ლადო ჭელიძე, ცნობილი მწერლისა და მეცნიერის, პროფესორ გიზო ჭელიძის უფროსი ვაჟია. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ასევე არის ტელეჟურნალისტი. იგი ამჟამად ისრაელში მოღვაწეობს და მისი საქმიანობის შესახბ ვთხოვეთ ინტერვიუ:
_ ხუთი წლის წინ მივიღე ორმაგი მოქალაქეობა (ბებია მყავდა დედის მხრიდან ებრაელი) და 2019 წელს გადმოვედი ისრაელში. როგორც ჟურნალისტი აქტიურად დავიწყე თანამშრომლობა ისრაელის სახელმწიფო რადიო REKA–ს ქართულენოვან პროგრამასთან , სადაც მიმყავს სამეცნიერო-პოპულარული რუბრიკა _ `იბერიიდან იუდეამდე“. 2021 წლის ოქტომბერში მუშაობა დავიწყე იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის ფოლკლორის კვლევის ცენტრში აფილირებულ მკვლევარად.
_ რა სახის ურთიერთობა გაქვთ ქართულ–ებრაულ საზოგადოებa „გულთაკავშირთან“ და მის პრეზიდენტ ბატონ რობერტ ადართან?
_ მეხუთე წელია, რაც გავხდი სსფ „გულთა კავშირის“ წევრი, რომლის პრეზიდენტია ცნობილი საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მწერალთა ეროვნული კავშირის წევრი, ბატონი რობერტ ადარი. ჩვენი საზოგადოებრივი გაერთიანება წარმატებით აგრძელებს მრავალსაუკუნოვანი ქართულ-ებრაული ტოლერანტული ურთიერთობების ტრადიციებს და ღირსეული წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნების ისრაელისა და საქართველოს თანამედროვე კავშირების განმტკიცებაში. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზაციის პრეზიდენტის როლი, რომელთანაც მჭიდრო კოლეგიალური და ახლო მეგობრული კონტაქტები მაქვს, როგორც ბიბლიური ღირსებების მქონე პიროვნებასთან.
_ როგორ დაიწყო ომი,როგორი სიტუაცია ჰქონდათ იქ მცხოვრებ ქართველებს?
_ როგორც მოგეხსენებათ, საგანგებო მდგომარეობა 7 ოქტომბრის დილის შვიდი ნახევარზე დაიწყო. მე და ჩემი მეუღლე იერუსალიმში ქართველთა ისტორიული მემკვიდრეობის მივიწყებული ადგილების დათვალიერების მიზნით მოწყობილ საექსკურშიო ტურში მონაწილეობისათვის ვემზადებოდით, როცა აზაკა (სირენა) ჩაირთო და ღაზას სექტორიდან საჰაერო სარაკეთო შეტევა დაიწყო, რაც დღემდე გრძელდება. ისრაელელთა განუზომელი აღშფოთება და რისხვა გამოიწვია ქვეყნის სამხრეთში არაბი ტერორსიტების მიერ წარმოუდგენელი სისისასტიკით ჩადენილმა მკვლელობებმა და ტერორრისტული ორგანიზაცია `ჰამასის~ ორგანიზებით განხორციელებულმა ადგილობრივი მოსახლებისა და ახალგაზრდული მუსიკალური კონცერტის მონაწილეების საყოველთაო Jლეტამ, რამაც ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან კანონზომიერი საპასუხო ზომების მიღება განაპირობა. მთელი პასუხისმგებლობით უნდა განვაცხადო, რომ ისრაელი არ უპირისპირდება არაბ მოსახლეობას, არამედ ებრძვის ტერორისტულ დაჯგუფებას, რასაც ქვეყნის მოქალაქეობის საყოველთაო მხარდაჭერა აქვს და ეს სავსებით გასაგებია.
ისრაელში მცხოვრები ქართველები, როგორც მოქალაქეები, ისე ემიგრანტები ქვეყნისათვის ამ მეტად დრამატულ სიტუაციაში სრულიად სოლიდარული არიან და მთლიანად იზიარებენ ისრაელის ხელისუფლებისა და მოსახლეობის საერთო სულისკვეთებას ტერორიზმთან საბოლოო გამარჯვების მოპოვების საქმეში.
_ თქვენ omis periodSi TbilisSi კონფერენციaSi monawileobis misaRebad CamoxvediT…
_ დიახ, მე კავკასიოლოგთა II საერთაშორისო კონგრესზე დასასწრებად ჩამოვედი, რომელშიც ასევე მონაწილეობას იღებდა ჩემი იერუსალიმელი დოქტორანტი სარა ნეშერი.
_ როგორია იქ მყოფი ქართველების მდგომარეობა ამჟამად?
_ აქ მცხოვრები ქართველების გარკვეულმა ნაწილმა დროებით დატოვა ქვეყანა,მაგრამ ბევრი მათგანი, მათ შორის ჩემი შვილი და რძალი, უკვე დაბრუნდა. რამდენიმე დღეში მე და ჩემი მეუღლეც დავბრუნდებით.
_ როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება მოვლენები?
_ აღნიშნული მოვლენები ერთმნიშვნელოვნად ტერორიზმის აღმოფრხვითა და ისრაელის გამარჯვებით დასრულდება. შექმნილ სიტუაციაში სხვა ალტერნატივა არ არსებობს.
_ ომის დასრულების შემდეგ თქვენ გააგრძელებთ ისარელში მუშაობას?
_ რა თქმა უნდა, აუცლებლად. წინ მეტად დიდი და საგულისხმო გამოწვევებია.
P.S.ლადო ჭელიძე მეუღლესთან ერთად ამჟამად ისრაელში იმყოფება.
სურათზე: ლადო ჭელიძე სსფ „გულთა კავშირის“ პრეზიდენტ რობერტ ადართან ერთად.
გაზეთი „ალიონი,“ #24,2023 წ.
მსგავსი სტატიები
- 100
ახალ წლამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და დროა გავიხსენოთ, თუ რატომაა საშიში პიროტექნიკა ეკოლოგიისთვის, ცხოველებისა და ადამიანებისთვის. ესაა ხუთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა შევხვდეთ ახალ წელს პიროტექნიკის გარეშე: 1 ქიმიური შემადგენლობა ფეიერვერკის შექმნის ყველა ეტაპი არის არაეკოლოგიური: წარმოების ეტაპი, ექსპულატაცია და უტილიზაცია. მის შემადგენლობაში შედის ისეთი ნივთიერებები როგორებიცაა სალიტრა…
- 100
გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 100
კოლმეურნეობის თავმჯდომარემ სოფლის საერთო კრებაზე გაანდო ეჭვი დაღლილ კოლმეურნეებს, რომ წინ ბედნიერება გველოდა, გარდამავალი დღოშა მივიღეთ. ამიტომ საცხრამაოსოდ სამზადისი ორი კვირით ადრე დაიწყეს, სოფლის ცენტრში სოკრატ შევარდნაძის ლურჯი ტრაქტორის გემ ავრორად გადაკეთებას შეუდგა კოლმეურნეობის მხატვარი თემურ ნინიძე ასისტენთებთან ერთად. შეღებილი ფანერებით, დროშებით, ალმებით მორთული ტრაქტორი, მატო ბორბლების ნაწილი რომ უჩანდა…
- 100
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი 5 ივლისს, ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის, რიგით მეოთხე თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. 15 ივლისის ჩათვლით, ოზურგეთის თეატრის სხვადასხვა სცენა და ჩოხარაურის თეატრი 26 სპექტაკლს უმასპინძლებს ჩვენი ქვეყნის, თუ ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან. საპატიო სტუმრები სტუმრობენ ოზურგეთს. ფესტივალის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტის…
- 100
დღეს, კურორტ ბახმაროში, დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი „ბახვი 1“ ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია CCEH HYDRO VI იყო და მასში მონაწილეობდნენ აღნიშნული კომპანიის თანამშრომლები, ჰიდროელექტროსადგურის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წევრები. ასევე კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), სოციალური საწარმო „3D საამქრო“ და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.…