ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში (გომი), მდინარე ბჟუჟის ხეობაში, კომპანია „პარვუს ჯგუფის“მიერ , სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს.

გარემოსდამცველები მიიჩნევენ რომ კომპანიამ ადგილზე გზის გაყვანის სამუშაოები ისე დაასრულა და ადგილზე სადერევაციო მილები ისე დაასაწყობა – ანუ მშენებლობის პირველი ეტაპი ისე დაიწყო, რომ არანაირი კვლევები არ ჩაუტარებია, ადგილზე არ ყოფილა არც ბუნების დამცველები, ეკოლოგები, გეოლოგები და სხვა სპეციალისტები,  ასევე ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, ოზურგეთის მერიიდან რამდენიმე თვეა ვერ მიიღეს ვერანაირი ინფორმაცია, თუ ვინ არიან და რას აშენებენ ბჟუჟის ხეობაში, თუმცა „პარვუს ჯგუფს“ხეობაში დერივაციული მილები უკვე შეაქვთ.

აღსანიშნავია რომ აგვისტოს თვის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატ  გოჩა შილაკაძის მიერ დასმული საკითხი, რომ საკრებულოს ან კომისიის სხდომაზე მოესმინათ „პარვუს ჯგუფის“ ხელმძღვანელისთვის, თუ რა ხდებოდა მდინარე ბჟუჟის ხეობაში, რაზედაც საკრებულომ დადებითი აზრი გამოთქვა, ჯერ არ შესრულებულა. შემოქმედელები ამბობენ, რომ მათთან კომპანიას შეხვედრა არ ჰქონია.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის წარმომადგენლები საუბრობდნენ  გარემოსთან ზემოქმედების საკითხში კვლევის გაკეთების შესახებ,  – დღემდე არცერთი კვლევა არ გასაჯაროებულა.

როგორც გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელი  ირმა გორდელაძე, აცხადებს, მისი ორგანიზაცია, კომპანიის წინააღმდეგ სარჩელს ჰესების უკანონო მშენებლობის გამო შეიტანს და მის შეჩერებას სასამართლოს ძალით მოითხოვს.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 71
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 71
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 65
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 64
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 59
    მოისმენენ თუ არა საკრებულოს სხდომაზე მდინარე ბჟუჟის ხეობაში  „პარვუს ჯგუფის“ საქმიანობის შესახებ31 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა გიორგი  შილაკაძემ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს სხდომაზე კომპანია „პარვუს ჯგუფის“ მიერ, მდინარე ბჯუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის მშენებლობის  შესახებ დასვა კითხვა. _ადგილობრივი მედიასაშუალებები წერენ, რომ კომპანია „პარვუს ჯგუფი“მდინარე ბჯუჟის ხეობაში სამი მცირე ჰესის აგებას აპირებს, ისე, რომ საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი არ იცის.…