ისტორიული იუბილე – ,,ფაზისის” აკადემია 1750 წლისაა, გილოცავთ!
კოლხეთმა კაცობრიობას მისცა პური, ღვინო, მეტალურგია და ნაოსნობა;
საქართველომ სიამაყით აღნიშნა იბერიული ცივილიზაციის ცენტრის,,ფაზისის” აკადემიის იუბილე-1750 წელი.
საერთაშორისო კონფერენციები ჩატარდა თბილისსა და ფოთში (28-29-30 ივნისს)
ყოველ ქვეყანას აქვს თავისი ისტორიული გადასახედი, ისტორიული მეხსიერება რომ ინახავს, ეს ჩვენი ქვეყნის გმირული წარსულია, რაც სიამაყის და ღირსების გრძნობით გვავსებს და გვავალდებულებს გავაგრძელოთ ტრადიციები, შევუთავსოთ ისინი თანამედროვეობის მოთხოვნებს. ცნობილი გამოთქმაა -,,ვინც პატივს არ მიაქგებს წარსულს, მას არ ეკუთვნის ეს ქვეყანა“. ჩვენ საზეიმოდ ავღნიშნავთ ისტორიული ფაზიქალაქის, როგორც ანტიკური ხანის საგანმანათლებლო ცენტრის იუბილეს. მისი რიტორიკულ-ფილოსოფიური აკადემიის 1750 წლის იუბილეს, რომელსაც უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს კოლხეთის 3000 წლოვანი კულტურის ისტორიაში. მნიშვნელოვანია ამ დიდი აკადემიის შესწავლა და გადაცემა მომავალი თაობებისათვის, რათა იცოდნენ ჩვენი შორეული წინაპრები როგორ დიდ ყურადღებას უთმობდნენ კულტურულ საგანმანათლებლო საქმიანობას, როგორც დიდ იმპერიებთან თანასწორი ურთიერთობის საფუძველს. ამდენად, ეს ისტორიული თარიღი მრავალი პარამეტრით არის გამორჩეული.
აღსანიშნავია, რომ თავად ბერძენი ფილოსოფოსები, კოლხეთის რიტორიკულ სკოლას საბერძნეთისა და ბიზანტიის უმაღლეს სასწავლებლებზე უფრო მაღლა აყენებდნენ ჯერ კიდევ მესამე საუკუნეში. ამას განაპირობებდა ფაზისის, როგორც კოლხეთის სავაჭრო ეკონომიკური ცენტრის-ევრაზიის ფორფოსტის ფუნქცია. ის რომ კოლხეთის ფილოსოფიური აკადემია ქალაქ ფაზისთან არსებობდა ეჭვს არ უნდა იწვევდეს, თუმცა, ვაიმეცნიერები ასეთ დაშვებას არ გამორიცხავენ. იმედია ეს კონფერენცია ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. ფაზისი არის საქართველოს კოლხეთის ცივილიზაციის სათავე. კოლხეთით იწყება საქართველოს ისტორია. სწორედ ამ ნაცარმიყრილი ისტორიის კვლევა-აღდგენა დაისახა მიზნად ,,ფაზისის” საერო-სამეცნიერო აკადემიის პრეზიდენტმა, აწ გარდაცვლილმა ბატონმა ნუგზარ ნადარაიამ. საქართველოს ისტორიის პირველი ნაწილი უნდა დაუბრუნდეს თაობებს. კოლხეთის ისტორიის კვლევის საკითებს მიეძღვნა ჟურნალ ,,ცოტნეიდელის“ 10 ტომი მისივე რედაქტორობით. აკადემია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა კოლხური-მეგრული ენის პოპულარიზაციის საკითხებს. რამეთუ მისი მილიარდიანი ლექსიკა მიუთითებს კოლხეთის უძველეს ცივილიზაციაზე, კულტურაზე, ყოფაზე, რაც უნდა შეისწავლოს მსოფლიო მეცნიერებამ. არ შეიძლება ასეთ უძველეს ენას დამწერლობა არ ჰქონოდა.
მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერის, ამჟამად ფაზისი აკადემიის პრეზიდენტის, ბატონ გია კვაშილავას მიერ ფესტოსის დისკოს ნიშანთა კომპლექსის გაშიფრვით დადასტურდა კოლხური ოქრო დამწერლობა, რამაც ახალი ბიძგი მისცა კოლხეთის ისტორიის კვლევას. ბოლო დროს სადაო გახდა ფაზისის ადგილმდებარეობის საკითხი, მიუხედავად იმისა, მდინარე, ტბა და შავი ზღვის სანაპირო, ასე ერთად არ მოიხსენიება არცერთ სამეცნიერო ლიტერატურაში. დროა აღსდგეს ისტორიული სამართლიანობა და ფოთს დაუბრუნდეს უძველესი სახელი ფაზისი და ეწოდოს ფოთი-ფაზისი.
აღსანიშნავია, რომ კოლხეთს-ფაზისს უკავშირდება საქართველოს საზღვაო ისტორია. კოლხები ზღვას უკავშირებდნენ თავიანთ ბედს. ისინი სამყაროს უპირველეს ნაოსნებად სახელდებიან.
აღსანიშნავია, რომ 1984 წელს საბერძნეთის ქალაქ ვოლოსი -სტამბული-ფოთი, შემდეგ რიონით გალაქტიონის სოფელ ჭყვიშამდე ორიათას კილომეტრიანი მარშრუტი ინგლისელმა მეცნიერმა და მოგზაურმა, ტიმ სევერინმა ძველბერძნული ნიმუშის აფრიანი და ხოფებიანი ნავით – ,,არგოთი“ გამოიარა და სამიათას სამასი წლის წინათ საბერძნეთიდან კოლხეთში ნაოსნობის შესაძლებლობა დაამტკიცა, მოვა დრო და დაინიშნება მსოფლიო ტურისტული მარშრუტით არგონავტების ნაკვალევზე, ფაზისის გავლით.
ამ სულისკვეთებით წარიმართა ,,ფაზისის” აკადემიის 1750 წლის თავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ფოთის არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის დარბაზში ა/წ. 30 ივნისს. საიუბილო ღონოსძიებას ესწრებოდნენ ცნობილი მეცნიერები, კოლხეთის ისტორიის მკვლევარები, აკადემიის წევრები რეგიონებიდან და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები.
ბერძნულ-რომაულ ისტორიულ წყაროებზე და მსოფლიოს სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით ფაზისისა და მისი აკადემიის შესახებ ვრცელი მოხსენებით გამოვიდა ფაზისი აკადემიის პრეზიდენტი, მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი კოლხეთის ისტორიის მკვლევარი ბატონი გია კვაშილავა.
,,ფაზისის” აკადემიის საქმიანობაზე საანგარიშო მოხსენებით გამოვიდა აკადემიის სწავლული მდივანი, ქალბატონი ეკა კარტოზია.
საიუბილეო საღამოზე შესრულდა ,,ფაზისის” აკადემიის ჰიმნი ფოთის ანსამბლ ,,ფაზისის” შესრულებით. ჰიმნის ტექსტის ავტორი თინათინ მღვდლიაშვილი, მუსიკის ავტორი ციური გარუჩავა. აკადემიის იუბილეზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ ფაზისის აკადემიის ფოთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქალბატონი დოდო ხუხია, ცნობილი არქეოლოგი, ბატონი ვახტანგ ჯაფარიძე, ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე ბატონი თემურ შანშიაშვილი, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, ბატონი ვახტანგ ყოლბაია, გაზეთ ,,ნიკოლაძის გზით” რედაქტორი ბატონი ზურაბ აბრალავა, ქალაქის საკრებულოს წარმომადგენელი ბატონი გია დარჯანია, ქალაქის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი გვანცა გვაძაბია, საქართველოს ვეტერანთა კავშირის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბატონი პაატა გეგენავა, ფოთის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ბატონი თამაზ პაჭკორია, ფაზისის აკადემიის ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი ალეკო კვინტრაძე, რომელმაც წაიკითხა ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარის, ჩოხატაურის საპატიო მოქალაქის, საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკის, ბატონ რევაზ თედორაძის მილოცვა. საღამოზე კოლხეთისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსი წაიკითხა ქალბატონმა, პოეტმა ლუიზა ჩხეტიამ.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა სენაკის ცნობილი ქალთა ტრიო ,,კოლხეთი”, სახელოვნებო სასწავლებლის მოსწავლეებმა ბრწყინვალედ შეასრულეს სიმღერები და საფორტეპიანო ნომრები.
კონფერენციაზე დაისვა საკითხი ფაზისის აკადემიისათვის შესაფერისი შენობის გამოყოფის თაობაზე.(ქალაქის პარკში ხანძარმა გაანადგურა აკადემიის ულამაზესი შენობა).მას შემდეგ არცერთ მთავრობას არ უზრუნვია ამ დანაკლისის გამოსასწორებლად.
კონფერენციაზე ითქვა, რომ მეცნიერების განვითარენის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის წინსვლა-განვითარება. ამის მაგალითია ჩვენი დიდი წარსული. ერმა უნდა იამაყოს მეცნიერების ამ სიმაღლეებით. საბედნიეროდ ჩვენ მართლაც დიდი გადასახედი გვაქვს-,,ფაზისის” აკადემია!
დაე, მუდამ გზას გვინათებდეს ფაზისის ჩაუქრობელი კანდელი.
ზურაბ აბრალავა,
გაზეთ „ნიკოლაძის გზით“ რედაქტორი
მსგავსი სტატიები
- 672024 წლის 6 და 7 ივნისს, ბახვი ჰესის მოწვევით, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს რეჟისორი ლევან კოღუაშვილი სტუმრობდა. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების მნიშვნელობა და პროფესიები კინო ინდუსტრიაში, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, წარმატების მიღწევის გზები და ფილმის „გურია“ მიმდინარეობა. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით…
- 66საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძესთან, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, ოზურგეთის მერ ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. შენობა, რომელიც 240 მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად განახლდება…
- 65ბახვი ჰესის სალექციო კურსი ახალგაზრდებისთვის 2024 წლის 26მარტს, ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მრჩეველთა საბჭოს ჩართულობის პროგრამის ფარგლებში,მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლების უფროსკლასელები დაბა ჩოხატაურში „ივლიტას ბიბლიოთეკას“ სტუმრობდნენ, სადაც „გურია ნიუსის“ დამფუძნებელმა და მრჩეველთა საბჭოს წევრმა, ია მამალაძემ ჩაატარა სემინარი სახელწოდებით „ვისი ხვედრია თავისუფლება“. ია მამალაძე პროფესიით ჟურნალისტია. მან…
- 64
- 64ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის და ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის სპეციალური თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი იწყება. მოცემელი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სეანსები სტარტს მიმდინარე წლის თებერვლიდან აიღებს. სამიზნე ჯგუფში გაერთიანდება 50 ბენეფიციარი, მათ შორის 25 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდი და 25 მშობელი. შეხვედრები თვეში ერთხელ, ჩოხატაურში…