ოზურგეთის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
ძიმითისა და ნაგომრის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხებად შიდა უბნებში გარე განათებისა და გზების მოწყობა დაასახელა.
„ჩვენ 28 ადმინისტრაციულ ერთეულში შევხვდით ადგილობრივებს და მოვისმინეთ მათთვის პრიორიტეტული საკითხები.
პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის 1 086 000 ლარია გამოყოფილი.
საჭიროების მიხედვით, ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებიც დაემატება.
მადლობას ვუხდი მერიის თანამშრომლებს სოფლებში ჩატარებული შეხვედრების ორგანიზებისთვის, ხოლო ჩვენს მოქალაქეებს აქტიური ჩართულობისთვის.“ _ განაცხადა, პაატა კუნჭულიამ.
მსგავსი სტატიები
- 70
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია, მერის მოადგილეები - ბექა ჩხიკვიშვილი, გურამ გოლიაძე, სოფო რამიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკვაძე, მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი გენო მორჩილაძე, საკრებულოს წევრებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად დაბა ლაითურისა და დაბა ნარუჯის მოსახლეობას შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოქალაქეებს… - 68
- 68
- 67
დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ მამალაძე ხელმძღვანელობდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, საკრებულოს თავმჯდომარედ ჯუმბერ ბერძენიშვილი აირჩიეს. კენჭისყრა ჩატარდა საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად (ფარული კენჭის ყრა) ბიულეტენების გამოყენებით. საკრებულოს სხდომას ესწრებოდა 36 წევრი. ხმა მისცა 35-მა წევრმა, ხოლო საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა მაია რამიშვილმა („ძლიერი საქართველო-ლელო“)…


