ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი – მარიო ზაგალო 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ზაგალომ, როგორც მარცხენა ვინგერმა ბრაზილიის ნაკრების პირველი მსოფლიო ჩემპიონობა 1958 წელს იზეიმა, ის გუნდში იყო მაშინაც, როცა 4 წლის შემდეგ ბრაზილიამ ტიტული დაიცვა.

ზაგალო 1970 წლის ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, ამ გუნდს უამრავი ადამიანი ისტორიაში საუკეთესო საფეხბურთო გუნდად მიიჩნევს. როგორც მწვრთნელმა 1970-ში მუნდიალი პელესთან, ზაირჟინიოსთან, რიველინოსთან და იმ ფეხბურთელებთან ერთად მოიგო, რომლებიც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით არიან ჩაწერილი.

1994 წელს ზაგალომ მუნდიალი მწვრთნელის ასისტენტის რანგში მოიგო და გახდა ადამიანი, რომელსაც 4 მსოფლიო ჩემპიონის ტიტული აქვს.

ერთგული მამა, მოსიყვარულე ბაბუა, მზრუნველი სიმამრი, ერთგული მეგობარი, გამარჯვებული, პროფესიონალი და დიდი ადამიანი. უდიდესი კერპი. პატრიოტი, რომელიც გვიტოვებს დიდი მიღწევების მემკვიდრეობას.

მადლობა იმ დროისთვის, რაც თქვენთან ერთად გავატარეთ და ვთხოვთ ღმერთს, ნუგეში ვიპოვოთ კარგ მოგონებებში და იმ დიად მისაბაძ მაგალითში, რომელიც თქვენ დაგვიტოვეთ– ნათქვამია ზაგალოს ოჯახის წევრების განცხადებაში.

წყარო: Belive

მსგავსი სტატიები

  • 64
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 63
    „ეს იყო საოცარი და დაუვიწყარი ცერემონია“4 თებერვალს, სუმოს სამყარომ სამუდამოდ გააცილა ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი სუმოს სამყაროდან. საზეიმო ცერემონია რომელიც რიკიშისათვის ოიჩო-მაგეს (სუმოტორების ვარცხნილობა) რიტუალურ შეჭრას გულისხმობს, ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში გაიმართა.თმის შეჭრის ცერემონიაში მონაწილეობა 300-მდე ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ლევან გორგაძის ოჯახის წევრები და მეგობრები, ქართველი ექს-რიკიშები - კოკკაი და გაგამარუ, ლევანის კლუბის პრეზიდენტი…
  • 62
    გაბრიელ სალუქვაძემ და ბაქარ მახარაძემ 2024 წლის მუნიციპალურ საჭადრაკო პირველობაზე უდანაკარგო შედეგით გაიმარჯვეს.ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 60
    ირაკლი ტუღუშს და გიორგი კვარაცხელია მსოფლიო ქამარი გადაეცათ2023 წლის 21-25 დეკემბერს თბილისში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, ჩატარდა მსოფლიო თასი ბუდოს საბრძოლო ხელოვნებაში. (კიკბოქსინგში, mma ში, კიოკუშინკაი კარატეში,გრეპლინგში ბრაზილიური ჯიუჯუცუ, კრივში, უშუ სანდაში, და ტაეკვონდოში). შეჯიბრი 6 წლის ასაკიდან 18 წლამდე და პლიუს 18 წლის და ვეტერანებშიც ჩატარდა...შეჯიბრს ორგანიზება გაუწია მსოფლიოს ბუდო კარატეს ფედერაციამ და საქართველოს ბუდოს საბრძოლო ხელოვნებათა…
  • 60
    ოზურგეთს სამი საქართველოს ჩემპიონი ჰყავს!6 - 7 აპრილს მიმდინარე საქართველოს პირველობა ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში 20 წლამდელთა შორის დასრულდა. რომელსაც ოზურგეთის ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. საქართველოს ჩემპიონები და ოქროს მედლის მფლობელები ოზურგეთიდან გახდნენ , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენები : ლუკა ჯავახაძე - 55კგ; ნიკოლოზ…