„ახალგაზრდები ენერგოუსაფრთხოებისთვის“ _ ამ სახელწოდებით დაიწყო პროექტი ოზურგეთის მინიციპალიტეტის დაბა ლაითურის და ნარუჯის, ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხისა და იანეულის სკოლების ეკო კლუბების წარმომადგენლებისთვის.

პროექტის  მიზანია  ენერგო ეფექტური გარემოს შექმნის თანამედროვე ინსტრუმენტების პოპულარიზება და საზოგადოების ინფორმირება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ.

„ენერგო უსაფრთხოების გაზრდის და უარყოფითი გარემოსდაცვითი ზეგავლენის შემცირების ხელშეწყობა, ასევე ენერგოეფექტურობის ასოცირების ხელშეკრულებით აღებულო ვალდებულებების და საქართველოს საკანონმდებლო რეგულაციების გაცნობა არის მნიშვნელოვანი როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისთვის. სწორედ ამ მიზნით, პროექტი ითვალისწინებს როგორც ეკო-კლუბების გაძლიერებას – ტრენინგებს, ასევე მათ ფორმირებას; ჩატარდება ვიქტორინა-კონკურსები სკოლებს შორის, სადაც გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცემათ სენსორული განათებები, ხოლო ზემოაღნიშნული სკოლების საჯარო სივრცეებში მოეწყობა პორტატული ელექტრო სატენები მზის ბატარეებზე _ აღნიშნა პროექტის, ასევე ეკო-კლუბის ხელმძღვანელმა ჩოხატაურში, ნათია ხუცურაულმა.

„ვფიქრობთ, პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ეკოლოგიური კატასტროფების რისკების შემცირებას და შემდგომში ენერგორესურსების რაციონალურად გამოყენებას“ – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა თამარ კუპრაძე.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და KfW-ის ფინანსრური მხარდაჭერით „საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის“ ფარგლებში. პროგრამას 2021 წლიდან ახორციელებს საერთაშორისო კონსორციუმი, GOPA- iNTERNENACIONAL eNERGU Consultants ხელმძღვანელობით. რეგიონალური ენერგო ეფექტურობის კამპანიის განმახორციელებელია შპს “მეს”.

დაფინანსებული ფართი

მსგავსი სტატიები

  • 90
    განცხადება 2025 წლის 15 იანვარს ბათუმში მომხდარი თავდასხმის შესახებსაქართველოს დემოკრატიული ინიციატივა  2025 წლის 15 იანვარს ბათუმში მომხდარი თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს: ვეხმიანებით ბათუმში მომხდარ ფაქტს და მიგვაჩნია, რომ პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ რეპრესიები და ძალადობა ქართული ოცნების რეჟიმის ხელწერად იქცა. აღნიშნული ფაქტები და მათზე არაეფექტიანი რეაგირება ახალისებს ძალადობრივ გარემოს ქვეყანაში და ფეხქვეშ თელავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის 15 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე, სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას[1] და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ თანამშრომელს ზვიად ქორიძეს[2]. ადგილი ჰქონდა, როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე, მათზე ფიზიკურ ძალადობას. პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები მოქალაქეების მიმართ აღარ არის ერთჯერადი შემთხვევა – ეს უკვე მათი რეპრესიული პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელი…
  • 90
    როგორ მიმდინარეობს გურიის რეგიონში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები?ევროკავშირის მხარდაჭერით გურიის რეგიონში მიმდინარეობს პროექტი „მწვანე გურია _ ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისათვის“, რომელსაც ახორციელებს    CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან - ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფთან ერთად.. CENN-ის გარემოსდაცვითი პროექტების მენეჯერის ნინო გაფრინდაშვილის ინფორმაციით საგრანტო კონკურსის ფარგლებში 25 პროექტი დაფინანსდა…
  • 90
    ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „მწვანე გურია“ ფარგლებში ჩატარებული საგრანტო კონკურსის პროცესისა და შედეგების მოკლე მიმოხილვა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან – „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ (YPU), დემოკრატიის ინსტიტუტი (IOD) და ქედის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი (LAG) – ერთად 2024 წლის 1 აპრილს გამოაცხადა საგრანტო კონკურსი გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტისთვის (ოზურგეთი,…
  • 89
    ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იუსტიციის საბჭოსა და სასამართლოებს - დროულად შეიმუშავეთ სასამართლო პროცესების გაშუქების მარტივი და ნათელი პროცედურებიდღეს, 30 ივნისს, სინდისის პატიმრების პროცესის, ნიკა გვარამიას პროცესის და სხვა პროცესების გასაშუქებლად თბილისის საქალაქო სასამართლოში მისული ჟურნალისტები სასამართლოს მანდატურებმა ეზოს  შესასვლელთან შეაჩერეს და აპარატურა დაატოვებინეს. წინა დღეებში მათი რედაქტორები უშედეგოდ ცდილობდნენ დაედგინათ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ პროცესების გადასაღებად ნებართვის მისაღებად ან იქნებოდა თუ არა მედიებისთვის ხელმისაწვდომი, ალტერნატივის სახით, თავად…

არ გამოტოვოთ