„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში ორგანიზაციის გრძელვადიანი დამკვირვებლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხშირად იღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საარჩევნო კამპანიაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჩართული პირები ამომრჩეველზე, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ ადამიანებზე, ზეწოლას სხვადასხვა გზებით ცდილობენ.
მისივე თქმით, მმართველი პარტიის აქტივისტები სხვადასხვა მიზეზით, ამომრჩეველთა ნაწილს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დროებით მათთვის გადაცემას სთხოვენ.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ საარჩევნო პროცესებს 2024 წლის 1 ივნისიდან აკვირდება და პერიოდულად აქვეყნებს წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგებს. ბოლო კვირების განმავლობაში ორგანიზაციის გრძელვადიანი დამკვირვებლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხშირად იღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საარჩევნო კამპანიაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჩართული პირები ამომრჩეველზე, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ ადამიანებზე, ზეწოლას სხვადასხვა გზებით ცდილობენ. „სამართლიანი არჩევნები” ეხმიანება კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ზოგიერთ ფაქტს:
მმართველი პარტიის აქტივისტები სხვადასხვა მიზეზით, ამომრჩეველთა ნაწილს სთხოვენ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დროებით მათთვის გადაცემას (მაგალითად: ზუგდიდი, ბორჯომი, ხაშური, ლაგოდეხი, გურჯაანი, ყვარელი). არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს წარმოადგენს. „სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს ამომრჩევლებს, არავის გადასცენ საკუთარი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუკი არსებობს ზემოთ აღწერილი გარემოება;
საბიუჯეტო ორგანიზაციებში, ასევე, ზოგიერთ კერძო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს მათი ხელმძღვანელები ავალებენ, მმართველი პარტიის სასარგებლოდ, სავარაუდო მხარდამჭერთა სიების შედგენას და მათთვის გადაცემას (მაგალითად: თბილისი, ბოლნისი, ლაგოდეხი, ჩოხატაური, გურჯაანი, ქარელი, საგარეჯო, ყვარელი, თელავი და დედოფლისწყარო); თანამშრომლებისთვის მსგავსი დავალებების მიცემა, ასევე, ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების ამ ფორმით მოპოვება, შენახვა, დამუშავება უკანონოა. „სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს საბიუჯეტო და კერძო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს, თავი შეიკავონ უკანონო დავალებების მიცემისგან. ასეთ შემთხვევებში თანამშრომლებს უფლება აქვთ, არ შეასრულონ მიღებული უკანონო დავალება, რაც უშუალოდ არ გამომდინარეობს სამსახურეობრივი ფუნქციიდან”, – განაცხადა დოლიძემ.
დოლიძის განმარტებით, მმართველი პარტიის აქტივისტები ამომრჩევლებს, მათი ხმების სანაცვლოდ, ურიგებენ პროდუქტს, საწვავის ტალონებს ან სთავაზობენ მომსახურების გაწევას. (მაგალითად: თბილისი, ზუგდიდი, ახალქალაქი, ქარელი, კასპი, ბორჯომი, ხაშური).
„ამომრჩევლის მოსყიდვა საქართველოს კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და ითვალისწინებს როგორც ამომრჩევლის მომსყიდველი პირის, ისე მოსყიდული ამომრჩევლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდება ამომრჩეველი თუ იგი ამ ფაქტის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადებს შესაბამის ორგანოს;
მმართველი პარტიის აქტივისტები არასაჯარო საკომუნიკაციო არხების მეშვეობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ არჩევნების დღეს გამოყენებული ელექტრონული აპარატების მეშვეობით ისინი გაიგებენ, თუ რომელ პარტიას მისცემს ხმას ესა თუ ის ამომრჩეველი (მაგალითად: ზუგდიდი, ადიგენი, ქარელი, გორი, ბორჯომი, ხაშური, ლაგოდეხი, გურჯაანი, ყვარელი, დედოფლისწყარო და თელავი). საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული არაერთი განცხადებით, ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენება უსაფრთხოა და ვერავინ გაიგებს, რომელმა ამომრჩეველმა რომელ პარტიას მისცა ხმა. ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატები ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული და საარჩევნო ბიულეტენი არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას, რითაც შესაძლებელი იქნება კონკრეტული ამომრჩევლის ბიულეტენთან დაკავშირება. შესაბამისად, კენჭისყრის ფარულობა უზრუნველყოფილია”, – აღნიშნა მან.
„სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს ამომრჩევლებს, არავის გადასცენ საკუთარი პერსონალური მონაცემი ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
„ასევე, კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, რომ ხმის მიცემა ფარულია და შეუძლებელია ამომრჩევლის მიერ დაფიქსირებული არჩევანის გადამოწმება, მათ შორის ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულ საარჩევნო უბნებზეც.
„სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, შეისწავლონ, გამოიძიონ და მიიღონ შესაბამისი ზომები ბოლო პერდიოში გაჟღერებულ კანონის სავარაუდო დარღვევის არაერთ ფაქტთან დაკავშირებით”,_- განაცხადა დოლიძემ.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 58საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 047 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს. 193 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა ხელახალი კონკურსი. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევა კანონმდებლობის შესაბამისად, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით წარმართა, დაინტერესებული მხარეები მაინც შეეცადნენ პროცესის დისკრედიტაციას.…
- 55„უნდა ვთქვა, რომ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს გუნდი, რომლებთანაც ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მხარს ვუჭერთ მათ მუშაობას, თავისი საქმის ერთგულები და პროფესიონალები არიან“, _ განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა. როგორც ელჩმა „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას აღნიშნა, ცესკოს გუნდი მზად არის არჩევნების თავისუფლად…
- 54_ ზოგიერთისგან გვესმის, რომ დღეს საქართველო საგარეო-პოლიტიკურ გზაჯვარედინზეა. სინამდვილეში, ჩვენმა ხალხმა და „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ხანია მისი საგარეო-პოლიტიკური არჩევანი მკაფიოდ გამოხატა,,_ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, ქ. ოზურგეთში სიტყვით გამოსვლისას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ევროპული ღირებულებები გამჯდარია ქართველი ხალხის გენში. მისი თქმით, ხელისუფლების…
- 53ცენტრალური საარჩევნო კომისია საზღვარგარეთ მცხოვრები, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი თანამემამულეების რაოდენობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. როგორც ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაინტერესებული მხარეები მანიპულირებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ საკონსულო პორტალ geoconsul.gov.ge-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკით და აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია 128 000-მა თანამემამულემ გაიარა, მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო…
- 53საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ყოველ პარტიას უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე…