ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის საკონცერტო დარბაზში ცნობილი ქორეოგრაფის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ღირსების ორდენის კავალერის ჯუმბერ დუნდუას დაბადებიდან 85, და მის მიერ დაარსებული ანსამბლ „გურიას“ 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართა.
აღნიშნული კონცერტის ორგანიზატორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გახლდათ.
ეს იყო ქართული ქორეოგრაფიის დიდი ზეიმი, ანსამბლმა „გურიამ“ 20 ქორეოგრაფიული ნომერი წარმოადგინა.
ჯუმბერ დუნდუას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში. მის სახელს უკავშირდება ოზურგეთის ილიკო სუხიშვილის სახელობის სახელმწიფო სკოლა-სტუდიისა და ანსამბლ „გურიას“ დაფუძნება.
ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი ღვაწლისთვის, ოზურგეთის თეატრის თაღებში ჯუმბერ დუნდუას სახელობითი ვარსკვლავი, ხოლო მის მიერ დაარსებულ სახელმწიფო ანსამბლ „გურიასა“ და ბავშვთა ანსამბლ „მეგობრობას“ საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით ოზურგეთის „ჭადრების ბაღში“ ვარსკვლავები გაუხსნეს.
კონცერტის დასრულების შემდეგ იუბილარებს მიესალმნენ: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი პაატა კუნჭულია, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების თავმჯდომარეები დავით დარჩია,ჯუმბერ ბერძენიშვილი, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის წარმომადგენლები.
ოზურგეთის მუნიციპალური ქართული ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსამბლ „გურიას“ სათავეში ჯუმბერ დუნდუას შვილები კობა და ნათია დუნდუები დგანან. ისინი ღირსეულად აგრძელებენ ჯუმბერ დუნდუას მიერ დაწყებულ დიდ საქმეს.

მსგავსი სტატიები

  • 85
    „მომწყურდი საოცარი ძალით“(წერილი ოცდამეერთე-ოცდამოერე) ავტორი გია ბეშიტაიშვილი 1980 წელი! მსოფლიოს 22-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წელი საბჭოთა კავშირში! ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ტარდებოდა სოციალისტურ ქვეყანაში! ოლიმპიურ თამაშებში  სრულიად გამოკვეთილად იგრძნობოდა პოლიტიკური ჩარევა და პოზიციები. ჯერ კიდევ 1976 წელს მონრეალში ოლიმპიადა76-ს ბოიკოტი გამოუცხადა 29 აფრიკის სახელმწიფომ! 1980 წელს საბჭოთა კავშირში ოლიმპიადა80-ს ბოიკოტი გამოუცხადა 60-მა…
  • 85
    „ტროა უნდა დაეცეს“… და ეს დაცემა,  სახედაკარგული ადამიანებისთვის  უკვე ძნელად ხდის  ადამიანად ყოფნასავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ბერძენ ტრაგიგოსთა უდიდესი წარმომადგენლების, ესქილესა და სოფოკლეს შემდგომი ტრაგიკოსის, ევრიპიდეს ბოლო ტრაგედია „იფიგენია ავლისში“, საქართველოში,  პირველად ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგმება. კოპროდუქციის რეჟისორია ზუგდიდის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი  კაშია. სპექტაკლში ოზურგეთის თეატრის მსახიობებთან ერთად, მონაწილეობენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები და ზუგდიდის თეატრის მსახიობები.  სამუშაო რეპეტიციას ოზურგეთის…
  • 83
    ციკლიდან: რეკვიემი დევნილთათვისცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი  და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე  82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს…
  • 82
    „ბათუმიდან დაიწყება ექვთიმეს მოგზაურობა დანარჩენ საქართველოში“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი გადმოსახედი ახლო ისტორიული ეპოქიდან... განვლილი წლები თანამედროვეობას ჩაესახლა და...გასულ წელს, ოზურგეთის სახელმწიფო  თეატრის სცენაზე შემოაბიჯა ექვთიმე ღვთისკაცმა. მას შემდეგ,  არაერთი  მაყურებელი გახადა თანამონაწილე იმ პერიოდისა, როცა საქართველოს კვლავ დაატყდა თავს ქარტეხილი და ქართული საგანძურისთვისაც დადგა  ყოფნა-არ ყოფნის ჟამი.  შეჰბედა ამ უდიდეს თემას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა…
  • 82
    „ლუშნუ“ ოზურგეთის თეატრის სცენაზეოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე მესტიის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრმა ანშლაგით წარადგინა შთამბეჭდავი სპექტაკლი „ლუშნუ“. „ლუშნუ“ – ეს არის შემეცნებითი, სათავგადასავლო, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული და ეთნოგრაფიული ჟანრის ნამუშევარი. სპექტაკლი ეფუძნება წერილობით წყაროებს, კვლევებსა და გადმოცემებს, რაც მას ისტორიული სიზუსტისა და სიღრმის შეგრძნებას ანიჭებს. პიესაში გამოყენებულია სვანური ფოლკლორის მდიდარი მემკვიდრეობა, ავტორთა ციტირებები და…