ახლახან დაბა ჩოხატაურში ჩატარდა საქართველოს ღია პირველობა ბაზიერობაში, რომელშიც ჩოხატაურის, ფოთის, აჭარის ცნობილი ბაზიერები მონაწილეობდნენ.
გარდამარჯვებულთა შორის უმეტესად ჩოხატაურელი ბაზიერები იყვნენ და მათვე გადაეცათ დიდი ქართველი ბაზიერის აკაკი ჩხიკვიშვილის სახელობის გარდამავალი თასი „ჩოხატაური.“
დაჯილდოებულთა შორის იყვნენ გუთურელი ვაჩეიშვილების ოჯახის 3 წევრი: ბაბუა გოგი, შვილი ანზორი და შვილიშვილი გიორგი ვაჩეიშვილები.
ოზურგეთელ ბაზიერებს გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული წარმატებები ჰქონდათ რესპუბლიკურ პირველობებზე. ცნობილი ბაზიერები იყვნენ:იორდანე და გიგა ლომთათიძეები, რობერტი ჟღერია, ფაკო მახარაძე, ძმები სულიოკო და ჟორას თავართქილაძეები, რევაზ და ავთანდილ ურუშაძეები, მიხეილ. გიორგაძე, ბიჭიკო მეფარიშვილი და სხვები. ბაზიერებს ოზურგეთში ფეხბურთელების მსგავსად პატივს სცემდნენ და შემოსავლიან მაღალანაზრაურებად სამსახურებში ასაქმებდნენ. რამდენიმე ახალ ტაქსებზე მძღოლად იყვნენ დასაქმებული.მათი ხსოვნის პატივსაცემად, სოფელ მაკვანეთში (გორმაღალა) მოწყობილია ბაზიერების მემორიალი და ყოველწლიურად, 19 აგვისტოს აქ იკრიბებიან გარდაცვლილი ბაზიერების ახლობლები.
როგორც გურიის სამონადირეო ტურიზმისა და ბაზიერთა კლუბის ხელმძღვანელი ერმოგენ კომახიძე ამბობს, ოზურგეთს ამჟამად ჰყავს ორი ცნობილი ყოფილი ბაზიერები: საქართველოს არაერთგზის გამარჯვებული კლარა თავართქულაძე და ზაურ მეფარიშვილი.
ერმოგენ კომახიძის თქმით, საწყენია, რომ ოზურგეთელებმა ბაზიერობაში პოზიციები დათმეს და ათეული წლებია ტურნირებში არ მონაწილეობენ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის სპორტის ძველ ტრადიციულ სახეობას აფინანსებს და მნიშვნელოვან ტურნირებსაც აწყობენ.
სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ბაზიერობის განვითარების კუთხით ოზურგეთი დუმს.
მსგავსი სტატიები
- 94
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14…
- 92
ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 91ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
- 89
ევრობასკეტის მე-4 ტურში საქართველოს ნაკრები მასპინძელ კვიპროსს ლიმასოლში დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 93:61 დაამარცხა. ნაკრებს აშკარად დავალებული ჰქონდა პერიმეტრიდან შეტევა და ქართველი კალათბურთელებიც არერიდებოდნენ, თუმცა 13-დან მიზანს 3-მა უწია, პირველი ათწუთეული კი 15:13 დასრულდა. საუკეთესო შენგელია გახლდათ 7 ქულით, გოგამ 6 ჩააგდო, ბოლდვინმა კი - 2. მეორე მეოთხედში ქართველები ჯიუტად…
- 88ჩოხატაურის „ბახმარო“ საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მესამე ლიგის გუნდებს შორის მეორე ტურში შინ, „ორბს“ შეხვდა და ანგარიშით 0:5 დამარცდა.