ცნობილი რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ აცხადებს, რომ გამოცემა დაიხურა. „ნოვაია გაზეტა“, რომლის 6 ჟურნალისტი, მათ შორის ანა პოლიტკოვსკაია, მოკლეს სხვადასხვა წლებში, აცხადებს, რომ გაზეთი მოკლა რუსეთის ხელისუფლებამ.

_„ჩვენ მოგვკლეს. 9 ნოემბერს შუქს ჩავაქრობთ სახლში, სადაც 30 წელი ვცხოვრობდით, სერვერებს გამოვრთავთ და წავალთ.

გაზეთი აღარ არსებობს. რუსეთის ხელისუფლებამ და სპეცსამსახურებმა რედაქციას საქმიანობის შეწყვეტა აიძულეს.

ქვეყანასთან და მის მოქალაქეებთან ერთად ოცდაათ წელზე მეტი ხნის ცხოვრება ჩვენთვის ქუჩაში დასრულდება, საარსებო წყაროს გარეშე, რეპრესიების მუდმივი საფრთხის ქვეშ.“

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ გამოცემის საიტები დაბლოკა და ბეჭდური გაზეთის გამოცემის უფლება ჩამოართვა.

„ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი დმიტრი მურატოვი „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს.

2026 წლის სექტემბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოეთის აგენტის“ სტატუსი მიანიჭა მთლიანად გამოცემასაც.

რედაქციას მოსკოვის ცენტრში მდებარე შენობის მესაკუთრემ ოფისის დაცლა 9 ოქტომბერს მოსთხოვა და ერთი თვის ვადა მისცა. „ნოვაია გაზეტამ“ახალი ოფისის მოძიება ვერ შეძლო.

 

მსგავსი სტატიები

  • 63
    გიორგი გაბუნია - ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი“ - სადამდეც შევძლებთ, ვიბრძოლებთ და ვიქნებით ეთერში ჩვენი მაყურებლისთვის და ქართველი ხალხისთვისზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება – ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს „მთავარი არხი“. ამას ოქუაშვილი აკეთებს რამდენიმე თვის წინ მის მიერ დანიშნული დირექტორის და მისი დავალებების მორჩილი შემსრულებლის, გოგი ქურდაძის ხელით – აცხადებს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი გიორგი გაბუნია საგანგებო ბრიფინგზე. გიორგი გაბუნიას განცხადებით, ქურდაძე სპეციალურად…
  • 62
    „კოხტა ძირის“ მფლობელი ბეჟან ნაკაიძე მედიაში მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს ეხმიანებაკომპანია „კოხტაძირის“ მფლობელი ბეჟან ნაკაიძე „გურიის მოამბის“ ინფორმაციას და ტვ. „მთავარის“ რეპორტაჟს, რომ   იგი ხელფასის გაუცემლობის მიზეზით საკუთარმა  დაქირავებულმა მუშებმა, ტრაქტორისტებმა და მძღოლებმა სცემეს, პასუხობს: „გზის განაპირა ბლოკიდან ჩამოსვლისას, უხერხული მოძრაობის გამო ფეხი მოვიტეხე და ოპერაცია ჩამიტარდა. ახლა ნორმალურად ვარ, ოპერაციამაც წარმატებით ჩაიარა და სწრაფად შეხორცებასა და რეაბილიტაციაში დამეხმარება _…
  • 62
    პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე - გლობალური შეხსენება მედიის ძალისა და ავტორიტარიზმის სისუსტის შესახებ3 მაისს - პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, უნდა ვზეიმობდეთ დამოუკიდებელი მედიის წვლილს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს და ახალი ქართული დემოკრატიის მშენებლობაში და უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნა, ხელის შეწყობა და გაძლიერება. ნაცვლად ამისა, კიდევ ერთხელ გვიწევს იმ კრიზისზე საუბარი, რომელშიც ქართული მედიასაშუალებები და მედიის უფლებადამცველები „ქართული…
  • 62
    წერილი წარსულიდან: გომისმთა, დოღი ბახმაროში, პოლიტიკური ვარიაციებითმინდოდა 2012 წლის 19 აგვისტო მწარე წარსულისთვის დამეტოვებინა, მაგრამ ვერ შევძელი. იმდენჯერ  შემახსენეს მსგავსი სცენარის შემქნელებმა თავი, რომ იძულებული ვარ „ალიონის“ არქივს გადავხედო. ბახმაროს დოღს წინ უძღვოდა „შუამთობის“ დღესასწაული გომისმთაზე, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი, გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ეპარქიის უმაღლესი სასულიერო პირი, მეუფე იოსები ესწრებოდნენ. ნაშუადღევს დაიწყო გახმობები…
  • 62
    მუქარისა და სისტემური დევნის გამო 3 ჟურნალისტმა შესაბამის უწყებებს მიმართასამმა ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. საქმე ეხება რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირების დევნას, მათთვის პირად ნომერზე დარეკვას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას_ ამის შესახებ ინფორმაციას JRC ავრცელებს. საჩივარი სტუდია მონიტორის დირექტორის ნინო ზურიაშვილის და მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორისა და TOK…