აჭარა და გურია – სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიაში ამ ორი რეგიონის ურთიერთობას გამორჩეული ადგილი უჭირავს. ქვეყნის ბედუკუღმართობის წლებმა მრავალი საინტერესო ფაქტი და მოვლენა შემოგვინახა. გამუსლიმანებას გაქცეულმა აჭარლებმა გურიას შეაფარეს თავი. ოსმალების მიერ დაქცეულ-დანგრეული მართლმადიდებლური სამლოცველოდან გადამალული სიწმინდეები ჭვანის ხეობელმა მღვდელმა ზაქარია ქათამაძემ აჭარა-გურიის ქედის გადავლით შემოქმედში ჩაიტანა და დაასვენა. სამი საუკუნის შემდეგ აწ განსვენებულმა ცნობილმა ბიზნესმენმა სანდრო შარაშიძემ, მეგობრების თანხლებით, შემოქმედიდან, ჯვარი მთების გადმოვლით გადმოასვენა და სოფელ ჭალაში მშენებარე ტაძარში დაასვენა.
გასული საუკუნის 70-80-იან წლებში, როცა აჭარის მოსახლეობას სტიქიური უბედურება დაატყდა თავს, თოვლის ზვავებმა, მეწყრულმა პროცესებმა ადამიანები შეიწირა, ქვეყნის სხვა რეგიონების მსგავსად, გურიამაც თანამოძმეებს ლუკმა გაუნაწილა.
ორი რეგიონის კულტურისა და ხელოვნების მუშაკების ჩართულობით იმართება სახალხო დღესასწაულები ,,შუამთობა“- თაგინურსა და გომის მთაში, „ჯვარიმინდორის ფესტივალი“, ფერიცვალების ზეიმი კურორტ ბახმაროში, ,,ზოტიყელობა“ – მთა ზოტიყელში. სტიქიას, მცირემიწიანობას განრიდებული აჭარლები ახლაც კომპაქტურად სახლობენ შრომის თემში, ლაითურში, ნასაკირალსა და ნარუჯაში.
წინა საუკუნის 80-იან წლებში შუახევის რაიონის მაშინდელმა გამგებელმა ანზორ გოგიტიძემ ორი რეგიონის მოსახლეობის უკეთ დაახლოებისა და დამეგობრების მიზნით, შრომის თემში გასვლითი ღონისძიება გამართა. ამ სასიკეთო წამოწყებას ერთ ხანს გამგრძელებელი აღარ გამოუჩნდა ბოლო წლებში. რამდენიმე ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. ოზურგეთმა უმასპინძლა შუახევის კულტურის ცენტრთან არსებულ ანსამბლ ,,ჭვანას“. შუახევმა კი ოზურგეთლებს ოზურგეთის ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორ კობა ბანძელაძის ხელმძღვანელობით.
შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორი მაია დავითაძე, დირექტორის მოადგილე ვახტანგ გოგრაჭაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ცდილობენ ამ ურთიერთობების, გაგრძელებას. დასტურად შუახევის კულტურის ცენტრთან არსებულ ქალთა ანსამბლ ,,ნაის“ გასვლითი კონცერტიც საკმარისია, რომელიც ახლახან გაიმართა.
კონცერტში აქტიურად ჩაერთნენ ოზურგეთის ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული ანსამბლ ,,რეხეულის“ წევრები ფოტინე გორდელაძის ხელმძღვანელობით. ,,ნაის“ წევრებმა (ხელმძღვანელი მარინე ფევაძე) ცენტრის დარბაზში მოსულებს აჭარული ფოლკლორის ნიმუშები წარუდგინეს. ,,რეხეულის“ რეპერტუარში კი ქალაქური სიმღერები იყო. დასასრულ ორივე ანსამბლის 30-ზე მეტმა წევრმა მაყურებელს ერთობლივი ნომერი შესთავაზა.
ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში შეკრებილებს მიესალმნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის უფროსი კოა ბანძელაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფრიდონ დავითაძე, ვახტანგ გოგრაჭაძე, მარინე ფევაძე, ეკა ჭელიძე, ფოტინე გორდელაძე, პუბლიცისტი ოთარ ცინარიძე. შუახეველებმა მასპინძლებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და ტორტიც გაჭრეს.
დარბაზში დაწყებული ღონისძიება ექვთიმე თაყაიშვილის მშობლიურ სოფელ ლიხაურში, გურულ ფაცხაში გაგრძელდა.
– აჭარაში მრავალი მეგობარი მყავს. ჩემი გვარის წარმომადგენლებმა საპატიო წვლილი შეიტანეს და შეაქვთ აჭარის მთისა და ბარის ეკონომიკურ და კულტურულ აღმასვლაში. ლიხაურელებმა სტიქიისაგან დაზარალებული აჭარლები შევიკედლეთ. მათ მალე დაიმკვიდრეს შრომისმოყვარე ადამიანების სახელი. მიხარია, რომ ,,ნაის“ წევრები და მათი თანმხლებნი ჩემი ეზოს სტუმრები არიან. ოჯახის წევრებთან ერთად, რამდენიმე სიმღერა მეც შევასრულე, – გვითხრა ნინო ღლონტმა.
ვახტანგ გოგრაჭაძე: მასპინძლების წინაშე სახელდახელოდ შეთხზული ლექსით წარვდექი. ამჯერად, მეგობრების ნუსხა კიდევ რამდენიმე წევრით შევავსე. ორივე კუთხის მკვიდრები ისევ ჩავეხუტეთ ერთმანეთს.
ფოტინე გორდელაძე: ანსამბლი ,,რეხეული“ ლიხაურელი გოგონების ჩართულობით ჩამოყალიბდა. ,,ნაის“ 10-წლიანი ისტორია აქვს, ჩვენი ანსამბლიც თითქმის ამ ასაკისაა. როგორც ხელოვანი, შუახეველი გოგონების გამოსვლით კმაყოფილი ვარ. ჩვენი რეპერტუარი ქალაქურ სიმღერებზეა ორიენტირებული, სამაგიეროდ, ,,ნაის“ მიერ შესრულებული სიმღერები აჭარულ-გურული ფოლკლორის ნაზავია და შესრულების ოსტატობამაც მომხიბლა.
გაზეთი „აჭარა“
მსგავსი სტატიები
- 94
ცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე 82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს…
- 94
რატომ და ვინ ესროლა ილია ჭავჭავაძეს, როგორ გაიარა მისთვის ნასროლმა ტყვიამ საქართველოს გულთან და საფიქრალი - „მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა“, ან კიდევ „რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ“... საუკუნეზე მეტია, ეს კითხვები ტკივილიან განცდებად ტრიალებს ჩვენი ერის გულსა და გონებაში. მეტიც, მუდმივად ანთია ერის სულიერების ცაზე და მკვეთრი…
- 94
ავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VI დღე კვლავ დუმბაძისა და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციებით გამოირჩეოდა. დღის პირველი დადგმა ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ვიხილეთ — უზბეკურად გაცოცხლებული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟისორი: მუხთარ რეიმოვი), რომელიც ბარდახის სახელობის ყარაყალპაყეთის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოადგინა. ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე კი…
- 92
ავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის V საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის IX დღეს, ოზურგეთის დრამატულ თეატრში ორი წარმოდგენა ვიხილეთ: ამბროლაურის კულტურის ცენტრის სპექტაკლი „ბამბაზიის სამოთხე“ (რეჟისორი – მამუკა ცერცვაძე) და ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დადგმა „ლამბალო და ყაშა“ (რეჟისორი – დიმიტრი ხვთისიაშვილი). ოზურგეთის დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე გაცოცხლდა ნინია სადღობელაშვილის პირველი…
- 91
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი გადმოსახედი ახლო ისტორიული ეპოქიდან... განვლილი წლები თანამედროვეობას ჩაესახლა და...გასულ წელს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე შემოაბიჯა ექვთიმე ღვთისკაცმა. მას შემდეგ, არაერთი მაყურებელი გახადა თანამონაწილე იმ პერიოდისა, როცა საქართველოს კვლავ დაატყდა თავს ქარტეხილი და ქართული საგანძურისთვისაც დადგა ყოფნა-არ ყოფნის ჟამი. შეჰბედა ამ უდიდეს თემას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა…