ყაზახეთში, ქალაქ ალმათში (ადრე ალმა-ატა) , 27 – 28 აგვისტოს მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა.
საერთაშორისო ასპარეზობაში, სადაც მსოფლიოდან ასობით სპორტსმენი , ყველა წონით კატეგორიაში იღებდა მონაწილეობას, წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მკლავჭიდის სექციის სპორტსმენებმა – ანრი სურმანიძემ და საბა ეზიეშვილმა.
ოზურგეთელი მკლავჭუდელები შინ მედლებით , ერთი ვერცხლითა და ერთი ბრინჯაოთ ბრუნდებიან
II ადგილი
ანრი სურმანიძე
III ადგილი
საბა ეზიეშვილი
შეგახსენებთ, რომ ანრი სურმანიძე წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, და დიდი სიხარული მოგვანიჭა, ამჯერად მსოფლიოზე ანრი ვიცე – ჩემპიონობას დასჯერდა.
რაც შეეხება ევროპის ვიცე – ჩემპიონს დაჩი ჩხაიძეს,, ფორტუნა და იღბალი მსოფლიოზე ნაკლებად აღმოჩნდა მის მხარეს. იგი საპრიზო ადგილის გარეშე დარჩა და მეოთხე ადგილს დასჯერდა.
ბიჭებმა ახალგაზრდებში იასპარეზეს.
მსოფლიოზე 1 სექტემბერს მძიმე წონით კატეგორიაში კიდევ ერთი ოზურგეთელი დავით თენიეშვილი გამოვა.
წარმატებებს ვუსურვებთ მას.
მწვრთნელები : გიორგი რუსიეშვილი, ილია ჟვანია, ზურაბ ბურჭულაძე.
მსოფლიოზე ოზურგეთელი მკლავჭიდელების გამგზავრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების , ოზურგეთის მერიისა და ადგილობრივი ბიზნესმენებისა და მეწარმეების მხარდაჭერით მოხდა.
,, რომ არა ჩვენი გაერთიანება, ოზურგეთის მერია და ადგილობრივი ბიზნესმენები ჩემი ბიჭები მსოფლიოზე გამგზავრებას ვერ შეძლებდნენ. მადლობა ყველას, განსაკუთრებით ბიზნესმენებს, რომლებმაც მხარდაჭერა გამოგვიცხადეს, დაგვიდგნენ გვერდზე და დაგვაფინანსეს.
ჩემმა სპორტსმენებმა ძალიან გამახარეს, მსოფლიოზე ვერცხლის და ბრინჯაოს მოპოვება იოლი საქმე არაა?! მიხარია ძალიან!
ვულოცავ გულშემატკივრებს და მთლიანად ოზურგეთს. ეს ბიჭები კიდევ იტყვიან თავიანთ სათქმელს” _გიორგი რუსიეშვილი – მკლავჭიდის მწვრთნელი.
მსგავსი სტატიები
- 86დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 79გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 78სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 771918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 76სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…