თქვენი საქმის თქვენ იცით, დამიჭერთ ორი თვით? დამიჭირეთ, – ასე მიმართა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს.

ელისაშვილმა სხდომაზე ისაუბრა იმ დღეზე, როდესაც სასტუმრო „ ქორთიარდ მერიოტში” ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდგომ ის პოლიციამ „ქართული ოცნების“ წევრ, ალი ბაბაევთან დაპირისპირების გამო დააკავა.

ჯერ ერთი, მე არსად არ ვიმალები. ოპოზიციის წინასწარ გამოცხადებულ ღონისძიებაზე ვიყავი მისული. ისეთ ადგილას იყო ეს ღონისძიება, სადაც სპეცრაზმით იყო სავსე. წინა დღეს მე დავინახე, რომ სახლთან მითვალთვალებდნენ, ვიცოდი, რომ ჩემ დაკავებას აპირებდნენ, ისიც ვიცოდი და ვგრძნობდი, რომ აშკარად დამაკავებდნენ „მერიოტში“, მაგრამ ავდექი და წავედი. იმდენად ვიყავი დარწმუნებული, რომ წინასწარ ჩემ ახლობელს დავუტოვე ტელეფონი და საფულე.

მე ვარ კანონის პატივისმცემელი ადამიანი. ვინმე შემეხმიანა და მითხრა, მოდი დაკითხვაზე? არა! ისე მხეცურად უნდა დავეკავებინეთ, ცემა-ტყეპით, წიხლებით რომ შემდგნენ?“ – განაცხადა ელისაშვილმა და აღნიშნა, რომ დაკავების მიზეზზე პოლიციას მისთვის „ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს“.

„ცემა-ტყეპით და გინებით წამათრიეს, რუსების აგენტი ხარო და რაღაცებს მეძახდნენ“, – განაცხადა ელისაშვილმა და დასძინა, რომ მისი დაკავება და მომხდარი, „წინასწარ დაგეგმილი ამბავი იყო“.

ამასთან, მან ისაუბრა ალი ბაბაევთან დაკავშირებითაც.

წარმოდგენა არ მქონდა, რომელ პარტიაში იყო ბაბაევი. არამზადად ვიცნობდი ყოველთვის. მე მასთან მქონდა ძალიან მძიმე ფაქტები, როცა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ვიყავი, მოდიოდა. ვიღაცებთან რაღაც აშკარა კორუფციული ინტერესით მოდიოდა და ყოველთვის უარს ვეუბნებოდი“, – განაცხადა ელისაშვილმა და აღნიშნა, რომ ბაბაევი მასთან „რაღაც კორუფციული ინტერესით” მაშინაც მივიდა, როცა საკრებულოს წევრი იყო.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 88
    ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 9 პირი, მათ შორის ნინო ქათამაძე, ლადო აფხაზავა, მაია ცირამუა და ჟურნალისტები სამართალდამრღვევად ცნო და 5000-5000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრაქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირი სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ჯარიმა დაეკისრათ: გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე…
  • 84
    ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს, 30 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა.„მინდა პატივისცემა გამოვხატო ყველას მიმართ. არასდროს ნასამართლევი არ ვყოფილვარ და ადმინისტრაციული დარღვევაც არ მქონია. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მოხდა ასეთი რამ. მე 4 წლის განმავლობაში ვიყავი მერი, ასევე საკრებულოს წევრი, ვემსახურებოდი საზოგადოებას, ჩოხატაურელებს, ვემსახურებოდი ყველას და მყავს მცირეწლოვანი შვილი, პენსიონერი ბებო, ვნანობ, რაც გავაკეთე, მაგრამ ჩემს ნაცხოვრებს და განვლილ პერიოდს თუ…
  • 82
    ოზურგეთელებს კახაბერ კვაჭანტირაძეს და სიმონ მახარაძეს სხვა 14 პირთან ერთად, პროკურატურამ ბრალი წარუდგინასაქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება კიდევ 16 პირს, მათ შორის, ირაკლი შაიშმელაშვილს დაუსწრებლად წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. პასუხისგებაში მიცემული 16 პირიდან, მხოლოდ მარიამ მეყანწიშვილი იქნება გამონაკლისი, რომლის მიმართაც უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით…
  • 78
    ალეკო ელისაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდადღეს, 1-ელ დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს, რომელსაც „ტერორისტული აქტის მცდელობას“ ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და არ დაეთანხმა ადვოკატის მიერ შეთავაზებულ ალტერნატივას, რაც გულისხმობდა ელისაშვილის 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოშვებას. ამასთან, ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის განაცხადებით, მანამდე მას პროკურატურამ ხელი…
  • 76
    ახალი კანონპროექტით მედიას სასამართლოს სხდომების გაშუქება ეზღუდებაქართული ოცნების ახალი კანონპროექტით, რომლითაც ცვლილებები შედის ორგანულ კანონში საერთო სასამართლოების შესახებ, მედიას სასამართლოს სხდომების გაშუქება ეზღუდება. ცვლილებების თანახმად, იზღუდება სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღებაც. პროცესების გადაღების უფლებამოსილება კი ენიჭება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს. მედიასთან დაკავშირებული მუხლი ითვალისწინებს შემდეგს: სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-,…