თაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართა.
ფესტივალი ადგილობრივებს და დამსწრე საზოგადოებას შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და მთავრობის სხვა წევრებმა მიულოცეს.
დღის განმავლობაში გაიმართა კულტურულ-გასართობი, სპორტული და საბავშვო აქტივობები. წარმოდგენილი იყო სპეციალური ინსტალაციები, დეკორაციები, ფოტოზონები და კვების სივრცეები.
შუახევის მუნიციპალიტეტისა და ჭვანის ხეობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 6 მოქალაქეს საპატიო ჭვანელის წოდება მიენიჭა.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა შუახევის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები ,,ფესვები“, ,,ზე-კართან“, ,,შუახევი“, მოწვეული ბენდები – ,,ორიონი“ და ,,ქართული“.
ფესტივალი გვიან საღამომდე გაგრძელდება DJ ნუგოსთან ერთად და გრანდიოზული ფოიერვერკით დაიხურება.
ფესტივალი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და ,,საზოგადოება ჭვანელი“-ს ინიციატივით 2012 წელს დაფუძნდა, რომლის მიზანს ადგილობრივი კულტურის, ფოლკლორისა და სამთო ტურიზმის პოპულარიზაცია წარმოადგენს.
მსგავსი სტატიები
- 97
- 96
https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ… - 96
„ალეგრობა“ წლების მანძილზე ოზურგეთში საქალაქო-საქველმოქმედო დღესასწაული და ოზურგეთლებისათვის ნამდვილად ზეიმი იყო. ეს დრო სავარაუდოდ გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის მთავრობიდან (1809-1826) უნდა ავთვალოთ,რადგან გურიის უკანასკნელი მთავარი ბევრი კულტურული ღონისძიების წამომწყები იყო.როგორც ამბობენ სამამულო ომის დაწყებამ ეს ლამაზი დღესასწაული შეაჩერა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ოზურგეთის… - 92
„ცხოვრებაში დიდი პოეზია შემოჰქონდა ზამთრის დღესასწაულებს, შობას აუცილებლად ღვეძლებით უნდა შევხვედროდით, ეს იყო ნამგალა მთვარის მსგავსი ხაჭაპური, რომელსაც ყველის გარდა მაგრად მოხარშული, ბოლში გამოყვანილი , ორად გაჭრილი კვერცხები ჰქონდა ჩატანებული,ასე, რომ მისი ზედაპირი ალაგ-ალაგ ამობურცული იყო, კალანდას აგუნათი და ჩიჩილაკებით ვეგებებოდით. ეს ჩიჩილაკები ახალი წლის წინა დღით ირთვებოდა სუროთი,… - 91
ავტორი თემურ მარშანიშვილი 8 იანვარს ბედნიერი იყო ოზურგეთის მუსიკალური სკოლის მომცრო საკონცერტო დარბაზი და მასში ძლივსდატეული მსმენელი. ბედნიერებაა , აბა, რა არის, როცა შუბერტი, შოპენი და... ასათიანი შობას მოგილოცავენ. სხვანაირად ვერ შევაფასებ ავსტრიაში, ქალაქ ვაიდჰოფენში მოღვაწე თათა ასათიანი-აიგნერის მიერ მშობლიურ ოზურგეთში ექსპრომტად გამართულ კონცერტს. რასაკვირველია, მეც ბედნიერი ვარ, რომ ამ…
