„ჩოხატაურლებო,
როგორც გვაცნობეს, ბახმაროში ჰესის მშენებლობა სამწუხაროდ რეალობისკენ მიდის.ჰესი საკურორტო სარეკრიაციო ზონაში უნდა აშენდეს და საფრთხეს უქმნის კურორტს.მდინარე ბახვისწყალის 90 პროცენტი 14 კილომეტრიან გვირაბში მოექცევა რას გამოიწვევს მცენარეების გაუწყლოვნებას და გახმობას.წყლის შეგუბების სარკისებრი ზედაპირი 5 ჰექტრამდე ფართობს მოიცავს,რაც კლიმატის შეცვლის ერთ ერთი მიზეზი იქნება.მოთხოვნის შესაბამისად ინვესტორმა დამატებითი საბუთები 26 აპრილს წარმოადგინა,ნაცვლად 18 მარტისა,რაც სერიოზული დარღვევაა.ვინაიდან ჰესი ბახმაროს ტერიტორიაზე შენდება მნიშვნელოვანია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის(საკრებულო,მერი)თანხმობა რაც ჯერჯერობით წარდგენილ დოკუმენტაციაში არ არის.ვთხოვთ მერს,საკრებულოს თავჯდომარეს,საკრებულოს თითოეულ წევრს არ დაეთანხმოთ ბახმაროში ჰესის მშენებლობას.მწამს,რომ ასეც მოიქცევით,თქვენ ჩოხატაურლების აზრი უნდა გამოხატოთ,ჩოხატაურლებს კი ბახმაროში ჰესი არ გვინდა.
ჩოხატაურლებო დავდგეთ ერთად ბახმაროსათვის.უფრო მეტ დეტალებს მალე გაცნობებთ.25 მაისამდე უნდა წარადგინოს მოსახლეობამ და დაინტერესებულმა პირებმა შენიშვნები და მოსაზრებები.სკოპინგი აღარ გაიმართება. თუ ხმა არ ამოვიღებთ ჩვენ სინდისზე იქნება.ნუ გავწირავთ ჩვენ ბახმაროს,გურიის მარგალიტს“_წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე „შალომ კლუბ გურიას“ თავმჯდომარე ზაურ ოსეფაიშვილი.
მსგავსი სტატიები
- 50დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 43"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 43საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 40ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 39სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…