დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულს გურიის მხარეში გიორგი სახოკიას, მუნიციპალიტეტების მერებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა. ვიზიტის მიზანს წარმოადგენს გურიის მხარეში მიმდინარე ეპიდსიტუაციის განხილვა, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ვაქცინაციის გააქტიურება.

ცენტრის წარმომადგენლებმა მოინახულეს ქ.ოზურგეთში მდებარე კლინიკები და შეხვდნენ სამედიცინო პერსონალს.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ცაენტრალური და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის 130 ათას დოზას მიიღებს.

მისივე თქმით, ივლისიდან ქვეყანაში შემოვა „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“ „სინოვაკი“ „სინოფარმი“ და ამერიკული კომპანია „ნოვავაქსის” ვაქცინა.

_ „ივლისიდან ქვეყანა გადადის მასობრივ ვაქცინაციაზე. ივლისის პირველი კვირიდან ჩვენ უნდა ავიდეთ დღეში 20-25 ათას აცრაზე, რათა სამიზნე რაც გვაქვს, წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის მილიონ 700 ათასი ადამიანის აცრას მივაღწიოთ.

მასობრივ ვაქცინაციაზე ჩვენი ტიპის ქვეყანა უნდა გადავიდეს, მაშინ როდესაც ცივ საწყობში ყოველთვე სულ მცირე 500 ათასი ვაქცინის დოზა დევს. ამის გარანტიები გვაქვს.

ივლისში, 500 ათასიდან მილიონი დოზამდე ვაქცინა იქნება, შემდეგ 4 თვის განმავლობაში დაახლოებით 3 მლნ 600 ათასი ვაქცინის დოზა შემოვა. საუბარია 4 ვაქცინაზე _ „ფაიზერზე“ „ასტრაზენეკაზე“, „სინოვაკსა“და „სინოფარმზე“. ამას მოგვიანებით დაემატება „ჯონსონ ენდ ჯონსონი“, რომელიც არის ერთჯერადი ინექციისთვის, შედარებით ცოტაა, დაახლოებით 130 ათას დოზაზეა საუბარი და ასევეა ახალი ვაქცინა „ნოვავაქსი“, ერთი-ერთი ძალიან ეფექტური ვაქცინა“, _ აღნიშნავს გამყრელიძე.

,იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერ აიცრნენ, მთავრობა შეღავათების საკითხს განიხილავს.

_„დღეისთვის, ქვეყანაში 64 ათასი ორჯერადად აცრილი ადამიანი გვყავს. საკოორდინაციო საბჭო, ორჯერადად აცრილი მოქალაქეებისთვის, განიხილავს შესაბამის შეღავათებს. საუბარია, მაგალითად, კომენდანტის საათთან, მოგზაურობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა წამახალისებელ ღონისძიებაზე. ეს აუცილებელია“, _ განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან  აგრეთვე განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროცესის სტიმულირებისთვის, შესაძლოა, დაწესებულებებს, სადაც ყველა თანამშრომელიც კოვიდვაქცინის ორივე დოზით იქნება აცრილი, ე.წ. „მწვანე“ სტატუსი მიენიჭოს.

„საუბარია იმაზე, რომ გარკვეული სტიმულები მივცეთ სამედიცინო დაწესებულებებს. დღესაც და გუშინაც, აჭარაში საუბარი გვქონდა ე.წ. „მწვანე დაწესებულებებზე“. ეს ნიშნავს, რომ იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სკოლაში თუ რესტორანში, ყველა აცრილია“, _ აცხადებს დააავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 57
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 56
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 48
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 47
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 44
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…