ადგილობრივები და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები კვლავ ვერ თანხმდებიან
4 ივნისს, კომპანია „სი-სი-ი-ეიჩ-ის“ მენეჯმენტმა ოზურგეთში გამართა შეხვედრა. სტუმრებმა ოზურგეთის მერს, კონსტანტინე შარაშენიძეს და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს „ბახვი 1 ჰესის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მასპინძლების კითხვებსაც უპასუხეს.
პროექტის ხელმძღვანელმა, გიგლა სიხარულიძემ, გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერმა, ნანა ბერძენიშვილმა და დირექტორმა, მიხეილ ნიბლაძემ მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი და ამჟამად კვლევის ეტაპზე არსებული მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი წარმოადგინეს.
კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ რომ კვლევის ჩაღრმავებულ ეტაპზე გადავიდნენ, რომლის ფარგლებშიც პროექტში აქტიურად ჩაერთვნენ ევროპელი ექსპერტები.
_,,ჩვენი მიზანია პროექტი განვახორციელოთ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების IFჩ -ის და EIB-ის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების სრული დაცვით, ასევე, საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად. კომპანიას შექმნილი აქვს დამოუკიდებელი გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სისტემა და ყოველ ჯერზე უზრუნველყოფს აღნიშნული სისტემით განსაზღვრული წესების დაცვას, რაც გულისხმობს არა მარტო ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისი კვლევების ჩატარებას და განხორციელებას ადგილზე, არამედ უფრო მეტიც, საერთაშორისო და ადგილობრივი მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტების მოწვევას და მათ მიერ კონკრეტული კვლევების განხორციელებას. ეს სტანდარტები ფაქტიურად გზამკვლევია კომპანიისთვის, თუ რა ტიპის კვევები და შემარბილებელი ღონისძიებები უნდა გატარდეს, გარემოზე და ადამიანებზე ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით,“_ განაცხადა „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI-ის“ დირექტორმა, მიხეილ ნიბლაძემ.
მიუხედავად სტუმრების არაერთგზის მცდელობისა მასპინძლები დაერწმუნებინათ რომ მცირე ჰესი არავითარ ზიანს მოუტანს ბახმაროს ბუნებას, ადგილობრივების მხრიდან მაინც საპირისპირო აზრი დახვდათ. მასპინძლები ამბობდნენ რომ ბახვი 1 ჰესის განხილვა არ შეიძლება განცალკავებულად , უნდა იქნას გამოკველული რა ზიანი მიადგება ბუნებას „ბახვი 1“, „ბახვი 2“ და „ბახვი 3“ ჰესების ერთდროულად მუშაობისას.
ირმა გორდელაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ეკოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი:_ „კომპანია გეგმავს ბახმაროს რეკრეაციულ ზონაში „ბახვი 1 ჰესი“ ააგოს. არის სკოპინგის ეტაპი. დღეს უკვე მესამე შეხვედრა იყო. ჩვენ, ჩვენს ექსპერტებთან ერთად მივაწოდეთ ძალიან ბევრი შენიშვნა. მესამე ჯერზე უკვე წარმოადგინეს შეტანილი ცვლილებები. ამ პროეტში მთავარი იყო ჰიდროლოგიის და ბიომრავალფეროვნებს შესწავლა, ერთ მდინარეზე სამი ჰესი გამოიწვევს თუ არა კლიმატურ ცვლილებებს ბახმაროში და ზოგადად ეკოლოგიურ პრობლემებს, მითუმეტეს, რომ ბახვისწყალი ამარაგებს ამ ხეობას. ასევე ერთ-ერთი მთავარი თემაა წყლის ხარჯი, რამდენს დატოვებენ რომ ეკო-სისტემამ იარსებოს. შეხვედრა რომ შევაფასო, რაღაც ცვლილებები არის უკეთესობისკენ , დამატებით კვლევებსაც გვპირდებიან . ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენ ვდგავართ ფხიზლად იმისთვის, რომ პროექტები განხორციელდეს, მაგრამ აუცილებლად იყოს სარგებლიანი, ხარისხიანი და რაიმე ექსცესებს არ ჰქონდეს ადგილი“.
თამაზ ტრაპაიძე,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“: _„ეს იყო კომპანიის მიერ ინიცირებული შეხვედრა, შეიძლება ითქვას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. ჩვენ ვიცნობდით ამ პროექტს, თუმცა, როგორც ჩანს, შეტანილია ცვლილებები მას შემდეგ, რაც ჩვენ გავეცანით. რამდენიმე ცვლილება მართლაც სასიკეთოა, თუმცა საბოლოო ჯამში კითხვის ნიშნები ჯერ კიდევ არის, რომელსაც სავარაუდოდ გასცემს კომპანია პასუხს“.
_,,ჩვენ გვაქვს მზაობა და დიდი სურვილი კვლევების ეტაპზე ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან. კომპანია ღიად და გამჭვირვალედ ახორციელებს ყველა სამუშაოს და ადგილობრივ გარემოსდამცველებს მივცემთ საშუაებას დააკვირდნენ მკვლევარების მუშაობას. ვფიქრობ, ეს საინტერესო შეთავაზებაა და უნიკალური შესაძლებლობა ადგილობრივი გარემოსდამცველებისთვის მონაწილეობა მიიღონ კვლევებში საერთაშორისო რანგით და ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად“_განაცხადეს კომპანის წარმომადგენლებმა და ჰესის მიმართ სკეპტიკურად განწყობილებს კურორტ ბახმაროზე ერთად წასვლა და ადგილზე საკთხის შესწავლა შესთავაზეს.
შეგახსენებთ, „ბახვი 1 ჰესი“ არის მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი, მცირე ჰიდროელექტროსადგურის პროექტი,(12 მგვტ.) ამჟამად კვლევის ეტაპზეა.
ავტორი მარი კოძოევი
მსგავსი სტატიები
- 1002023წლის სექტემბრის თვიდან, შპს ბახვი ჰესისმიერ, ადგილობრივმოსახლეობასთან შეთანხმებული სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში განახლებულიპროგრამით დაიწყო. პროგრამას 2023 წლიდან დაემატა ისეთი საკითხები, როგორიცაა ინფორმაცია კლიმატის ცვლილების შესახებ და მისი მართვა, ეკოლოგია, ბუნებრივი კატასტროფების ამოცნობის ნიშნები და საჭირო უსაფრთხოების ზომების გატარება. გასულ წლებთან…
- 1002022 – 2023 სასწავლო წლისთვის შპს ბახვი ჰესმა მოსახლეობასთან შეთანხმებული სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსის პროგრამა განაახლა. სიახლეა ის ფაქტი, რომ პროგრამა 2022 წლის შემოდგომიდან არა მხოლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლაში, არამედ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩხაკაურას ახლადგახსნილ საჯარო სკოლაშიც ტარდება. ტრენინგი უფროსკლასელთათვის, კერძოდ…
- 1002023 წლის 10 ივნისს, ბახვი ჰესის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას საჯარო სკოლის 39-მა უფროსკლასელმა (8, 9, 10, 11, 12 კლასი) ვანის არქეოლოგიური მუზეუმი და ვანის ნაქალაქარი დაათვალიერა. მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მოისმინეს ისტორია ვანის ნაქალაქარისა და არქეოლოგიური მუზეუმის შესახებ, დაათვალიერეს…
- 95დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 92სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…