2024 წელს ბახვი ჰესის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გარემოსდაცვითი სტანდარტების მაღალ დონეზე აღსრულება იყო. კომპანიის დაკვეთით მოწვეული სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები საპროექტო ტერიტორიის მონიტორინგს მუდმივად ახორციელებდნენ. წლის განმავლობაში მათ ჯამში 28 კვლევა ჩაატარეს.
კვლევების შედეგებიდან გამომდინარე, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ზეგავლენა სამშენებლო მონაკვეთში მოქცეულ ტერიტორიაზე მინიმალურია და სრულიად აკმაყოფილებს ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს.
წლის განმავლობაში სხვადასხვა სეზონზე ჩატარებული 28 კვლევის შედეგი, გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმით გათვალისწინებული თარიღების შესაბამისად, გარემოს ეროვნულ სააგენტოს წარედგინა.
კვლევები ტარდება შემდეგი დოკუმენტაციის გამოყენებით:
- გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (გზშ)
- გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმა
- გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება
შემარბილებელი ღონისძიებების აღსრულება
შემარბილებელი ღონისძიება ეწოდება ქმედებას, როცა კომპანია ცდილობს ისე აწარმოოს სამშენებლო სამუშაოები, რომ მინიმუმამდე შეამციროს, ან თავიდან აიცილოს გარემოზე მოსალოდნელი გავლენა. კომპანია ბახვი ჰესის მოწვევით, SLR-ისა და ALPAGE-ის საერთაშორისო ექსპერტებმა შეიმუშავეს შემარბილებელი ღონისძიებების ნუსხა, რომლის აღსრულებასაც თვალს ადევნებენ და ამოწმებენ წელიწადში რამდენჯერმე. ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების გუნდის წევრები კი, 2024 წლის მანძილზე ბახვი ჰესის სამშენებლო მოედნის ყოველდღიურ ინსპექციას ახორციელებდნენ, რა დროსაც ამოწმებდნენ, თუ როგორ მიმდინარეობდა გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინება მშენებლობის დროს.
2024 წელს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი აქტივობა. მათ შორის:
- წითელი ნუსხით დაცული კავკასიური სალამანდრასთვის მოეწყო საბინადრო ტბორები;
- მოჭრილი მორებისგან მოეწყო ალპური ხარაბუზას თავშესაფრები;
- საპროექტო არელში მოქცეულ ხეებზე ფრინველებისთვის დამონტაჟდა ხელოვნური ბუდეები;
- რეკულტივაციისა და ვიზუალური ზემოქმედების შემცირების მიზნით დაითესა ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები.
აღნიშნული შემარბილებელი ღონისძიებების მეშვეობით, საპროექტო არეალში მინიმუმამდე იქნება შემცირებული, ან თავიდან იქნება აცილებული გარემოზე სამშენებლო სამუშაოებით გამოწვეული ზემოქმედება
სამშენებლო მოედნის ყოველდღიური მონიტორინგი
ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების გუნდის წევრები სამშენებლო მოედნის ყოველდღიური ინსპექციის ფარგლებში ახორციელებენ როგორც ადგილობრივი კანონმდებლობის ასევე, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების მიერ გაწერილ რეკომენდაციებს, რომლებიც მოიცავს საუკეთესო საეთაშორისო პრაქტიკის გატარებას.
დაფინანსებული ფართი
მსგავსი სტატიები
- 69
2024 წლის მარტის თვიდან მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში კომპანიამ ბახვი ჰესი არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი განაახლა, რომელიც კომპანიის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო ხაზის ერთ-ერთი პროექტია. ტრენერები გიორგი ბერეჩიკიძე და ხათუნა იოსავა კვლავ აგრძელებენ გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიების თემებთან დაკავშირებული საკითხების სწავლებას. 2024 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ…
- 68
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც შეკვეთილის დენდროლოგიური პარკში განმარტავენ, ბაობაბების გადმოტანისას, ხელოვნური შეფერხებების გამო რვავე ბაობაბის ხე გახმა. „ინტერპრესნიუსი“ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: კერძოდ, აღნიშნავენ, რომ „ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა“ და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს აფრიკის კონტინენტზე.…
- 66
წლებია, გაზეთი „ალიონი“, სხვა მედიასაშუალებები წერს გურიის მდინარეებში, განსაკუთრებით შავიზღვისპირა 20-კილომეტრიან ზოლში ქვიშა-ხრეშის უსისტემოდ მოპოვების შესახებ, თუმცა შესაბამისი სამსახურებიდან რეაგირება არ არის. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა მდინარე ნატანების აუზში, 20-კილომეტრიან ზოლში, სადაც ბოლო წლებში ჯერ თურქული კომპანია „პოლატი“ მუშაობდა,რომელმაც 3 მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალა ამოიღო ციხისფერდი-გურიანთა-ქ. ოზურგეთში შემოსვლამდე მონაკვეთზე და…
- 62
რამდენიმე დღის წინ რედაქციაში დაკვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ მდინარე ბჟუჟის ხეობის ზედა წელში აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა. აფეთქებების მუხტი იმდენად ძლიერი იყო, რომ კურორტ გომისმთაზე სახლებიც კი ზანზარებდა. გვითხრეს, რომ ეს თემა კომპანია „პარვუს ჯგუფს“ უკავშირდებოდა. ვთხოვეთ, რომ, ინფორმაციის ავტორის სახელი და გვარი სტატიაში მოგვეხსენებინა, მაგრამ გარკვეული მოტივაციის მოშველიებით უარი გვითხრეს.…
- 61
ოზურგეთს და ოზურგეთელებს კარგად ახსოვს ტოქსიკური წარმოების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები, რომელიც ინდური კომპანიის მიერ ექადიის ტერიტორიაზე, მდინარე აჭისწყლის მიმდებარედ ჯერ ტყვიის და შემდეგ ალუმინის გადამამუშავებელ საწარმოს მოწყობას უკავშირდებოდა. მოსახლეობის, არასამთავრობო სექტორის ხანგრძლივ პროტესტს, სპეციალისტების რჩევებს შედეგი მოჰყვა. მოსახლეობა არ დაპირისპირებია ადგილობრივ ხელისუფლებას, პირიქით, მათგან გვერდში დგომას ითხოვდა და შედეგსაც…