იმათ, ვისაც ახსოვს გასული საუკუნის 90-იანი წლები, როცა სიდუხჭირის გამო, ქ. ოზურგეთის ქვემოთ, მდინარე ნატანების სანახებში საგულდაგულოდ დამუშავებული სიმინდის ფართობები ჰქონდათ და შემოდგომაზე უხვ მოსავალს იღებდნენ სოფელ ოზურგეთელი, ბოხვაურელი, ექადიელი, ზვანელი და ლაშელი მეყანეები.დღეს, მათ ფართობების მისადგომებთან მძლავრი ექსკავატორები მუშაობენ და მილიონობით კუბური მეტრ ინერტული მასალას ეზიდებიან მძიმე ტვირთამწეობის ავტოები. აოხრებულ მდინარის ხეობის მიმდებარე გორებიდან მეწყერია ჩამოწოლილი.
რამდენიმე დღის წინ ვწერდით კომპანია „პოლატის“ მიერ შავიზღვისპირა 20-კილომეტრიანი ზოლის მე-12 კილომეტრზე ფერმერ აკაკი ღლონტზე მიყენებული ზარალისა და ცენტრალური მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების მდგომარეობის შესახებ. სოფელ გურიანთის მხარეს ნაწილობრივ ჩამოშლილია კაპიტალური ყორე, რომელმაც გაზსადენი უნდა დაიცვას მდინარის შემოტევისას. არც გასხვისების ზონა (25 მეტრი) დაცული და გაზსადენის საყრდენი ბოძები გაშიშვლებულია.
27 ნოემბერს, „პოლატის“ 4 ექსკავატორი მდინარის გაღმა, ლაითურის წყალსადენის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა და სანაპირო ზოლის შიგნით იყო შეჭრილი, რაც სამომავლოდ, წყალდიდობის შემდეგ, მდინარის მიერ სანაპირო ზოლისთვის წართმეული ახალი ფართობებით დამთავრდება და რეალურ საფრხეს შეუქმნის სახელმწიფოს მიერ აგებულ წყლსადენს…
ამჯერად „პოლატი“ქ. ოზურგეთის ბოლო დასახლებიდან დაახლოებით 1,5 კილომეტრში იღებს ინერტულ მასალას და თურქული კომპანია სწრაფი ტემპით მოიწევს გურიის რეგიონული ცენტრისკენ.
დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოსთან“ ერთად კვლავ მოვინახულეთ მდინარე ნატანების ხეობა. კარიერის მისადგომებთან ათეულობით ათეულობით სატვირთო ავტო იდგა დატვირთვის მოლოდინში. მდინარია აუზში ჩამდგარი ექსკავატორები შეუსვენებლივ იღებდნენ მდინარიდან ქვა-ღორღს.
გარემოსდამცველები გამოვიძახეთ, რომ მიგვეღო ინფორმაცია, რამდენად კანონიერად, წესების დაცვით მუშაობდა კომპანია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები მოვიდნენ და კონტურები შეამოწმეს, თუმცა პასუხს, რამდენიმე დღე დასჭირდება…სხვა ინფორმაცის მოწოდების უფლება მათ არ აქვთ. წიაღის ეროვნული სააგენტო კი თვეებია, საჯარო ინფორმაციას არ იძლევა.
დაღამდა. გზად არაერთი ცარიელი სატვირთო შეგვხდა, რომლებიც კარიერისკენ მიემართებოდნენ.
იმედია, სამტრედია-გრიგოლეთი-ქობულეთი-სარფის ავტომაგისტრალის მშენებლობა დასრულდება და მასზე იქროლებენ ევროპიდან აზიისკენ მიმავალი ავტომობილები, მაგრამ გურიას დარჩება აოხრებული მდინარეები, საკარმიდამო წართმეული ათეულობით აქაური მცხოვრები, ჭებში გამქრალი წყლები, უწყლობით გამხმარი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამებით გაშენებული მოცვის და სხვა კენკროვანი კულტურების პლანტაციები…
კლიმატის ცვლილებებზე საუბრები გურიას არ ეხება(?!)
მსგავსი სტატიები
- 89დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 82გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 81სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 81ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ორიგინალურად გადაწყვეტილი ჩვენება. ოზურგეთის თეატრის სცენაზე, მაყურებელი და მსახიობები ერთად. ერთნი - რეზერვისტები, მთავარი მოქმედნი პირნი და მეორენი, მაყურებელი, ასევე მოქმედნი პირნი, ოღონდ მეორე რიგის რეზერვისტები. სტატიის თემიდან, ასეთი გადახვევის იდეა, სწორედ სპექტაკლის თემამ გამოიწვია. საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთისა და დმანისის თეატრების კოპროდუქციის,ნილ…
- 801918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…