„პრაიმ-ტაიმის“ ინფორმაციით, საქართველოს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ონლაინ გამოცემა „გურიის მოამბეს“, მის დამფუძნებელს ვლადიმერ მენაბდეს და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს კახაბერ ასკურავას სასამართლოში უჩივლა.
მინისტრის განცხადებით, აღნიშნულმა პირებმა და საინფორმაციო სააგენტომ 18 აგვისტოს და მომდევნო დღეებში ვებგვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაცია, რომელიც გურიის სოფელ არჩეულში მისი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას შეეხებოდა.
„დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით მივმართე ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს. მოთხოვნა – გავრცელებული განცხადებების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურებაა“, – ამბობს მინისტრი გივი მიქანაძე.
როგორც ონლაინგამოცემა „გურიის მოამბის“ მთავარირედაქტორი ვლდიმერ მენაბდე ამბობს, ამ დროისთვის მას არანაირი უწყება არ ჩაბარებია.
ამ დღეებში ოზურგეთის სხელმწიფო თეატრში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სკოლების მასწავლებლებს შეხვდა და ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე რეგიონის მედიასაშუალებების წარმომადგენლები არ მიუწვევიათ.
მსგავსი სტატიები
- 85
მინდოდა 2012 წლის 19 აგვისტო მწარე წარსულისთვის დამეტოვებინა, მაგრამ ვერ შევძელი. იმდენჯერ შემახსენეს მსგავსი სცენარის შემქნელებმა თავი, რომ იძულებული ვარ „ალიონის“ არქივს გადავხედო. ბახმაროს დოღს წინ უძღვოდა „შუამთობის“ დღესასწაული გომისმთაზე, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი, გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ეპარქიის უმაღლესი სასულიერო პირი, მეუფე იოსები ესწრებოდნენ. ნაშუადღევს დაიწყო გახმობები… - 83
სამმა ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. საქმე ეხება რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირების დევნას, მათთვის პირად ნომერზე დარეკვას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას_ ამის შესახებ ინფორმაციას JRC ავრცელებს. საჩივარი სტუდია მონიტორის დირექტორის ნინო ზურიაშვილის და მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორისა და TOK… - 81
მოქალაქეების, ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის, იძულებისა და შევიწროების შესახებ ცნობები მთელი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ვრცელდებოდა. ასეთ შემთხვევებში ასევე არ არსებობდა ანგარიშვალდებულება, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიშში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აპრილიდან ივნისამდე თბილისში… - 81
3 მაისს - პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, უნდა ვზეიმობდეთ დამოუკიდებელი მედიის წვლილს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს და ახალი ქართული დემოკრატიის მშენებლობაში და უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნა, ხელის შეწყობა და გაძლიერება. ნაცვლად ამისა, კიდევ ერთხელ გვიწევს იმ კრიზისზე საუბარი, რომელშიც ქართული მედიასაშუალებები და მედიის უფლებადამცველები „ქართული… - 80
კომპანია „კოხტაძირის“ მფლობელი ბეჟან ნაკაიძე „გურიის მოამბის“ ინფორმაციას და ტვ. „მთავარის“ რეპორტაჟს, რომ იგი ხელფასის გაუცემლობის მიზეზით საკუთარმა დაქირავებულმა მუშებმა, ტრაქტორისტებმა და მძღოლებმა სცემეს, პასუხობს: „გზის განაპირა ბლოკიდან ჩამოსვლისას, უხერხული მოძრაობის გამო ფეხი მოვიტეხე და ოპერაცია ჩამიტარდა. ახლა ნორმალურად ვარ, ოპერაციამაც წარმატებით ჩაიარა და სწრაფად შეხორცებასა და რეაბილიტაციაში დამეხმარება _…