ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი აცხადებს, რომ ზოგიერთ უბანზე „მცირედი ტექნიკური ხარვეზები“ დაფიქსირდა, თუმცა ადმინისტრაციას „დაუყოვნებლივი რეაგირება“ ჰქონდა.

„პროცესი ახლა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ყველა უბანი ამ დროისთვის იღებს ამომრჩევლებს და მიმდინარეობს კენჭისყრა“, – თქვა იოსელიანმა.

ამომრჩევლებს საერთო ჯამში 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

აქედან საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბნები:

  • 12 – პენიტენციურ დაწესებულებებში,
  • 1 – ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში.

მსგავსი სტატიები