საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში წყალმომარაგება-წყალარინების პროექტირება-მშენებლობა და სოფელ ზემო ნატანების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა.
დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და საკრებულოს წევრები გაეცნენ.
პროექტების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რის შედეგადაც 3400 ბენეფიციარი ახალი ინფრასტრუქტურითა და სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით სარგებლობს.
მსგავსი სტატიები
- 81საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე გაეცნენ. აქტიურ ფაზაშია წყალმომარაგების მიმართულებით მიმდინარე პროექტი ქალაქ ოზურგეთში, სადაც არსებული ქსელი ამორტიზებულია…
- 77საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ ლანჩხუთში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი გაეცნენ. ქალაქ ლანჩხუთში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალმომარაგების არსებული ამორტიზებული მაგისტრალური და გამანაწილებელი…
- 76შენობის რეაბილიტაცია ოზურგეთის მერიის დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს. ახალი ოფისის გახსნას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია დაესწრნენ.
- 75
- 74გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, კომპანია ,,ბახვი ჰესი”-ს დირექტორთან გიორგი აბრამიშვილთან ერთად, ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონს, ლაზარე ჩხარტიშვილს შეხვდნენ. გურიის საჭადრაკო ისტორიაში პირველად, ლაზარე ჩხარტიშვილმა შეძლო საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. ჩემპიონს კომპანია ,,ბახვი ჰესმა” საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადასცა.