გურიაში, ვისაც სახლი დაენგრა, ვისი სახლიც გამოუსადეგარი გახდება, ყველას განსახლება მოხდება. ოჯახებს გადაეცემათ ახალი სახლი, ჩვენ შევუძენთ, ავაშენებთ ან თანხას გადავცემთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დაზარალებულ მოქალაქეებს ამ კუთხით სანერვიულო არ აქვთ.
„გურიაში ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს დაუზიანდა სახლები, ბევრს დაენგრა, სახლებში გაჩერება შეუძლებელია, არ შეიძლება იქ ცხოვრება. ეკონომიკურ საბჭოზე ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვისაც სახლი დაენგრა, ვისი სახლიც გამოუსადეგარი გახდება, უკლებლივ ყველას განსახლება მოხდება და ამ ოჯახებს მიეცემათ ახალი სახლი, ან ჩვენ შევუძენთ, ავაშენებთ ან თანხას გადავცემთ და თავად შეიძენენ სახლებს. ეს მინდოდა მეთქვა ჩვენი გურულებისთვის. არავითარი სანერვიულო მათ არ აქვთ, ყველაფერში დავეხმარებით და მათ პრობლემებს მოვაგვარებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა გურიაში სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო კიდევ ერთხელ მწუხარება გამოთქვა და მათ ოჯახებს მიუსამძიმრა.
წყარო:პირველი არხი.
მსგავსი სტატიები
- 51
ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა… - 48
"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე… - 48
საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,… - 47
ავტორი გია ბეშიტაიშვილი (წერილი მე-15, მე-16) 1975 წლის 12 თებერვალს ჩვენ ოფიციალურად ჩავირიცხეთ მოსკოვის კამერულ მუსიკალურ თეატრში სოლისტებად. არა სტაჟიორებად, არამედ სოლისტებად. ამ თეატრში ყველა მომღერალი ითვლებოდა სოლისტად! ვინაიდან თეატრს საშტატო ერთეულში არ ყავდა საოპერო გუნდი, ყველა სოლისტი საჭიროების შემთხვევაში ვალდებული ვიყავით შეგვესრულებინა გუნდის ფუნქციაც! აი ასეთი თავისებური სპეციფიკა გააჩნდა…
