დღეს, 4 აპრილს, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ახალციხეში ოფიციალურად გახსნა ევროკავშირის ახალი საინფორმაციო პუნქტი — სივრცე, რომლის მიზანია ევროკავშირის საზოგადოებასთან დაახლოება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.
„მინდა კვლავ დავადასტურო ევროკავშირის ერთგულება საქართველოს ყველა რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივების გაძლიერების მიმართ,” — განაცხადა ელჩმა.
საინფორმაციო პუნქტი დაარსებულია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი “REACT საქართველოსთვის” პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონრად-ადენაუერის ფონდისა და დემოკრატ მესხთა კავშირი • Union of Democrat Meskhs,UDM-ს მიერ. საინფორმაციო პუნქტი წარმოადგენს პლატფორმას ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ახალგაზრდობისა და მედიისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან დაკავშირებულ თემებზე ადგილობრივების ჩართულობის გაზრდას, სანდო ინფორმაციის მიღებას და სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას.
ევროკავშირის ელჩი ახალციხეში მეორე დღეა იმყოფება. იგი შეხვდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ ადგილობრივ ბენეფიციარებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ახალგაზრდებსა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს. ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოში ყველა თემის მხარდაჭერის მტკიცე ერთგულების გამოხატვაა – განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც მრავალფეროვნება, მედეგობა და სამოქალაქო ენერგია ღრმად არის ფესვგადგმული.
“ეს ახალციხეში ჩემი პირველი ვიზიტია, თუმცა, რა თქმა უნდა, არა უკანასკნელი. ევროკავშირი, მრავალი წლის განმავლობაში, მხარს უჭერდა სხვადასხვა თემებს საქართველოში. ეს მხარდაჭერა გაგრძელდება”, – განაცხადა ელჩმა.
https://sknews.ge/
მსგავსი სტატიები
- 88
- 88
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 2025 წლის 15 იანვარს ბათუმში მომხდარი თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს: ვეხმიანებით ბათუმში მომხდარ ფაქტს და მიგვაჩნია, რომ პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ რეპრესიები და ძალადობა ქართული ოცნების რეჟიმის ხელწერად იქცა. აღნიშნული ფაქტები და მათზე არაეფექტიანი რეაგირება ახალისებს ძალადობრივ გარემოს ქვეყანაში და ფეხქვეშ თელავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის 15 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე, სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას[1] და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ თანამშრომელს ზვიად ქორიძეს[2]. ადგილი ჰქონდა, როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე, მათზე ფიზიკურ ძალადობას. პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები მოქალაქეების მიმართ აღარ არის ერთჯერადი შემთხვევა – ეს უკვე მათი რეპრესიული პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელი…
- 88
გურული არქიტექტორები ერთიანდებიან – რეგიონში შეიქმნა ახალი პროფესიული ასოციაცია „აგა“ (AGA – Association of Gurian Architects) რომლის მთავარი მიზანია გურიის ურბანული განვითარება, სივრცითი დაგეგმარება და თანამედროვე, ეკომეგობრული არქიტექტურის ხელშეწყობაა. AGA-ს წარდგენის პრეზენტაცია გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, მაგრამ ასოციაციამ გარკვეული საქმიანობები უკვე დაიწყო.…
- 88
2025 წლის 9 ივნისს გაზეთ „ალიონის“ ვებგვერდზე (alion.ge) გამოქვეყნდა ინტერვიუ (ავტორი ნუგზარ ასათიანი), სახელწოდებით „ლაგის წევრი პროექტის „მწვანე გურია“ შესახებ“, რომელიც მოიცავს ერთი განაწყენებული რესპონდენტის ტყუილით და ცილისწამებით სავსე შეხედულებებს. ქალბატონი მარინა ჩიხლაძე, როგორც თავად არაერთგზის ამტკიცებს, „უსამართლოდ დატოვეს დაფინანსების მიღმა“. მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, განვმარტავთ: ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე…
- 88
დღეს, 30 ივნისს, სინდისის პატიმრების პროცესის, ნიკა გვარამიას პროცესის და სხვა პროცესების გასაშუქებლად თბილისის საქალაქო სასამართლოში მისული ჟურნალისტები სასამართლოს მანდატურებმა ეზოს შესასვლელთან შეაჩერეს და აპარატურა დაატოვებინეს. წინა დღეებში მათი რედაქტორები უშედეგოდ ცდილობდნენ დაედგინათ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ პროცესების გადასაღებად ნებართვის მისაღებად ან იქნებოდა თუ არა მედიებისთვის ხელმისაწვდომი, ალტერნატივის სახით, თავად…