საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, განიხილონ ახალი არჩევნების შესაძლებლობა. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას „ვაიმარის სამკუთხედის“ – საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის – საგარეო საქმეთა მინისტრები ავრცელებენ.

„ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები, სერიოზულად შეშფოთებულები ვართ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა და “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაზე, გაყინოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. კრიზისის მიზეზი საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკური კურსი და ევროპული გზიდან მისი გადახვევაა.

არაერთხელ მოვუწოდეთ საქართველოს ოფიციალურ პირებს, შემოებრუნებინათ თავიანთი კურსი და დაბრუნებულიყვნენ ევროკავშირის ინტეგრაციას ევროპული ნორმებისა და ღირებულებების დაცვითა და რეფორმების გატარებით.

მკაცრად ვგმობთ გასული კვირის ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიისა და ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ, და აღვნიშნავთ საქართველოს ოფიციალური პირების პასუხისმგებლობას პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და დაიცვან ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების თავისუფლება და მედიის თავისუფლება. უმკაცრესად ვგმობთ პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ მუქარებს”, _ წერია განცხადებაში.

მსგავსი სტატიები

  • 93
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებაროგორც საჯაროდ დაანონსდა, ამ დღეებში, საქართველოში რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარი ჯგუფი ჩამოდის, რომელსაც ლიეტუვის პარლამენტის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა მოუყარა თავი. ამ ჯგუფმა ჩემთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაც ითხოვა, რაზეც უარი ვუთხარი და წერილობითაც განვუმარტე უარის მიზეზი. გთავაზობთ საპასუხო წერილს ქართულად: *** არ გამკვირვებია ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის…
  • 93
    ევროპარლამენტი მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას...ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მიიღო. რეზოლუციას მხარი 324 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 87-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი: „მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ასევე, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას; მკაცრად გმობს „ქართული…
  • 92
    პრემიერ მინისტრი ბახმაროში ტრადიციულ დოღს დაესწროსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გურიას და გურიის სტუმრებს ფერისცვალება და ბახმარობის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, მთავრობის, პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბახმაროში სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო, რომლებიც ფერისცვალების დღესასწაულზე ყოველწლიურად იმართება. პრემიერმა ბახმაროს პარკში ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა დაათვალიერა. „ბახმარო გამორჩეულია განსაკუთრებული სილამაზით,…
  • 92
    17 ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს - გაოგნებულები ვართ, რომ „ართული ოცნება” აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკის გამოყენებას კრიტიკოსების გასაჩუმებლად - ეუთოს კონტექსტში ყველა მექანიზმს გამოვიკვლევთგაოგნებულები ვართ, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკების, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენებას, კრიტიკოსების გასაჩუმებლად , - ამის შესახებ საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ეუთოს ფარგლებში 17 ქვეყანა ავრცელებს. ხელმომწერ ქვეყნებს შორის არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბელგია, კანადა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია,…
  • 92
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე „სამარცხვინო თავდასხმად“ აფასებს „ვაიმარის სამკუთხედის“ ერთობლივ განცხადებას, რომელიც საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის ლიდერებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაავრცელეს. „სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს“, _ აღნიშნავს პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“. „ვაიმარის სამკუთხედმა“ _ საფრანგეთის, პოლონეთისა…