დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შესრულებს გია ანთაძე შეუდგა. მან მერიის თანამშრომლებთან პირველი თათბირი ჩაატარა. თათბირს მერიის იმ 22 თანამშრომლის ნაწილი დაესწრო, რომლებიც პაატა კუნჭულიას გუნდის მიერ დაორგანიზებული გათავისუფლების ბრძანებები ჰქონდათ მიღებული.

გია ანთაძე 2026 წლის 19 მაისიდან  თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ მუშაობდა.

რაც შეეხება პაატა კუნჭულიას პირველ მოადგილეს, ოზურგეთის მერის მოვალეობის  შემსრულებელს ბექა ჩხიკვიშვილს, იგი თანამდებობიდან 17 აგვისტოს გადადგა. მან წასვლამდე  20 თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას მოაწერა ხელი, ორზე ხელმოწერა გადადგომამდე ყოფილმა  მერმა პაატა კუნჭულიამ მოაწერა.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 69
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე აირჩიესდღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ მამალაძე ხელმძღვანელობდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, საკრებულოს თავმჯდომარედ ჯუმბერ ბერძენიშვილი აირჩიეს. კენჭისყრა ჩატარდა საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად (ფარული კენჭის ყრა) ბიულეტენების გამოყენებით. საკრებულოს სხდომას ესწრებოდა 36 წევრი. ხმა მისცა 35-მა წევრმა, ხოლო საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა მაია რამიშვილმა („ძლიერი საქართველო-ლელო“)…
  • 68
    ოზურგეთის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი დაკავებული თანამდებობიდან გადადგაოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი თამაზ ჩავლეშვილი დაკავებული თანამდებობიდან დღეს გადადგა. მისი განცხადება თანამდებობის დატოვებასთან დაკავდირებით , ოზურგეთის მუნიციპსლიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა  დღეს დააკმაყოფილა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მერიის პრესსამსახურიდან დაგვიდასტურეს. თამაზ ჩავლეშვილი ინფრასტრუქტურის სამსახურს 4 მაისიდან ხელმძღვანელობდა და იგი ხსენებულ პოზიციაზე ყოფილი მერის პაატა კუნჭულიას…
  • 67
    ქობულეთის მერის მოვალეობას ირაკლი ცეცხლაძე შეასრულებსობულეთის მერის მოვალეობას ირაკლი ცეცხლაძე შეასრულებს. როგორც ცნობილია, ირაკლი ცეცხლაძე ქობულეთის მერის პირველი მოადგილე და ვიცე-მერია. ცნობისთვის, ქობულეთის მერმა ლევან ზოიძემ თანამდებობდა 14 მაისს დატოვა, მან გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით შეატყობინა.
  • 67
    დღეს საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართადღეს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში აისახა და შესაბამის დარგობრივი კომისია განიხილავს: ,, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ“, ,, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლად გია ანთაძის დანიშვნის თაობაზე,“ და ,,საკრებულოს წევრის ტატა ბარამიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ ინფორმაციის ცნობად მიღებას ასევე, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ ცნობად მიიღო…
  • 67
    ოზურგეთის თვითმმართველობის შენობის ფასადზე პატრიარქის ბანერი განთავსდასრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის ფასადზე ბანერი განთავსდა.