მამუკა მდინარაძე – რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა ერთი მხრივ, პატივი, მეორე მხრივ კი, დიდი გამოწვევაა, შევეცდები, ჩემი გამოცდილება მოვახმარო ჩემს ქვეყანას
რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა ერთი მხრივ, პატივია, მეორე მხრივ კი, ძალიან დიდი გამოწვევა, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მდინარაძემ მადლობა გადაუხადა გუნდს, რომელთანაც ბოლო თვეების განმავლობაში მუშაობდა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, იმ გუნდს, რომელთანაც ბოლო თვეების განმავლობაში ვიმუშავე. ძალიან გულწრფელად გეტყვით – რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე. დიდი მადლობა, გამოწვევა მიღებულია, ბატონო პრემიერო“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის თქმით, რეგიონების გაძლიერება ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„ბევრი გვისაუბრია ამაზე, რომ რეგიონები დღეს ჩვენთვის არის განსაკუთრებული პრიორიტეტი და გამოწვევას ვარქმევ მე არა მხოლოდ ამიტომ, იმიტომაც, რომ ამ მიმართულების გაძლიერება ერთი მხრივ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, გამოწვევასთან ერთად, ასევე არის ერთი ძალიან კარგი მიზანი საიმისოდ, რომ ჩვენს რეგიონებში კიდევ უფრო სწრაფად, თუ რაიმე მიზანი გვაქვს დასახული, აღვასრულოთ და მართლა იყოს ეფექტიანი.
ამ გამოწვევის გამკლავებასთან ბრძოლაში მე შევეცდები, მთელი ჩემი გამოცდილება მოვახმარო ჩემს გუნდს და ქვეყანას. როგორც აქამდე ვაკეთებდი ამას, დარწმუნებული ვარ, ასე გამომივა და გუნდის ლიდერების ნდობით ამ ყველაფერს შევძლებ. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სუს-ის, ყველა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის წარმომადგენლებს. იქ მუშაობენ გმირები, ადამიანები, რომლებიც დღე და ღამეს ათენებენ, რათა სახელმწიფოს ემსახურონ და თავისი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობაში. ჩემს ახალ თანამშრომლებს, თუ ახალ გამოწვევაში თანამებრძოლებს, ვპირდები, რომ მათთან ერთად ვიბრძოლებ დაუღალავად“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აღნიშნულ თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს. კობახიძის განმარტებით, მამუკა მდინარაძე კვლავაც შეითავსებს ვიცე-პრემიერის მოვალეობას.
მსგავსი სტატიები
- 67
ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო. რეზოლუციის პროექტში, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ურყევ მხარდაჭერას მათი ლეგიტიმური ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილის მიმართ, „რაც გამოიხატება მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომლებიც… - 67
გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი… - 66საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპსამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯეი დი ვანსს ღია წერილი გაუგზავნა: რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და…
- 66
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია 89 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ამასთან, ასამბლეის 5-მა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტში აღნიშნული იყო, რომ ასამბლეა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ მიუხედავად ასამბლეის გადაწყვეტილებისა, მოეხდინა საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირება, მისმა ყველა წევრმა დატოვა დელეგაცია, რითაც უარყო დიალოგი, რის შედეგადაც ამჟამად ასამბლეაში არ არის… - 64
ჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, „იძველბიჭოს“ და ამაზე პასუხს თუ მიიღებს, პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან - ეს არის „ნაცი“ პროვოკატორის ქცევის წესი, რომელიც ტრენდად უნდათ, რომ აქციონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინციდენტს, რა დროსაც აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა,…