გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შონიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების სკოლაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

400 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უტარდება.
სკოლა სრულად განახლდება და პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, ეზო, სპორტული მოედნები, გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.

ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის გადაწყვეტილებით პროექტს სკოლის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული კულტურის სახლის შენობის რეაბილიტაციაც დაემატა, რაც თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული არ იყო. რეაბილიტაციის შემდეგ კულტურის სახლი ადგილობრივი მოსახლეობისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და საზოგადოებრივი აქტივობების განხორციელების მნიშვნელოვან სივრცედ იქცევა.

სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.

მსგავსი სტატიები

  • 68
    ინფრასტრუქტურის მინისტრი და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ლანჩხუთი ლესას ახალი 8-კმ-იანი მონაკვეთის დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მონაკვეთზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის გზა, 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას ორი სატრანსპორტო კვანძი. სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ საგზაო ნიშნების მონტაჟი. ახალი…
  • 67
    გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა- განახლების პროცესს გაეცნოგურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან, მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა- განახლების პროცესს გაეცნო. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, სოფელ შრომაში, ჭაკნელიძეების უბანში ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა ხორციელდება.
  • 67
    გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდაგურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ურეკი–შეკვეთილის განახლებული გენერალური და განაშენიანების გეგმების ძირითადი პრიორიტეტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განახლებული გეგმა ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას,…
  • 66
    გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნოგურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ჯურუყვეთის, სუფსისა და ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. სამუშაოები ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამონაწილეობით. პროექტების საერთო ღირებულება შეადგენს 4 816 953 ლარს.
  • 66
    დაბა ურეკში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობსრეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, დაბა ურეკში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე ადგილზე გაეცნენ. პროექტის ფარგლებში იგეგმება 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზის მოწყობა. სამუშაოების საერთო ღირებულება 1 მილიონ ლარს შეადგენს.