სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთის გახსნა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალები სწრაფი ტემპით შენდება და ვითარდება და ჩვენი მიზანია, ეს საქმე სწრაფ ტემპშივე მივიყვანოთ ბოლომდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ახალი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ავტომაგისტრალების მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება და დღეს უკვე ექსპლუატაციაშია მიღებული 389 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ხოლო 60 კილომეტრზე სამუშაოები სწრაფი ტემპით გრძელდება.
„2012 წლამდე მთლიანად საქართველოში მხოლოდ 68 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი იყო აშენებული და ისიც – ყველაზე მარტივი მონაკვეთი. სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება და მთლიანად იქნება აშენებული 52 კილომეტრი. ახალი გზით ჩვენ გვერდს ვუვლით საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულ ზონას. შედეგად, მგზავრობის დრო თითქმის მესამედით მცირდება, იზრდება უსაფრთხოება და გადაზიდვების ეფექტიანობა. აქტიურად გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით ავტომაგისტრალების მშენებლობა. წელსვე გაიხსნება გრიგოლეთი-ქობულეთის დარჩენილი ნაწილი. ქვეშეთი-კობის ისტორიული პროექტის ფარგლებში – გუდაურამდე მისასვლელი გზა. უკვე გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი თბილისის 49-კილომეტრიან შემოვლით გზაზე და ბათუმი-სარფის მაგისტრალზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომლებიც ქვეყანაში გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესის წარმომადგენლები და ახალგაზრდები დაესწრნენ.
მსგავსი სტატიები
- 76
სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, 12-კილომეტრიან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. პროექტი ითვალისწინებს 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის, საქონლის და საველე გასასვლელების მოწყობას. პროექტის ფარგლებში, პირველ 6 კილომეტრზე უკვე დასრულებულია გზის საფარის ზედა ფენის დაგება, ლითონისა და ბეტონის თვალამრიდების მონტაჟი, მიმდინარეობს საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. აღნიშნული… - 75
ქალაქ ოზურგეთში, ჭადრების პარკში, ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობის აღსანიშნავად, ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მთიების“ დამაარსებლის ანზორ გვარამაძის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფი რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. დამსახურებული ქორეოგრაფ-პედაგოგი დაჯილდოებულია ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენებით, მინიჭებული აქვს საპატიო წოდება „ქორეოგრაფიის… - 75
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ლანჩხუთი ლესას ახალი 8-კმ-იანი მონაკვეთის დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მონაკვეთზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის გზა, 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას ორი სატრანსპორტო კვანძი. სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ საგზაო ნიშნების მონტაჟი. ახალი… - 74
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე ყოველწლიურად იმართება. მთავრობის მეთაურმა სახალხო დღესასწაულის სტუმრებსა და ადგილობრივებს ფერისცვალება მიულოცა. „ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიზიარებ საზეიმო განწყობას. მინდა მოგილოცოთ ფერისცვალება, ეს არაჩვეულებრივი დღესასწაული. ფარავდეს ამ დღის… - 73
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკა ტყემალაძე გურიაში იმყოფება. ნიკა ტყემალაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დიდთოვლობისგან გამოწვეულ პრობლემებს ჩოხატაურსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში პირადად გაეცნო. რეგიონში შექმნილ რთულ მეტეოროლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ნიკა ტყემალაძემ შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტის მერებთან და შესაბამისი…