რეჟისორი გიორგი ჭუმბურიძე მოკლემეტრაჟიან ფილმს იღებს ქართული ფოლკლორის მოამაგეების, ცნობილი ლოტბარის, მომღერლის, თვითნასწავლი კომპოზიტორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე არტემ ერქომაიშვილისა და ქართველი მუსიკოსის, ფოლკლორისტის, ხალხური სიმღერების შემკრების,  საგუნდო დირიჟორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერის, შოთა რუსთაველის, ივანე ჯავახიშვილის, ილია ჭავჭავაძის,ექვთიმე თაყაიშვილის,იაკობ გოგებაშვილის, ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემიების ლაურეატის ანზორ ერქომაიშვილის შესახებ.

გადაღებები  მიმდინარეობდა ფილმის გმირების მშობლიურ სოფელ მაკვანეთსა და სოფელ ლიხაურში.

თუ როგორ წარიმართა გადაღებები, ფილმის რეჟისორს გიორგი ჭუმბურიძეს ვესაუბრეთ:

_ ამჟამად, ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი კინოცენტრის ხელშეწყობის კონკურსში გამარჯვებულ მოკლემეტრაჟიან ფილმს  „შავი შაშვი ჩიოდაო“ იღებს, რომელიც ორი ბუმბერაზი ადამიანის _ბაბუა – შვილიშვილის არტემ და ანზორ ერქომაიშვილების შესახებ მოგვითხრობს.

იდეის ავტორი მე გახლავართ, სცენარი გიორგი ალავიძესთან ერთად დავწერეთ.

ფილმის რედაქტორი სოსო ჭუმბურიძეა.

ფილმში დაკავებულნი არიან მსახიობები: ირაკლი კავსაძე, მიშო ჯავახიშვილი; ცნობილი მომღერლები:  ზურაბ ჩხაიძე (ასკანელი), ტრისტან სიხარულიძე, ლევან ნინიძე. პატარა ანზორის როლს მიქაელ სალარიძე ასრულებს.

გურიაში გადაღებები 1 ნოემბერს დავიწყეთ და დღეს დავასრულეთ.რამდენიმე სცენა  გადავიღეთ ერქომაიშვილების მშობლიურ სოფელ მაკვანეთსა და ლიხაურში. საზოგადოების ინტერესი და მხარდაჭერა დიდი იყო. ნაწილი სცენების გადაღება თბილისში განვახორციელეთ.

მოკლემეტრაჟიანი ფილმი 20 წუთიანია და სავარაუდოდ სამონტაჟო სამუშაოებს მომავალი წლის დასაწყისში დავასრულებთ _გვითხრა მან.

გაზეთ „ალიონის“ კითხვაზე, ხომ არ აპირებენ ამ ფილმის გაგრძელებას, რეჟისორმა გიორგი ჭუმბურიძემ გვიპასუხა:

_ ვფიქრობთ, მომავალში სრულმეტრაჟიანი ფილმი გადავიღოთ. ეს კი სპონსორებზეა დამოკიდებული.

 

მსგავსი სტატიები

  • 86
    „სამუზეუმო მეხსიერების სალაროდან“https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ…
  • 83
    ისევ ალეგრობის შესახებ„ალეგრობა“ წლების მანძილზე ოზურგეთში საქალაქო-საქველმოქმედო  დღესასწაული და ოზურგეთლებისათვის ნამდვილად ზეიმი იყო. ეს დრო  სავარაუდოდ გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის  მთავრობიდან (1809-1826) უნდა ავთვალოთ,რადგან გურიის უკანასკნელი მთავარი  ბევრი კულტურული ღონისძიების  წამომწყები იყო.როგორც ამბობენ სამამულო ომის დაწყებამ ეს ლამაზი დღესასწაული შეაჩერა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. აქვე უნდა ვთქვათ  ისიც, რომ   ოზურგეთის…
  • 80
           შობა-კალანდა გურიაში       „ცხოვრებაში დიდი  პოეზია შემოჰქონდა  ზამთრის დღესასწაულებს, შობას აუცილებლად  ღვეძლებით უნდა შევხვედროდით, ეს იყო ნამგალა  მთვარის მსგავსი ხაჭაპური, რომელსაც ყველის გარდა  მაგრად მოხარშული, ბოლში გამოყვანილი , ორად გაჭრილი კვერცხები  ჰქონდა ჩატანებული,ასე, რომ მისი  ზედაპირი ალაგ-ალაგ  ამობურცული იყო, კალანდას აგუნათი  და ჩიჩილაკებით ვეგებებოდით. ეს ჩიჩილაკები ახალი წლის წინა დღით ირთვებოდა  სუროთი,…
  • 79
    თაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართათაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართა. ფესტივალი ადგილობრივებს და დამსწრე საზოგადოებას შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და მთავრობის სხვა წევრებმა მიულოცეს. დღის განმავლობაში გაიმართა კულტურულ-გასართობი, სპორტული და…
  • 78
    ახალი საგანმანათლებლო პროექტი„მუზეუმში საუბრობს ცნობილი“ დაიწყოექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში , ახალი საგანმანათლებლო პროექტი„მუზეუმში საუბრობს ცნობილი“ გაიმართა. პროექტის ფარგლებში,თვეში ერთხელ მოსწავლე ახალგაზრდობას საშუალება ექნება შეხვდეს მუზეუმში მოწვეული სტუმარს, ცნობილ და წარმატებულ ადამიანს,მოუსმინოს, დაუსვას კითხვები და მიიღოს პასუხები. პროექტი პირველად განხორციელდა და პირველი სტუმარი, ცნობილი ლოტბარი,მოკრიმანჭულე და კულტურის დამსახურებული მოღვაწე ბატონი ტრისტან სიხარულიძე გახლდათ. …

არ გამოტოვოთ