ვაშინგტონში ეს საშინელი მკვლელობები, რომლებიც აშკარად ანტისემიტიზმით არის მოტივირებული, დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს!, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს თანამშრომლების მკვლელობას.

„აშშ-ში სიძულვილისა და რადიკალიზმის ადგილი არ არის. ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებს. ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს! ყველა ღმერთმა დაგიფაროთ“, – დაწერა დონალდ ტრამპმაtRUTH sOCIALზე.

შეგახსენებთ, ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის მახლობლად, ღამით ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი _ იარონ ლიშინსკი და სარა ლინ მილგრიმი _ მოკლეს.

აშშ-ის დედაქალაქის პოლიციის უფროსის, პამელა სმიტის ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ვაშინგტონის პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილი 30 წლის ელიას როდრიგესია, რომელიც დაკავებისას „თავისუფლება პალესტინას“ სკანდირებდა.

წყარო:EWYARO:

მსგავსი სტატიები