომი რომ დაიწყო. იგი წინა წელს ოზურგეთის ჩაის მრეწველობის ტექნიკუმიდან წავიდა ჯარში მოხალისედ. ბრძოლებში 1941 წლის ივლისში ჩაერთო. იბრძოდა სტალინგრადთან…
…. და მოდიოდა ოჯახებში უბნის ბიჭების დაღუპვის მაუწყებელი შავი ბარათები. ითალხებოდნენ დედები, დები, მეუღლეები, შვილები…
ძმები ერმილე, ბესარიონ სამსონის ძე ვასაძეები, შალვა მოსეს ძე შუტუ ილიას ძე კავარაცხელიები, ივანე ტრეტიაკოვი, შალვა ურუშაძე, ალექსანდრე მექვაბიშვილი, ლევარსი სურგულაძე... მათ თავიანთი სიცოცხელე ომის სამსხვერპლოზე მიიტანეს…
ნარიმან ერქომაიშვილმა ფაიფურზე გადაიტანა თითოეულის ფოტო, ნაძვების ხეივნის წინ მოეწყო მემორიალი, წარწერებით, რაშიც თავისი წვლილი მხატვარმა გელა ცეცხლაძემ შეიტანა.
მემორიალის გახსნის ცერემონიალიც მოეწყო. ოზურგეთის საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე, საბრძოლო დიდების მუზეუმის დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი გივი ხოხლენკო გამოვიდა სიტყვით, ასევე ისტორიკოსი კონსტანტინე ნაკაიძე და სხვები…ნათელი მათ ხსოვნას…
გავიდა წლები. სამწუხაროდ სიკვდილიანობამ იმატა და უბანში არაერთი ახალგაზრდა დაიღუპა სხვადასხვა გარემოებების შედეგად. სასაფლაოს ტერიტორიზე ადგილების შემცირების გამო მიცვალებულები მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხეივანშიც დაასაფლავეს.
ახლახან ერთ-ერთი გარდაცვლილის მშობელმა მორიდებით მითხრა: _რა მოხდება, რამდენიმე ძირ ნაძვს თუ მოვჭრით, საფლავებს აზიანებსო.
ავუხსენი, რომ ეს ნაძვები ისევ ომში დაღუპული ჩვენი უბნელების სახელების პატივსაცემად დაურგავთ უფროს თაობას…
დრო მიდის. არასწორი პროპაგანდა ამ ომის შესახებ გარკვეულ შედეგს ნახულობს.
დიდება გმირებს!
მსგავსი სტატიები
- 92
1953 წლის 29 მაისს ახალი ზელანდიელი სერ ედმუნდ ჰილარი და ნეპალელი შერპა თენცინგ ნორგეი გახდნენ პირველი მთამსვლელები, რომლებმაც წარმატებით დაიპყრეს ევერესტი, მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთა (8,848.86 მეტრი). მათი მიღწევა კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ მონუმენტად იქცა და დღემდე ადამიანის შეუპოვრობის ტრიუმფს განასახიერებს. ევერესტის მწვერვალზე ასვლა არ იყო მხოლოდ ფიზიკური შრომის შედეგი, ეს…
- 92
,, ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი“ გრ. რობაქიძე მე-19 საუკუნის საქართველოს ისტორიაში ნათელ ფურცლებს წარმოადგენს ინგლისელი ქართველოლოგების და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების ცხოვრების ის წლები , რომლებიც მათ შესწირეს საქართველოს, ქართველი ხალხისმრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესწავლას, ინგლისურენოვანი სამყაროსთვის მისი რაც შეიძლება უკეთ გაცნობის კეთილშობილურ მიზანს. და ძმა უორდროპები საქართველოს 1894 წლის…
- 87
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე, არქეოლოგიურ კვლევა-საძიებო სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს არქეოლოგიური კვლევა-ძიება შიდაციხის, დედაციხისა და თანადროული ხიდის შემორჩენილი ნაშთების გავრცელების არეალის დასადგენად და დასაზუსტებლად. დღევანდელი მდგომარეობით ვაშნარის ბაზილიკის კედლები იწმინდება…
- 80
“დავიბადე 1926 წლის 24 მაისს, ზემო გურიაში, სოფელ გოგოლესუბანში. ადრე ერქვა ქვემო ფაცხა. ბავშვობა არ იყო ცუდი. მამაჩემი მომღერალი კაცი იყო და საოჯახო ანსამბლი შექმნა. მე მაშინ 4 წლის ვიყავი. ბაბუაჩემი იყო ბანი, ბებიაჩემი იყო მეორე ხმა. საერთოდ, საოჯახო ანსამბლები ბევრი არ არის, ჩვენი ანსამბლი კი ხალხური იყო, უფრო სოფლური.…
- 80
· ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-საძიებო სამუშაოები გრძელდება. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე, არქეოლოგიურ კვლევა-საძიებო სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს არქეოლოგიური კვლევა-ძიება შიდაციხის, დედაციხისა და თანადროული ხიდის შემორჩენილი ნაშთების გავრცელების არეალის დასადგენად და დასაზუსტებლად. დღევანდელი მდგომარეობით ვაშნარის ბაზილიკის კედლები…