შემოქმედებითი კავშირი- საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით, წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის როლის შესრულებისათვის, გიორგი გეგეჭკორის სახელობის პრემია მსახიობ გიორგი დოლიძეს მიენიჭა.
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ულოცავს მას დამსახურებულ აღიარებას.
 მხატვრულ-დოკუმენტური ფანტასმაგორია ,,ექვთიმე”- ტრილოგიის მესამე ნაწილია, რომელიც წმიდა ექვთიმეს შესახებ მნიშვნელოვან მოვლენებს აცოცხლებს, მათ შორის მოგონებები ,, საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში”. ოზურგეთის თეატრი პირველი ქართული თეატრია, რომელმაც წმიდა ექვთიმეს შესახებ პროექტი განახორციელა. აღნიშნულის იდეის ავტორი და დადგმის ხელმძღვანელი ვასო ჩიგოგიძეა, ინსცენირება, რეჟისორი გოჩა კაპანაძე.

მსგავსი სტატიები

  • 75
    ესროლეს, მაგრამ ვერ მოჰკლეს საქართველოს თანმდევი სულირატომ და ვინ ესროლა ილია ჭავჭავაძეს, როგორ გაიარა მისთვის ნასროლმა ტყვიამ საქართველოს გულთან  და  საფიქრალი - „მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა“, ან კიდევ „რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ“... საუკუნეზე  მეტია,  ეს კითხვები ტკივილიან განცდებად ტრიალებს ჩვენი ერის გულსა და გონებაში. მეტიც, მუდმივად  ანთია ერის სულიერების ცაზე და მკვეთრი…
  • 74
    „ტროა უნდა დაეცეს“… და ეს დაცემა,  სახედაკარგული ადამიანებისთვის  უკვე ძნელად ხდის  ადამიანად ყოფნასავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ბერძენ ტრაგიგოსთა უდიდესი წარმომადგენლების, ესქილესა და სოფოკლეს შემდგომი ტრაგიკოსის, ევრიპიდეს ბოლო ტრაგედია „იფიგენია ავლისში“, საქართველოში,  პირველად ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგმება. კოპროდუქციის რეჟისორია ზუგდიდის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი  კაშია. სპექტაკლში ოზურგეთის თეატრის მსახიობებთან ერთად, მონაწილეობენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები და ზუგდიდის თეატრის მსახიობები.  სამუშაო რეპეტიციას ოზურგეთის…
  • 72
    „გააგრძელე შენი კუთხის ფოლკლორი“„გააგრძელე შენი კუთხის ფოლკლორი“ - ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში პროექტის გამარჯვებულთა დაჯილდოვება და საზეიმო კონცერტი გაიმართა. პროექტის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა თავის მოსწავლეებთან ერთად თავიანთი სოფლის ცნობილი მომღერლებისა და სოფელში არსებული გუნდების შესახებ მოიძიეს ინფორმაცია, რომელიც ამ პროექტის საშუალებით გასაჯაროვდა. პროექტში მონაწილეობა მიიღეს - ძიმითის, დაბა ნასაკირალის, მშვიდობაურის, მთისპირის,…
  • 72
    „ბათუმიდან დაიწყება ექვთიმეს მოგზაურობა დანარჩენ საქართველოში“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი გადმოსახედი ახლო ისტორიული ეპოქიდან... განვლილი წლები თანამედროვეობას ჩაესახლა და...გასულ წელს, ოზურგეთის სახელმწიფო  თეატრის სცენაზე შემოაბიჯა ექვთიმე ღვთისკაცმა. მას შემდეგ,  არაერთი  მაყურებელი გახადა თანამონაწილე იმ პერიოდისა, როცა საქართველოს კვლავ დაატყდა თავს ქარტეხილი და ქართული საგანძურისთვისაც დადგა  ყოფნა-არ ყოფნის ჟამი.  შეჰბედა ამ უდიდეს თემას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა…
  • 72
    გრაფიკისა და ბეჭდური მხატვრობის გამოფენა ოზურგეთში9 სექტემბერს,  მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში შემოქმედებითი სახელოსნო GURIAN ART წევრთა და მოწვეულ მხატვართა დაზგური გრაფიკისა და ბეჭდური მხატვრობის გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილია ვახტანგ მეგრელიშვილის, სერგო გოგოლაძის, ოქსანა სტრატიჩუკის (უკრაინა) , ირინა ხარატიშვილის, ია არსენიშვილის, დოდო თაყაიშვილის, თამაზ, გია, საბა დარჩიების, დავით უღრელიძის, ლიკა კერვალიშვილის,…

არ გამოტოვოთ