23-28 სექტემბერს ქალაქ ბათუმში აჭარის თასის ღია გათამაშება გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა საჩოგბურთო სექციის აღსაზრდელებმაც მიიღეს მონაწილეობა.
აღნიშნული ტურნირი ოზურგეთელი ჩოგბურთელებისთვის წარმატებული გამოდგა. ოზურგეთელმა სპორტსმენებმა 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
🥇
8 წლამდე კატეგორიაში ჩემპიონი დემეტრე ვასაძე გახდა
🥈
მეორე ადგილზე ამავე კატეგორიაში გიორგი სალუქვაძე გავიდა
🥈🥉🥉
ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს 14 წლამდე კატეგორიაში დებმა: ელენე და ბარბარე მამალაძეებმა.
ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ასევე 12 წლამდე კატეგორიაში ელენე ხარაბაძე.
ტურნირზე ძალზედ კარგი და დასამახსოვრებელი მატჩები ჩაატარეს დათუნა ბლაგიძემ და ყველაზე პატარა მონაწილემ 5 წლის ნანუკა დოლიძემ,რომელსაც მოსაგებად ერთი ბურთი დააკლდა მომავალ ფინალისტთან.
,, სასიხარულოა , ის გარემოება, რომ ოზურგეთელ ბავშვებს მალევე დაეტყოთ ახალ კორტებზე სისტემატიური ვარჯიში, რომელმაც შედეგებზეც მყისიერად ჰპოვა ასახვა. ოზურგეთის საჩოგბურთო სექცია ძალიან მალე განაახლებს ახალი ჯგუფების მიღებას და იმედს ვიტოვებთ, რომ ოზურგეთს ჩოგბურთში კიდევ არაერთი ჩემპიონი და პრიზიორი ეყოლება” – გივი სიამაშვილი, მწვრთნელი.
✅ ოზურგეთელი ჩოგბურთელები ტურნირისთვის მწვრთნელებმა: დავით თავართქილაძემ, მამუკა კილაძემ და გივი სიამაშვილმა მოამზადეს.

მსგავსი სტატიები

  • 90
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 87
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 85
    ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 84
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობა დასრულდაოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასრულდა თანამედროვე სტანდარტის ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობა, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში მოეწყო: ჩოგბურთის 3 ღია კორტი ტრიბუნით, აშენდა ადმინისტრაციული შენობა და დამხმარე ნაგებობები. ცენტრის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების…
  • 84
    ოზურგეთის მუნიციპალური ჩემპიონატი ჭადრაკშისაჭადრაკო კლუბში დამთავრდა ოზურგეთის მუნიციპალური ჩემპიონატი 9 და 11 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის,რომელშიც 20-მდე მონაწილე იყო ჩართული. მონაწილეთა შორის იყო ისინიც, რომლებიც პირველად ღებულობდნენ მონაწილეობას ოფიციალურ შეჯიბრებაში. თავიდანვე უნდა ითქვას,რომ ახალბედებმა უკვე საკმაოდ გამოცდილ მექოქეებთან კარგად იასპარეზეს, რაც შედეგებშიც და თამაშის ხარისხშიც გამოიხატა.ამ მხრივ აღნიშვნას იმსახურებს სამწვრთნელო საქმიანობაში…