ფერმერ ქალთა ასოციაციისა და საქართველოს ორგანული ჩაის ასოციაციის ორგანიზებით დაბა ურეკში, სასტუმრო „ინტერში“ და სოფელ ქვედა ბახვში დავით თენიეშვილის საოჯახო მეურნეობაში გაიმართა ტრენინგი ჩაის საკითხებზე, რომელშიც გურია-სამეგრელო-იმერეთის ასოციაციის წევრი ჩაის მწარმოებლები მონაწილეობდნენ.
გაზეთი „ალიონი“ საქართველოში ჩაის კულტურის აღდგენის თემაზე ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ერთ-ერთ დამფუძნებელს, გიორგი ბითაძეს ესაუბრა:
_ ჩვენი ასოციაცია 2010 წელს დაფუძნდა დავით თენიეშვილისა და შპს „ჩაის“ მიერ შეიქმნა საქართველოში თვითკმარი ჩაის მეურნეობების განვითარებისათვის. ჩვენ ვქნით მცენარეული ჩაის სტანდარტებს, გაგვყავს ჩვენი ფერმერები სხვადასხვა ქვეყნებში, ძირითადად ჩინეთში. 2012 წლიდან 5 ჯგუფი გავიყვანეთ. ბოლოს 2 წლის წინ ვიყავით ფუძიანის პროვინციაში, აღმოსავლეთ ჩინეთში, რამდენჯერმე ვიყავით იუნანის პროვინციაში დასავლეთ ჩინეთში.
ჩინეთი ჩაის სამშობლოა და ჩვენ ვხმარობთ კლასიკურ ორთოდოქს ტექნოლოგიებს,ამის ხელოვნება კი ჩინეთშია, სადაც 10 000-მდე სახეობის ჩაია მოდის. იქ ვსწავლობთ მწვანე, თეთრი, წითელი, შავი და ულუმის ტიპის ჩაის ტექნოლოგიებს. ჩვენ არ ვაკოპირებთ ამ ტექნოლოგიებს, მაგრამ მათ გამოცდილებს ვიყენებთ ღნობის და სხვა პროცესებში. იუნანში 2009 წელს ვიყავით პირველად და იუნანიდან გადმოვიღეთ ჩაის წარმოების ფერმერული პრინციპები. იქ მცირე საოჯახო მეურნეობებია. მაგალითად ოჯახს აქვს 5 ან 10 ჰექტარი, მაგრამ ყველა აკეთებს სტანდარტულ ჩაის. რა თქმა უნდა არის დიდი მწარმოებლებიც (აქვთ 500-600 ჰექტარი ფართობი), მაგრამ ძირითადად მთიან რეგიონებში მცირე მეურნეობებია განვითარებული.
ვიცით, საქართველოში აღარაა ინდრუსტიული წარმოება, როგორც საბჭოთა პერიოდში იყო და ამიტომ საოჯახო მეურნეობების განვითარებაზე ვაკეთებთ აქცენტს. ჩვენი რეკომენდაციაა, როცა ჩაის წარმოებას იწყებენ, სასურველია 1-დან 7 ჰექტარის ფარგლებში. ჩვენი ჩაის არც ერთი ქვეყნის ჩაის არ ჩამოუვარდება ხარისხით და სჯობს ჩინურსაც და ბევრ სხვა ჩაის.
_გაქვთ თუ არა კონტაქტი ანასეულის ყოფილი საკავშირო ინსტიტუტების სპეციალისტებთან და მათ რეკომენდაციებს თუ ღებულობთ?
_ადრე გვქონდა კონტაქტი.ანასეულის ინსტიტუტს დიდი წვლილი აქვს ქართული ჩაის წარმატების საქმეში. ჩვენ ვთანამშრომლობდით სელექციური ჯიშის „ქართული მეწამული“ გამოყვანის თაობაზე. ამჟამად ამ თემაზე კვლავ ვმუშაობთ, ოღონდ საკუთარი რესურსით. დათო თენიეშვილის ფართობში გვაქს საცდელი ნერგები, თუმცა დაფესვიანების მიმართ გვაქვს პრობლემა. ამ ჩაის უპირატესობა ის არის, რომ ქლოროფილთან ერთად ანტოცინებსაც შეიცავს, წითელი პიგმენტები აქვს.
_ თქვენ ჩაის წარმოების ტექნოლოგიებზეც მუშაობთ?
_ ძირითადად ტექნოლოგიებზე ვმუშაობთ, როგორიცაა „გრეხილი მწვანე,“ „გრეხილი შავი“.. დაახლოებით 15 სახეობის ჩაი გვაქვს..
_ როგორ გაქვთ ბაზრის საქმე, როცა უცხოური ჩაის ასეთი კონკურენციაა, სად უნდა გაყიდოთ ძვირიანი ჩაი?
_ 15 ჩაის სახეობიდან არის საშუალო ფასის, უფრო დაბალიც და ძვირიანი ჩაიც. პროდუქცია ყველა სახის ბაზრისთვის გვაქვს. არის მასიური წარმოების ჩაი და არის ელიტური, ძვირიანი ჩაიც… ჩვენი მიზანი იყო, საქართველოში გაყიდულიყო ჩვენი პროდუქცია, მაგრამ დღევანდელი სიტუაცია ისეთია, რომ ბაზარი არ რეგულირდება. წარმოიდგინეთ, რა რაოდენობით შემოდის თურქული და ირანული ჩაის პროდუქცია და ზოგი ქართული სახელწოდებით იყიდება, ეს პრობლემაა, ასევე არიან ჰიპერმარკეტები, რომლებსაც თავიანთი ლოჯისტიკა აქვს აწყობილი, იმპორტს აკეთებენ და ჰყიდიან. სადაც ჩვენ ჩაის ვყიდით, ეს არის ჩვენი მაღაზია და ქართული ჩაის მუზეუმი, (თბილისი, გალაკტიონ ტაბიძის 15)აქ გვაქვს მე-19 საუკუნიდან დაწყებული ძველი შეფუთვები, მათ შორის გვაქვს გვაქვს 120 წლის წინ ჩინელი ლაო ჯონ ჯაოს მიერ საქართველოში პირველ ჩაის დამამზადებულ ფაბრიკაში დამზადებული ჩაის შეფუთვაც, გვაქვს საბჭოთა პერიოდის ჩაის შეფუთვებიც. მოგროვილი გვაქვს მე-19 საუკუნიდან დაწყებული ჩაის თემაზე წიგნებიც.
აქ ისტორიის გარდა ერთგვარი შოურუმია, სადაც ასოციაში შემავალი ყველა ჩაის მწარმოებელის პროდუქციაა წარმოდგენილი.
გაზეთი „ალიონი.“ 19 მაისი, 2025 წ.
მსგავსი სტატიები
- 100
ლანა ჟღენტი, 32 წლის, კომპანია „პლანტაციას“ დამფუძნებელი „რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტე,საცხოვრებლად სოფელში წამოვსულიყავი და ჩემი ოჯახის დაწყებული საქმე, ჩაის წარმოება გამეგრძელებინა. ყველაფერი არც ისე მარტივი აღმოჩნდა, თუმცა დიდი ძალისხმევითა და დაუღალავი შრომით მნიშვნელოვან შედეგამდე მივედი. საქმიანობის სფერო გავაფართოვე და დღეს ჩვენი კომპანია ორიენტირებულია შექმნას ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და ვფიქრობთ,პლანტაციები ეტაპობრივად…
- 90
ბატონი პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლებში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და უმუშევრობის შემცირებაზე საუბრობს. ქვეყანაში არის ორნიშნა ეკონომუკური ზრდა, უმუშევრობის დონე მცირდება, მშვიდობა, სტაბილურობა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, რაც ყველა ქართველისათვის სასიხარულოა. მინდა ამ წერილში მაღალმთიანი სოფელ ზოტის ეკონომიკა მიმოვიხილო, რისთვისაც წარსულსაც გადავხედო. 130 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოფელი ზოტი ნასოფლარად…
- 89
კომპანია „ბახვი ჰესი“_ ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე ტურისტული ობიექტი „სამზეურა“, როგორც გარეგნული, ისე შინაარსის ყველა ნიშნით, კარგად გამოხატული ბუნებრიობით წარმოდგენილი გურული სახლ-კარი და კარმიდამოა. _„სამზეურა“ _ შინაარსით გამოხატული ქართული სიტყვის შინაარსი, ჩემთვის იმთავითვე იქცა შთაგონების წყაროდ. ზოგადად, მზის კულტი ქართულ მითოლოგიაში განსაკუთრებული ხარისხით, სიღრმისეული ხასიათით არის წარმოდგენილი,…
- 86
„წარმოუდგენლად მეჩვენება გქონდეს ერთი ჰექტარი მიწის ფართობი და არ მოგყავდეს ან ვერ აწარმოებდე სამას ლიტრ ღვინოს, ას ლიტრ არაყს, 60 კგ ლობიოს, ერთი ტონა სიმინდს. ყველას შეგვიძლია დღეს ოჯახი ვარჩინოთ და განვითარებისთვისაც ვიბრძოლოთ არსებულ პირობებში“, – აცხადებს აკაკი ღლონტი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანასეულის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერ მუშაკი. „სოფლის…
- 86
დედამიწაზე კლიმატი მოსალოდნელზე სწრაფად იცლება, ამაში კი დიდი წვლილი ადამიანთა სამრეწველო საქმიანობას მიუძღვის. მავნე აირების ემისიებისა თუ სხვა ფაქტორების გამო ჩვენს პლანეტაზე კლიმატი ისეთი აღარაა, როგორიც, თუნდაც, ერთი დეკადის წინ იყო, რის შედეგებსაც, სამწუხაროდ, უკვე მთელი მსოფლიო გრძნობს. ძლიერი გვალვები, თბური ტალღები, ატმოსფერული ნალექის სიმცირე ან მოჭარბება და მიწის ეროზია მხოლოდ…