„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიღწეული მთელი რიგი წარმატებების მიუხედავად, რა თქმა უნდა, შეჩერებას არ ვაპირებთ და მომავალშიც, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა ყველა თქვენგანმა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს, თუმცა, მოგეხსენებათ, განვითარება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის პირობებშია შესაძლებელი, _  ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა  ქ. ოზურგეთში განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა ქ. ოზურგეთში, ზვიად გამსახურდიას მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა, მშვიდობის ფასი და მისი მნიშვნელობა, საქართველოს ისტორიამ და უახლესმა წარსულმა, კერძოდ, 90-იანი წლების ტრაგიკულმა მოვლენებმა და 2008 წლის ომმა, რომელზეც „ნაცმოძრაობასაც“ ეკისრება პასუხისმგებლობა, ნათლად დაგვანახა.

მისივე თქმით, ამის საპირისპიროდ, მმართველი პარტია ერთადერთია, რომელმაც ქვეყანას 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი მოუტანა.„გურულებს მშვიდობის ფასი არ გესწავლებათ. თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც ღვინის სამშობლოში, ქართულ სუფრაზე, საკრალური ქართული ღვინით, პირველად სწორედ მშვიდობის სადღეგრძელოს წარმოთქვამთ.

მშვიდობას რა ფასი აქვს, ჩვენი ქვეყნის ისტორიამ კარგად გვასწავლა. საუკუნეების განმავლობაში ქართველები არნახულ მსხვერპლზე მივდიოდით და სიცოცხლის ფასად, იარაღით ხელში ვიცავდით ჩვენი ოჯახების, ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის მშვიდობას. მშვიდობის მნიშვნელობა მკაფიოდ დაგვანახა საქართველოს უახლესმა წარსულმაც, იმ ტრაგიკულმა მოვლენებმა, რაც ჩვენს სამშობლოში 90-იან წლებში დატრიალდა და 2008 წლის ომმა, დანაშაულმა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობაა“ პასუხისმგებელი.ამის საპირისპიროდ, „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა საქართველოში, რომელმაც, ურთულეს ვითარებაში, ქვეყანას 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა!

ყველა, ვისაც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ერთხმად ვთანხმდებით, რომ დღეს, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც საქართველო რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე დგას, მშვიდობის შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, ფაქტია, საქართველოში დღეს ჯერ კიდევ თავისუფლად საქმიანობენ რადიკალური ძალები, უფრო კონკრეტულად კი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც არათუ მშვიდობა არ სურს ჩვენს ქვეყანაში, არამედ ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს, რომ საქართველო, როგორმე, სამხედრო კონფლიქტში ჩაითრიოს. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა სამსახურში დგას და ეს უკვე არაერთხელ დამტკიცდა.

ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ეს ძალა და მისთვის დავალების მიმცემები საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ,“ _  განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გაზეთ „ალიონის“ ფოტო

უფასო პოლიტიკური რეკლამა

მსგავსი სტატიები

  • 77
    ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ახლოდან აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებამდე მოვლენებს და ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხალხმა აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისა და თავიანთი ქვეყნის ევროკავშირის გზისადმი ერთგულება. განცხადების თანახმად, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი…
  • 77
    „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობსპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე და სახელმწიფო რწმუნებული გურიაში გიორგი ურუშაძე, დაბა ნარუჯისა და ლაითურის მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრისას „ქართული ოცნების" ხელისუფლების მხარდაჭერით გაწეულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. „მოხარული ვარ, რომ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს…
  • 77
    ვასილ ჩიგოგიძე: „მოსახლეობის უმრავლესობა აუცილებლად გააკეთებს ღირსეულ არჩევანს და ხმას მისცემს მშვიდობას, კეთილდღეობას, განვითარებას, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას და ევროპულ მომავალს!“დავასრულეთ საარჩევნო კამპანია გურიაში. შევხვდით ყველა თაობის ადამიანს და გვქონდა პოზიტიური შეხვედრები, სადაც მოსახლეობას გავაცანით „ქართული ოცნების“ პროგრამის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები. გამოწვევები კვლავ რჩება, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეტაპობრივად მოვაგვარებთ და ჩვენი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ. მეამაყება, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოვადგენდი გურიას, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი.…
  • 76
    აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებასაქართველოში მძლავრი დემოკრატია 2004 წლიდან იყო და არის ქვეყნის სიძლიერის წყარო, ხოლო გუშინდელი აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ერთგულებას დემოკრატიისადმი. თუმცა, 2024 წელს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით, რამაც ხელი შეუშალა თანასწორი პირობების…
  • 73
    შალვა პაპუაშვილი - ევროპული გზა უნდა გავიაროთ ისე, რომ მას არ შეეწიროს ჩვენი დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა“_ ზოგიერთისგან გვესმის, რომ დღეს საქართველო საგარეო-პოლიტიკურ გზაჯვარედინზეა. სინამდვილეში, ჩვენმა ხალხმა და „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ხანია მისი საგარეო-პოლიტიკური არჩევანი მკაფიოდ გამოხატა,,_ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, ქ. ოზურგეთში სიტყვით გამოსვლისას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ევროპული ღირებულებები გამჯდარია ქართველი ხალხის გენში. მისი თქმით, ხელისუფლების…