ბრაზილიის ამაზონასის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად მასში მყოფი 14-ვე ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი შტატის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე მტკიცებით, დაღუპულთა შორის 12 მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრია.

შემთხვევა ბარსელოსის პროვინციაში, შტატის დედაქალაქ მანაუსიდან 400 კილომეტრში მოხდა.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. ამაზონასის შტატის გუბერნატორის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზი დაშვების დროს დაშვებული შეცდომა იყო.

ამაზონის სახელმწიფოს უსაფრთხოების მდივანმა, ვინისიუს ალმეიდას განცხადებით კი  მცირე პროპელური თვითმფრინავი, თავისი მოგზაურობის დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც დაბალი ხილვადობისა და წვიმის დროს ამაზონის შტატის დედაქალაქსა და ბარსელოსს შორის შორეულ ჯუნგლებში  ჩამოვარდა.

ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი ბრაზილიური თვითმფრინავების მწარმოებელი Embraer-ის მიერ იყო დამზადებული. მათივე ცნობით, თვითმფრინავის მფლობელის, მანაუს აეროტაქსის თქმით, თვითმფრინავი და მისი ეკიპაჟი ფრენისას ყველა საჭირო მოთხოვნას აკმაყოფილებდა.

ბერსელოსის მერის, ედსონ დე პაულას თქმით, თვითმფრინავი ადგილობრივად მომუშავე ბიზნესმენის მიერ იყო დაქირავებული.

როგორც ოფიციალური პირები ამბობენ, დაღუპულები იდენტიფიცირებისათვის მანაუსში არიან გადასვენებული.

მსგავსი სტატიები

  • 53
    ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდაეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა   დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“…
  • 51
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 50
    ხორვატიის ჩრდილო-დასავლეთ ისტრიის რეგიონში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპახორვატიის ჩრდილო-დასავლეთ ისტრიის რეგიონში, ქალაქ მედულინთან ახლოს მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ხორვატიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Hina პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის მაშველები კიდევ ორ ადამიანს ეძებენ. მედიის ინფორმაციით, მცირე ზომის თვითმფრინავი გერმანიიდან ხორვატიის მიმართულებით მიფრინავდა. ადგილობრივმა პილოტმა, ნიჯაზ დელიჩმა საინფორმაციო პორტალ…
  • 50
    მადლობის მაგიერ...ეს ამბავი 25 აპრილს შემემთხვა. სამსახურის დამთავრების შემდეგ, სახლში მივდიოდი,აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, ხელმარხცხნივ, სადაც  ყვავილების მაღაზიაა თეთრი მანქანა იდგა ( ნომერი 717; სერია და მარკით არ დავინტერესებულვარ) მანქანათან საფულე ეგდო.ავიღე, გავხსენი შიგ ბევრი ფული იდო და დოკუმენტები. ამ დროს ქალბატონმა მარინამ გამოიარა,(გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, ის ღირსეული ქალბატონია და მისთვის…
  • 49
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…