დავით ართმელაძე დაიბადა 1865 წელს, სოფელ ქვიანში, გურული თავადის, ადამ ართმელაძის ოჯახში. იგი 20 წლის იყო, როცა სამხედროსასწავლებელში, კადეტთა კორპუსში ჩაირიცხა. შემდეგ მსახურობდა მეფის რუსეთის არმიაში. იყო რუსეთ-იაპონიის და პირველი მსოფლიო ომების მონაწილე. მას მიღებული აქვს წმინდა გიორგის ჯვარი და საბრძოლო დიდების ხმალი.
1915 წლის საბრძოლო მოქმედებებისას გენერალი ართმელაძე სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, რა დროსაც დაიჭრა. გარდაუვალი სიკვდილისგან ღვთისმშობლის ხის პატარა ხატმა იხსნა, რომელსაც ყოველთვის თან ატარებდა-როგორც აღმოჩნდა, ნასროლი ტყვია ხატს მოხვდა და აისხლიტა.
1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, დავით ართმელაძე აქტიურად მონაწილეობდა ქართული არმიის შექმნაში. 1918-21 წლებში საქართველოს სამხედრო ძალების პირველ დივიზიას მეთაურობდა, იყო სამხედრო საბჭოს წევრი. ბათუმის ეპოპეის ჩათვლით, იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ყველა საბრძოლო მოქმედებებში. 1921 წელს, გენერალ მაჭავარიანთან ერთად, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, მცირერიცხოვანი ძალებით, სოხუმის მიმართულებით იბრძოდა, შემდგომ კი უკან დახევით სამტრედიაში მოხვდა. სწორედ, აქ მიიღო მან გენერალ მაზნიაშვილისგან ინფორმაცია ბათუმში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სადაც თურქები იყვნენ შემოჭრილები და 1500 კაციან მოხალისე ჯგუფთან ერთად, რომელიც თავადშეკრიბა, 1921 წლის 16 მარტს ბრძოლის ამ ხაზს შეუერთდა.
ბათუმი ორ საბრძოლო უბნად იყო დაყოფილი და სწორედ ერთ-ერთს ხელმძღვანელობდა გენერალი ართმელაძე. ქართულმა ჯარმა მოახერხა თურქების ბათუმიდან განდევდა. როგორც თავად გენერალი მაზნიაშვილი აღნიშნავდა, ამ ბრძოლაში 84 ქართველი დაიღუპა, რომელთა შორისაც იყო გენერალ ართმელაძის თანასოფლელი ნიკოლოზ წულაძე, რომელიც მოხალისედ იბრძოდა.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, სხვა გენერლებთან ერთად, დავით ართმელაძეც მონაწილეობდა საქართველოში წითელი არმიის ფორმირებასა და სამხედრო სასწავლებლების შექმნაში, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, იგი 1908 წელს დაქორწინდასოფიო წულუკიძეზე, რომელთანაც 1909 წელს შეეძინა ქალიშვილი ნინა, ხოლო 1911 წელს ვაჟი ილია.ბოლო დოკუმენტაცია, რომელიც ართმელაძის შესახებ ინფორმაციას ინახავს, 1927 წლითაა დათარიღებული-ირკვევა, რომ მან შესაბამისი სამხედრო ატესტაცია გაიარა.სავარაუდოდ, იგი სწორედ ამ პერიოდში გარდაიცვალა.
დაკრძალულია სოფელ ქვიანის ეკლესიის სასაფლაოზე.
2022 წელს ბატონ გოგი ფირცხალაიშვილის ძალისხმევით ართმელაძის საფლავზე მისი ბიუსტი დაიდგა.
წიგნიდან „ლანჩხუთის ქრონიკები“
მსგავსი სტატიები
- 53
( მსოფლიო დონის აფიორა, რომელიც კრიმინალისტიკის გაკვეთილებზე ისწავლებოდა) ამბავი, რომელსაც ამჟამად მოგიყვებით, XX საუკუნის დასაწყისისთვის მეტისმეტად უჩვეულო იყო. ამიტომ, კარგა ხანს, კრიმინალისტიკის რუსულ სახელმძღვანელოებში მისი დეტალები განიხილებოდა, როგორც „არნახული აფიორის“ ნიმუში. უნდა ითქვას ისიც, რომ ოთხი გურული ფირალის მიერ სტამბოლში, ოსმალეთის ბანკის გაძარცვის ამბავი შემდგომში არაერთი სათავგადასავლო ფილმის სიუჟეტადაც კი… - 51
გობრონიძეთა გვარი საკუთარი სახელიდან გობრონ-იდან მოდის. ამ საკუთარ სახელებს ჩვენში გმირული წარსული აქვს. გობრონი ერქვა ერთ სამხრეთელ ქართველ ციხისთავს, რომელიც X საუკუნის დამდეგს მოღვაწეობდა და 914 წელს, ერთ-ერთი არაბი სარდლის შემოსევისას ყველის ციხიონს ედგა სათავეში. 28 დღე და ღამე გმირულად უმკლავდებოდნენ ყველელი ქართველები მრისხანე მტერს და მხოლოდ მას შემდეგ დანებდნენ,… - 50
,, ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი“ გრ. რობაქიძე მე-19 საუკუნის საქართველოს ისტორიაში ნათელ ფურცლებს წარმოადგენს ინგლისელი ქართველოლოგების და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების ცხოვრების ის წლები , რომლებიც მათ შესწირეს საქართველოს, ქართველი ხალხისმრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესწავლას, ინგლისურენოვანი სამყაროსთვის მისი რაც შეიძლება უკეთ გაცნობის კეთილშობილურ მიზანს. და ძმა უორდროპები საქართველოს 1894 წლის… - 49
იმ პერიოდში, როცა კომუნისტური რეჟიმი მძვინვარებდა, ქალაქში ნაკლებად, სოფელში კი შობას და კალანდას განსაკუთრებულად აღვნიშნავდით. ჩვენ სოფელ მაკვანეთში ვცხოვრობდით, ოზურგეთიდან ხუთ კილომეტრშია. ერქომაიშვილების გვარი იქიდან მოდის. ჩვენი ოჯახი მგალობელთა ოჯახი გახლდათ. ბაბუაჩემი არტემ ერქომაიშვილი ცნობილი მგალობელი იყო. მთელი ოჯახი ვმარხულობდით. ბავშვებსაც გვაჩვევდნენ. მარხვას კი არ არქმევდნენ, მაგრამ ამბობდნენ, ახლა ხორცი… - 48
1953 წლის 29 მაისს ახალი ზელანდიელი სერ ედმუნდ ჰილარი და ნეპალელი შერპა თენცინგ ნორგეი გახდნენ პირველი მთამსვლელები, რომლებმაც წარმატებით დაიპყრეს ევერესტი, მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთა (8,848.86 მეტრი). მათი მიღწევა კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ მონუმენტად იქცა და დღემდე ადამიანის შეუპოვრობის ტრიუმფს განასახიერებს. ევერესტის მწვერვალზე ასვლა არ იყო მხოლოდ ფიზიკური შრომის შედეგი, ეს…