გენერალურ პროკურატურასთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ. აღნიშნულზე ინფორმაცია ipn.ge ავრცელებს.
აქციის მონაწილეებს ადგილზე ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გამოსახულებით პოსტერები და ბანერები – „თავისუფლება მზია ამაღლობელს” აქვთ მიტანილი.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, გათავისუფლდეს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, ვინაიდან 16-დღიანი შიმშილობის შემდეგ, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული საფრთხეები არსებობს და მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
აქციის მონაწილეები, გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს მოუწოდებენ, სასამართლოს ახალი შუამდგომლობით მიმართოს, რომ მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ – “თავისუფლება მზია ამაღლობელს”, “თავისუფლება პოლიტპატიმრებს”, “ცეცხლო ოლიგარქიას”.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო. მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული, შემდეგ სისხლის სამართლის წესით დააკავეს.
მზია ამაღლობელი კი დაკავების დღიდან შიმშილობს და დღეს მისი შიმშილობის მე-16 დღეა.
მსგავსი სტატიები
- 90ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელს მეგობრები, კოლეგები და გულშემატკივრები მოუწოდებენ, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. როგორც წერილშია ნათქვამი, მზია ამაღლობელმა მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სასწორზე არ უნდა დადოს. მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე გაჟღერდა წერილი, რომელსაც ადვოკატის მეშვეობით ციხეშიც შეუგზავნიან: „მზია, ჩვენ შენი მეგობრები და კოლეგები პატივისცემით ვუყურებთ შენს ურყევ ნებას და ბრძოლას…
- „სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა...იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“– მზია ამაღლობელის წერილი ციხიდან89გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი ციხეში შიმშილობს. მან პენიტენციური დაწესებულებიდან წერილი გამოაგზავნა, სადაც ამბობს, რომ არ აპირებს დაემორჩილოს „რეჟიმის დღის წესრიგს“. ჟურნალისტის უფლებებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) იცავს. ასოციაციის ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად საკვებზე უარს ამბობს და მხოლოდ წყალს იღებს. წერილს…
- 87სამმა ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. საქმე ეხება რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირების დევნას, მათთვის პირად ნომერზე დარეკვას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას_ ამის შესახებ ინფორმაციას JRC ავრცელებს. საჩივარი სტუდია მონიტორის დირექტორის ნინო ზურიაშვილის და მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორისა და TOK…
- 85საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის და ამავე მედია საშუალებების ოპერატორის, გურამ მურვანიძის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარდეს. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ითხოვს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის და ამავე მედია…
- 84საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს. "ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში, გვსურს მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მედიაში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ და რომელსაც საზოგადოება აფინანსებს, მთავარი ის ღირებულებები უნდა იყოს, რომელიც პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლის მიუხედავად უნდა დავიცვათ. უპირველესია ჩვენი კონსტიტუცია,…