ქალაქ ოზურგეთს და მუნიციპალიტეტის სოფლებს რამდენიმე დღით ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება. ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს.
„გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების 34.00 კილომეტრზე არსებულ მონაკვეთზე გაზსადენის გადალაგების სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 9 ნოემბერს 06:00-დან 10 ნოემბრის 13:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აკეთის, ოზურგეთის, დვაბზუსა და ნასაკირალის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. ხოლო ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ ლაითურის, ურეკისა და ოჩხამურის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს, ასევე აჭარის რეგიონს.
ხსენებულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ ოზურგეთსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ოზურგეთი, გურიანთა, ციხისფერდი, შემოქმედი, კვირიკეთი, წითელმთა, გომი, ცხემლისხიდი, დვაბზუ, მაკვანეთი, გაღმა დვაბზუ, ბახვი, მშვიდობაური, ფამფალეთი, ვაკიჯვარი, მთისპირი, ახალსოფელი, ბაილეთი, ჭანიეთური, ნასაკირალი, მელექედური, ძიმითი, სილაური, ნაგომარი, დაბალი ეწერი, მზიანი, ასკანა, ლაითური, ნარუჯა, ლიხაური, ჭანიეთი, აჭი, მერია, ხვარბეთი, ნაღობილევი, გოგირეთი, თხინვალი, კონჭკათი, შეკვეთილი, ნატანები, კაპროვანი, ურეკი, ხრიალეთი, ოხონჯური, შრომა, მოცვნარი, ვაკე, ზემო ორმეთი, ორმეთი, ნატანები, ბაღდადი.
ბუნებრივი გაზის მიწოდება ასევე შეიზღუდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებშიც: აკეთი, გაგური, ჭანჭათი, აცანა, მამათი, გრიგოლეთი, წყალწმინდა, ღრმაღელე, ომფარეთი, სუფსა.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.“
მსგავსი სტატიები
- 79დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 67გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 66სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 641918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 63სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…